თავისუფალი ეკონომიკური ზონა
თავისუფალი ეკონომიკური ზონა — ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელშიც, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიასთან შედარებით, ეკონომიკური რეგულირების გამარტივებული რეჟიმი მოქმედებს. შესაძლებელია თავისუფალი ეკონომიკური ზონა დაწესდეს არა ტერიტორიული, არამედ დარგობრივი პრინციპით, ანუ შეღავათიანი ეკონომიკური რეჟიმი გარკვეული სახის სამეწარმეო საქმიანობებს დაუწესდეს.
გამარტივებული ეკონომიკური რეჟიმი შეიძლება გულისხმობდეს გამარტივებულ საბაჟო წესებს, სავაჭრო წესებს, წარმოების წესებს, სასაწყობო წესებს, რეგისტრაციის წესებსა და სხვა. შესაბამისად არსებობს თავისუფალი საბაჟო ზონები, თავისუფალი სავაჭრო ზონები, სამრეწველო–საწარმოო ზონები, სავაჭრო-სასაწყობო ზონები, სამეცნიერო–ტექნიკური ზონები (მაგალითად, ტექნოპოლისი, ტექნოპარკი და სხვ.), სერვისული ზონები, ოფშორული ზონები, მრავალეროვნული ზონები (მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია, ევროკავშირი და სხვ), რეგიონული ზონები, კომპლექსური ზონები, სპეციალიზებული ზონები, წერტილოვანი ზონები.
შესაძლო შეღავათები მოიცავს:
- საგარეო სავაჭრო შეღავათებს:
- საბაჟო–სატარიფო შეღავათები: საბაჟო გადასახადების შემცირება ან მოხსნა, ექსპორტ–იმპორტზე დღგ–სა და აქციზური გადასახადის შეღავათიანი სისტემის დაწესება და სხვა;
- არასატარიფო შეზღუდვების (კვოტები, ლიცენზირება, რეგისტრირება) მოხსნა ან შერბილება;
- ფისკალური შეღავათები (შემცირებული გადასახადები);
- საფინანსო შეღავათები (სუბსიდიები, შეღავათიანი კრედიტები, შენონებითა და მიწით სარგებლობის შეღავათიანი პირობები);
- შეზღუდვების არ არსებობა სავალუტო ოპერაციებზე;
- ადმინისტრაციული შეღავათები (რეგისტრაციის, ანგარიშგების, სავიზო სისტემის გამარტივება).
თავისუფალი პორტი (porto franco), ნიშნავს პორტს ან ტერიტორიას , სადაც ქვეყნის იურისდიქცია შერბილებულია. ხშირად აქ ეკონომიკური შეღავათებიც მოქმედებს. ადრეულ თავისუფალ პორტებს (მაგალითად ჰონკონგი) პოლიტიკური ავტონომიაც ჰქონდათ. დღეს თავისუფალი პორტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა საბაჟო პუნქტების მიმდებარე ზონები თავისი "დუთი–ფრი" (უბაჟო) მაღაზიებით. ასეთი ზონები უმეტეს საერთაშორისო აეროპორტს აქვს. საქართველოს ტერიტორიაზე XIX საუკუნეში ფუნქციონირებდა ბათუმის პორტო-ფრანკო და, მნიშვნელოვანწილად მისი წყალობით, ტერიტორიით მცირე საქართველოს ეკონომიკით ინტერესდებიან ცნობილი ინვესტორების - ნობელის, როთშილდისა და მანთაშევის კომპანიები, ხოლო ნავთობსადენი ბაქო-ბათუმი ყველაზე გრძელი გახდა მაშინდელ მსოფლიოში.
იხილეთ აგრეთვე
თავისუფალი პორტები ქვეყნების მიხედვით
აფრიკა
მაროკო
- ტანგლიერის ექსპორტის თაფისუფალი ზონა
აზია
ბაჰრეინი
ჰონკონგი
ირანი
- ქეშმი
- ჩაბაჰარი
- კიში
- PSEEZ
ისრაელი
იაპონია
მაკაო
- მაკაო (Ka-Ho)
მალაიზია
- პენანგი 1969 წლამდე
ფილიპინები
- ყოფილი აშშ-ის საზღვაო ფლოტის ბაზა - სუბიკ-ბეი
სინგაპური
სამხრეთი კორეა
- ინჩეონი
არაბთა გაერთიანებული საამიროები
- ჯებელ ალის თავისუფალი ზონა
- დუბაის ინტერნეტ ქალაქი
- დუბაის მედია ქალაქი
- დუბაის ცოდნის სოფელი
- დუბაის ჯანდაცვის ქალაქი
- დუბაის საერთაშორისო ფინანსური ცენტრი
- დუბიოტექი
- დუბაის აუტსორს ზონა
- საერთაშორისო მედიისა და წარმოების ზონა
- დუბაის სტუდიო ქალაქი
ევროპა
ბელარუსი
- ბრესტ FEZ
ხორვატია
- რიიეკა, 1723
დანია
(ევროკავშირის ნაწილი)
- კოპენჰაგენის თაფისუფალი პორტი (Københavens Frihavn)
ფინეთი
(ევროკავშირის ნაწილი)
- ლაპენენრანტას თავისუფალი ზონა (Lappeenrannan Vapaa-alue)
- ჰანკოს თავისუფალი ზონა (Hangon Vapaasatama)
საფრანგეთი
(ევროკავშირის ნაწილი)
- ვერდონის თავისუფალი ზონა - ბორდოს პორტი (Zone franche du Verdon — Port de Bordeaux)
გერმანია
(ევროკავშირის ნაწილი)
- ჰამბურგის თავისუფალი პორტი (Freihafen Hamburg)
- ბრემენის თავისუფალი პორტი (Freihafen Bremen)
- ბრევენჰავენის თავისუფალი პორტი (Freihafen Bremerhaven)
- ემდენის თავისუფალი პორტი (Freihafen Emden)
- კიელის თავისუფალი პორტი (Freihafen Kiel)
- კუხჰავენის თაფისუფალი პორტი (Freihafen Cuxhaven)
- დეგენდორფის თავისუფალი პორტი (Freihafen Deggendorf)
- დუისბურგის თავისუფალი პორტი (Freihafen Duisburg)
საქართველო
ირლანდია
(ევროკავშირის ნაწილი)
- რინგასკიდის თავისუფალი პორტი
- შანონის თავისუფალი ზონა
იტალია
(ევროკავშირის ნაწილი)
- ლივორნო, 1675-1860
- ტრიესტის თაფისუფალი ზონა (Porto franco di Trieste)
- ვენეციის თავისუფალი პორტი (Porto franco di Venezia)
მალტა
(ევროკავშირის ნაწილი)
- მალტის პორტი [1] დაარქივებული 2010-02-05 საიტზე Wayback Machine.
საბერძნეთი
(ევროკავშირის ნაწილი)
- პირენეის თავ. ზონა
- თესალონიკის თავ. ზონა
- ჰერაკლიონის თავ. ზონა
ლატვია
(ევროკავშირის ნაწილი)
- რიგის თავ. პორტი
- ვენტსპილსის თავ. პორტი
ლიტვა
(ევროკავშირის ნაწილი)
- კლაიპედას თავ. პორტი
პორტუგალია
(ევროკავშირის ნაწილი)
- მადეირას თავ. ზონა - Caniçal (Zona franca da Madeira - Caniçal)
რუსეთი
- ნახოდკა
- ინგუშეთი
- ვლადივოსტოკი, 1861-1909
ესპანეთი
(ევროკავშირის ნაწილი)
- ბარსელონას თავ. ზონა (Zona franca de Barcelona)
- კადიზის თავ. ზონა (Zona franca de Cádiz)
- ვიგოს თავ. ზონა (Zona franca de Vigo)
- ლას პალმას დე გრან კანარიას პორტი (Zona franca de Las Palmas de Gran Canaria)
შვედეთი
(ევროკავშირის ნაწილი)
- მარსტრანდი, XVII საუკუნე
- სენტ-ბართელემი, 1785-1878
უკრაინა
გაერთიანებული სამეფო
(ევროკავშირის ნაწილი)
- ლივერპულის თავ. ზონა
- პრესტვიკის აეროპორტის თავ. ზონა
- რონალდსუეის აეროპორტი (მენის კუნძული)
- საუზჰემპტონის თავ. ზონა
- ტილბურის თავ. ზონა
- შიერნესის თავ. ზონა
- ჰამბერსაიდის თავ. ზონა
- ლონდონის დოკლენდსი
ამერიკა
ბერმუდის კუნძულები
- ჰამილტონის თავ. პორტი
ბრაზილია
- მანაუსის თავ. პორტი
ჩილე
- იქიქე
დომინიკელთა რესპუბლიკა
- პუნტა გაუსედოს მეგა პორტი
http://strategis.ic.gc.ca/epic/internet/inimr-ri.nsf/en/gr115831e.html დაარქივებული 2006-01-29 საიტზე Wayback Machine. http://www.port-technology.com/projects/caucedo/ დაარქივებული 2007-12-17 საიტზე Wayback Machine.
პანამა
- კოლონნა
აშშ
- US Customs: აშშ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონები დაარქივებული 2010-06-17 საიტზე Wayback Machine.
ვენესუელა
- ისლა მარგარიტა (Puerto Libre de Margarita)
- პარაგუანას ნახევარკუნძული (Zona Franca de la Península de Paraguaná)
რესურსები ინტერნეტში
- ევროკავშირის თავისუფალი პორტები[მკვდარი ბმული] (.pdf-ფაილი; ინგლ.)
- გერმანიის თავ. ზონები დაარქივებული 2006-08-28 საიტზე Wayback Machine. (გერმ.)
- ვლადიმერ პაპავა, თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, "უკვდავი" იდეა დაარქივებული 2007-02-22 საიტზე Wayback Machine. , სტატია გაზეთ "24 საათში"