პოსტაპოკალიპტიკა

პოსტაპოკალიპტიკასამეცნიერო ფანტასტიკის, საშინელებათა ჟანრის ან სამეცნიერო ფენტეზის ქვეჟანრი, სადაც დედამიწის ცივილიზაცია განადგურებულია ან ნადგურდება. აპოკალიპსური მოვლენები შესაძლოა გამოწვეული იყოს კლიმატის ცვლილებებით, მაგალითად, იმპაქტური მოვლენით (ასტეროდის შეჯახება დედამიწასთან); ადამიანის მიერ შექმნილი — ბირთვული ჰოლოქოსტით ან დედამიწის რესურსების გამოფიტვით; სამედიცინო, როგორიც არის პანდემია, ბუნებრივი ან ადამიანის შექმნილი; ესქატოლოგიური — განკითხვის დღე, მეორედ მოსვლა, რაგნაროკი; ან წარმოსახვითი — ზომბი-აპოკალიპსი, კიბერნეტიკური აჯანყება, ტექნოლოგიური სინგულარობა, უცხოპლანეტელთა შემოჭრა და სხვა. პოსტაპოკალიპტური სიუჟეტი ხშირად მიმდინარეობს არატექნოლოგიურ მომავლის სამყაროში ან სამყაროში, სადაც დარჩენილია საზოგადოების მხოლოდ გარკვეული მიმოფანტული ნაწილი და ტექნოლოგიები.

ჯოზეფ პენელის 1918 წლის პოსტერი, რომელზეც გამოსახულია ცეცხლში გახვეული დაბომბილი ნიუ-იორკი.

სხვადასხვა უძველესი საზოგადოებები, მათ შორის ბაბილონელები და იუდაისტები ქმნიდნენ აპოკალიპტურ ლიტერატურასა და მითოლოგიას, სადაც მთავარი თემა სამყაროს აღსასრული იყო. ამ ნამუშევართაგან ერთ-ერთი ნათელი მაგალითია ძველი შუმერული ნაწარმოები „გილგამეშის ეპოსი“, დაწერილი დაახლოებით ძვ.წ. 2000–1500 წლებში. ასევე აღსანიშნავია 1826 წელს გამოშვებული მერი შელის აღიარებული აპოკალიპტური რომანი „უკანასკნელი ადამიანი“.[1], რომელიც მიიჩნევა თანამედროვე აპოკალიპტური ლიტერატურის პირველ ნამუშევრად.[1] თუმცა ლიტერატურის ამ ფორმამ პოპულარობა მხოლოდ და მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოიპოვა, როდესაც საზოგადოება აღმოჩნდა ბირთვული იარაღით განადგურების საფრთხის წინაშე.

პოსტაპოკალიპტურ მოტივებზე შექმნილია უამრავი კინოფილმი, ტელესერიალი, ვიდეო თამაში, კომიქსი, მანგა და ასევე მუსიკალური ნაწარმოებები.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი