ჟენევის კონვენციები

ჟენევის კონვენციები — ქალაქ ჟენევაში შედგენილი საერთაშორისო კანონმდებლობის ნაწილის ერთობლიობა. შედგება ოთხი ხელშეკრულებისა და დამატებით სამი პროტოკოლისგან, რომლებიც აყალიბებენ საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს ომში ქცევებისათვის. ტერმინი „ჟენევის კონვენცია“, როგორც წესი, მიუთითებს 1949 წლის ჟენევის კონვენციაზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა და განაახლა 1929 წლის ხელშეკრულების ორი კონვენცია და დაამატა კიდევ ორი ახალი კონვეცია. ჟენევის კონვენციებმა ჩამოაყალიბეს ომის პატიმრების (მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო პერსონალი) ძირითადი უფლებები, ასევე დაჭრილების, დაავადებულებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მექანიზმები ომის პერიოდში. 1949 წლის ჟენევის კონვენციას ხელი მოაწერა ან რეზერვაციით მიემხრო მსოფლიოს 196 სახელმწიფო.[1] დამატებით ჟენევის კონვენცია ასევე აძლევს უფლებებს არამეომარ ადამიანებს. რადგანაც ჟენევის კონვენცია ეხება მხოლოდ ადამიანებს ომში, მისი კონვენციები და მუხლები არ ეხება ომსა და მასში გამოყენებად იარაღებს, რომლებიც ჰააგის კონვენციის ნაწილია,[ა] ბიოლოგიურ და ქიმიურ ომს, რომლებიც ჟენევის პროტოკოლს ეხება.[ბ]

1864 წლის ჟენევის კონვენციის ორიგინალური დოკუმენტი

ისტორია

ჟენევის კონვენციების პროგრესირება 1864-დან 1949 წლამდე
წითელი ჯვრის პოსტერი პირველი მსოფლიო ომიდან

შვეიცარიელი ბიზნესმენი ანრი დიუნანი ეწვია ავსტრია-იტალია-საფრანგეთის ომის სოლფერინოს ბრძოლაში დაჭრილ სამხედროებს 1859 წელს. ის შოკში ჩავარდა სამედიცინო დაწესებულებების, პერსონალისა და დახმარების ნაკლებობით რომლებიც ამ სამხედროების დახმარებას შეძლებდნენ. შედეგად დიუნანმა დაწერა წიგნი „მოგონებები სოლფერინოზე“ 1862 წელს ომის საშინელებებზე.[2] ანრი დიუნანს მისმა ომის გამოცდილებებმა მისცა ინსპირაცია წამოეყენებინა:

  • მუდმივი სააგენტოს იდეა, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევდა დაჭრილებს, დაავადებულებსა და მშვიდობიან მოსახლეობას
  • სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების იდეა, რომელიც ამ სააგენტოს მიანიჭებდა საერთაშორისო ნეიტრალიტეტს და მისცემდა ომის ზონაში შესვლისა და იქ დახმარების გაწევის უფლებას

ამ შემოთავაზებებმა გამოიწვია წითელი ჯვრისა და შემდეგ წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობების ჩამოყალიბება და 1864 წლის ჟენევის კონვენცია, პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ფარავდა ომში დაჭრილი და დაავადებული სამხედროების დახმარებას. 1864 წლის 22 აგვისტოს, შვეიცარიის მთავრობამ მოიწვია ყველა ევროპული სახელმწიფოს მთავრობები, აშშ-ს, მექსიკისა და ბრაზილიის ჩათვლით, რათა დასწრებოდნენ ოფიციალურ დიპლომატიურ კონფერენციას. საბოლოოდ 16 სახელმწიფოს ჯამში 26 დელეგატი ჩავიდა ჟენევაში. 1864 წლის 22 აგვისტოს, კონფერენციამ მიიღო ჟენევის პირველი კონვენცია „არმიებში დაჭრილი სამხედროების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.“ კონვენციას საერთო ჯამში ხელი მოაწერეს 12 სახელმწიფოსა და სამეფოს წარმომადგენლებმა, რომლებიც იყვნენ:[3][4]

ორივე ამ მიღწევისათვის ანრი დიუნანი გახდა ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი მშვიდობის დარგში, 1901 წელს.[5][6]

1868 წლის 20 ოქტომბერს იყო პირველი, წარუმატებელი მცდელობა გაეფართოვებინათ ჟენევის პირველი კონვენცია. „ომში დაჭრილების მდგომარეობის შესახებ არსებული მუხლების გაფართოებით.“ იყო მცდელობა მომხდარიყო 1864 წლის ჟენევის კონვენციაში მიღებული ზოგი კანონის განმარტვა და 1864 წლის ჟენევის კონვენციის საზღვაო ომზე გაფართოებაც. მუხლები ხელმოწერილი იქნა, თუმცა მისი რატიფიცირება მხოლოდ ნიდერლანდებმა და ჩრდილოეთ ამერიკის სახელმწიფოებმა მოახდინეს,[7] და შემდგომში ნიდერლანდებმა მიატოვა შეთანხმება.[8] საზღვაო ომის მსხვერპლების დაცვის იდეა შემდგომში რეალიზებული იქნა 1899 და 1907 წლების ჰააგის კონვენციებით.[9]

1906 წლის ჟენევის კონვენცია

1906 წელს, 35 სახელმწიფო დაესწრო კონფერენციას, რომელიც ასევე შვეიცარიის მთავრობის მიერ იქნა მოწვეული. 1906 წლის 6 ივლისს ამ კონფერენციამ გამოიწვია „კონვენცია არმიებში დაჭრილი და დაავადებული სამხედროების მდგოამრეობის გაუმჯობესების მიზნით“, რომელმაც პირველად გააუმჯობესა 1864 წლის ჟენევის პირველი კონვენცია.[10] ის ძალაში იყო 1970 წლამდე, როდესაც კოსტა რიკა შეუერთდა 1949 წლის ჟენევის კონვენციას.[11]

1929 წლის ჟენევის კონვენცია

ჟენევის 1929 წლის კონფერენციის შემდეგ შეიქმნა ორი ახალი კონვენცია, რომლებსაც ხელი 1929 წლის 27 ივლისს მოეწერათ. ერთ-ერთი მათგანი, „კონვენცია არმიებში დაჭრილი და დაავადებული სამხედროების მდგოამრეობის გაუმჯობესების მიზნით“, იყო მესამე ვერსია რომელმაც ჩაანაცვლა 1864 წლის თავდაპირველი კონვენცია.[9][12] ხოლო მეორე მიღებული იქნა პირველი მსოფლიო ომის გამოცდილებების მიხედვით და გაამყარა ომის პატიმრების დამცველი სისტემები, რომლებიც ჰააგის კონვენციებში იქნა შექმნილი.[13][14]

1949 წლის ჟენევის კონვენცია

მეორე მსოფლიო ომის შემდეგი პაციფისტური ენთუზიაზმითა და ომის დამნაშავეების ნიუნბერგის პროცესებისას დასჯით ინსპირირებული კონფერენციების სერია შედგა 1949 წელს, რომლებმაც გაამყარეს და გააფართოვეს ჰააგის და ჟენევის კონვენციები. 1949 წელს გამოტანილი იქნა ოთხი სხვადასხვა კონვენცია:

  • პირველი ჟენევის კონვენცია „კონვენცია არმიებში დაჭრილი და დაავადებული სამხედროების მდგოამრეობის გაუმჯობესების მიზნით“ მეოთხედ იქნა განახლებული ჟენევის პირველი კონვენცია და ჩანაცვლებული იქნა 1929 წლის ჟენევის კონვენცია.[15]
  • მეორე ჟენევის კონვენციამ, „დაშავებულების, დაავადებულებისა და ჩაძირულების მდგომარეობის განვითარების მიზნით“, ჩაანაცვლა 1907 წლის ჰააგის კონვენცია.[16] ის იყო პირველი ჟენევის კონვენცია რომელმაც დაიცვა მეზღვაურების უფლებები საზღვაო ომისათვის და იმეორებდა ჟენევის პირველი კონვენციის სტრუქტურას.[9]
  • მესამე ჟენევის კონვენცია „ომის პატიმრების მოპყრობის შესახებ“, ჩაანაცვლა 1929 წლის ჟენევის კონვენცია რომელიც ეხებოდა ომის პატიმრებს.[17]
  • ჟენევის მეოთხე კონვენცია „ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის შესახებ“. ის იყო 1949 წლის ჟენევის პირველი კონვენციის ანალოგი, თუმცა სამხედროების მაგივრად იცავდა მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებებს.[18]

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

კომენტარი

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი