ჟორჟ სიმენონი

ჟორჟ ჟოზეფ ქრისტიან სიმენონი (Georges Joseph Christian Simenon; დ. 13 თებერვალი, 1903, ლიეჟი ― გ. 4 სექტემბერი, 1989, ლოზანა) — ფრანგულენოვანი ბელგიელი მწერალი. პირველ ნაწარმოებებს აქვეყნებდა ჟორჟ სიმის სახელით. 1931 წელს გამოაქვეყნა „პიტერ ლატვიელი“.. აქედან დაიწყო მისი მძაფრსიუჯეტიანი რომანებისა და მოთხრობების სერია, რომლის მთავარი გმირია კომისარი მეგრე. ამ სერიაში აღსანიშნავია : „მეგრე მოგზაურობს“, „მეგრე და მაწანწალა“ და სხვ[22].

ჟორჟ სიმენონი
დაბადების თარიღი 13 თებერვალი, 1903(1903-02-13)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [7] [8] [9] [10] [11] [12]
დაბადების ადგილი ლიეჟი, ბელგია[13]
გარდაცვალების თარიღი 4 სექტემბერი, 1989(1989-09-04)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [7] [8] [14] [15] [10] [11] [16] [17] [18] [12] (86 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლოზანა, შვეიცარია[19]
საქმიანობა მწერალი[12] , რომანისტი, ჟურნალისტი და ფოტოგრაფი
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა  ბელგია
პერიოდი 1932[20]
ჟანრი დეტექტივი
Magnum opus კომისარი მეგრე
ჯილდოები The Grand Master[21]
მეუღლე Régine Renchon და Denyse Ouimet
შვილ(ებ)ი მარკ სიმენონი და პიერ სიმენონი

ბიოგრაფია

სიმენონი დაიბადა ლიეჟში (ბელგია), პარიზში გადავიდა საცხოვრებლად 1922 წელს. ბევრს მოგზაურობდა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ში რჩება 1955 წლამდე. 1957 წელს შვეიცარიაში გადადის.

სიმენონი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ მწერლად ითვლება. მას შეეძლო დღეში 80-მდე გვერდის დაწერა. სიცოცხლის განმავლობაში მას 450 რომანი და მცირე ზომის ნაწარმოებები აქვს გამოქვეყნებული. თუმცა ყველაზე ცნობილი მისი 75 რომანი და 28 მოთხრობაა კომისარ მეგრეს თავგადასავლებზე. ამ სერიის პირველი რომანი „პიეტრ–ლე–ლეტონი“ გამოჩნდა 1931 წელს; ბოლო, „მეგრე და მუსიე შარლი“ კი - 1972-ში. მეგრეს რომანები თითქმის ყველა მთავარ ენაზეა ნათარგმნი და ზოგი მათგანი ფილმადაცაა გადაღებული (დაწყებული „ღამე გზის გასაყარზე“, ჟან რენუას ეკრანული ადაპტაცია 1932 წელს).

ამერიკული პერიოდის განმავლობაში სიმენონი შემოქმედებით მწვერვალს აღწევს და ამ წლების რამდენიმე რომანი მათი დაწერის ადგილის კონტექსტითაა შთაგონებული: სამი ოთახი მანჰეტენზე(1946), მეგრე ნიუ-იორკში (1947), მეგრე განრისხებულია (1947).

მეგრეს დიდი რაოდენობით ფსიქოლოგიური რომანი აქვს დაწერილი, მათ შორის თოვლი ჭუჭყიანი იყო (1948) ან ბიჭები (1957), და ავტობიოგრაფიული ნამუშევრები -- მე მახსოვს (1945), გენეალოგია (1948), პირადი მემუარები (1981).

სიმენონი ცნობილი მექალთანე იყო და „10.000 ქალის მამაკაცად“ მოიხსენიებდნენ. აღიარებდა, რომ სექსუალური მანიაკი იყო და სექსი დღეში სამჯერ მაინც სჭირდებოდა. როგორც ჩანს, მსურველ ქალთა რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო, თუმცა, ზოგიერთი ცნობით მას 8.000-მდე პროსტიტუტთან ჰქონია საქმე. ამით ის საკმაოდ განსხვავდებოდა მისი რომანების გმირი მეგრესაგან, რომელიც საკმაოდ წყნარ მარტოსულ ცხოვრებას ეწეოდა (როცა ბარში არ იმყოფებოდა).

სიმენონი გარდაიცვალა ლოზანაში, 86 წლის ასაკში.

ბიბლიოგრაფია

  • სასტუმრო მაჟესტიკის სარდაფებში (თარგმნილია ქართულად)

სქოლიო

  • 3.0 3.1 SNAC — 2010.
  • 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  • 5.0 5.1 Discogs — 2000.
  • 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  • 7.0 7.1 7.2 7.3 NooSFere — 1999.
  • 8.0 8.1 filmportal.de — 2005.
  • Dictionnaire des WallonsFédération Wallonie-Bruxelles, Institut Jules-Destrée.
  • 10.0 10.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  • 11.0 11.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  • 12.0 12.1 12.2 The Fine Art Archive — 2003.
  • Сименон Жорж // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  • Biographie Nationale de Belgique / Académie royale des sciences, des lettres et des beaux-arts de BelgiqueBXL.
  • BD Gest'
  • GeneaStar
  • Roglo — 1997. — 9000000 ეგზ.
  • Babelio — 2007.
  • Deutsche Nationalbibliothek Record #118614401 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  • RKDartists
  • https://edgarawards.com/category-list-the-grand-master/
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 347.
  • 🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი