სამეცნიერო ჟურნალი

პერიოდული ჟურნალი, რომელიც სამეცნიერო კვლევებს აქვეყნებს

სამეცნიერო ჟურნალი — პერიოდული გამოცემა, რომელიც სამეცნიერო ინფორმაციის წყარო და სამეცნიერო კომუნიკაციის საშუალებაა.

სამეცნიერო ჟურნალს ენათესავება სამეცნიერო ბიულეტენები, სამეცნიერო სტატიებისა და მოხსენებების კრებულები „შრომების“, „სამეცნიერო წერილების“ და სხვა ტიპისა.

პირველად სამეცნიერო ჟურნალში ქვეყნდება ახალი სამეცნიერო მონაცემები;

მეორადში — პირველწყაროთა შესახებ და სამეცნიერო-ინფორმაციული და ბიბლიოგრაფიული ხასიათის მასალები; ესენია რეფერატული ჟურნალები და მათი მაჩვენებლები, სასიგნალო ინფორმაცია, ექსპრეს-ინფორმაცია, ბიბლიოგრაფიული ჟურნალები;

მესამე ტიპის სამეცნიერო ჟურნალია მიმოხილვითი, სამეცნიერო-მეთოდური, ზოგადსამეცნიერო-პოპულარული ჟურნალები.

სამეცნიერო ჟურნალის ფუნქცია არ ამოიწურება მხოლოდ სამეცნიერო ინფორმაციის გავრცელებით. სამეცნიერო ჟურნალში სამეცნიერო სტატიის პუბლიკაცია უზრუნველყოფს მეცნიერის უპირატესობას. სამეცნიერო ჟურნალის მრავალმხრივი ანალიზი მეცნიერებათმცოდნეობის ერთ-ერთი მიმართულებაა.

მსოფლიოში გამოდის 35 ათასამდე სახელმწიფო სამეცნიერო ჟურნალი, რომლებშიც 3- მლნ-მდე სტატია ქვეყნდება.

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი