ტაკლობანი

ტაკლობანი (ოფიციალურად ქალაქი ტაკლობანი; ტაგ: Lungsod ng Tacloban; ვარ: Syudad han Tacloban) — პირველი კლასის მაღალურბანიზებული ქალაქი ფილიპინებში, აღმოსავლეთ ვისაიასის (რეგიონი VIII) რეგიონული ცენტრი. ქალაქი ლეიტეს პროვინციისგან დამოუკიდებელია, თუმცა მის პროვინციულ დედაქალაქს წარმოადგენს. 2015 წლის აღწერით ტაკლობანის მოსახლეობის რაოდენობა 242 089 ადამიანია და ამ მაჩვენებლით აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონში პირველია. ტაკლობანი ფილიპინების დედაქალაქ მანილადან 580 კმ-ით (360 მილი) არის დაშორებული.

ტაკლობანი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 11°15′00″ ჩ. გ. 125°00′00″ ა. გ. / 11.25000° ჩ. გ. 125.00000° ა. გ. / 11.25000; 125.00000
დაარსდა 1770
ფართობი 201.72 კმ²
ცენტრის სიმაღლე 40 მეტრი
მოსახლეობა 251 881 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 53
საფოსტო ინდექსი 6500
ოფიციალური საიტი https://www.tacloban.gov.ph/
ტაკლობანი — ფილიპინები
ტაკლობანი

მცირე ხნის მანძილზე, 1944 წლის 20 ოქტომბრიდან 1945 წლის 27 თებერვლამდე ტაკლობანი ფილიპინების დედაქალაქი იყო. აზიის მენეჯმენტის ინსტიტუტის პოლიტიკის ცენტრის მიერ ჩატარებული ფართო გამოკლვევის მიხედვით (გამოქვეყნდა 2010 წლის ივლისში) ტაკლობანი კონკურენტუნარიანობის მაჩვენებლით მე-5 ქალაქია ფილიპინებში.[2] 2013 წლის 8 ნოემბერს ქალაქი ტაიფუნმა ჰაიანმა გაანადგურა. ტაიფუნებმა ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა 1897 და 1912 წლებშიც.[3] 2015 წლის 17 იანვარს ფილიპინებში ვიზიტის დროს რომის პაპი ფრანცისკე ტაკლობანსაც ეწვია.

ისტორია

გენერალ დაგლას მაკარტურისა და პრეზიდენტ სერხიო ოსმენას ძეგლი

1830 წლის 26 თებერვალს ტაკლობანი ლეიტეს დედაქალაქად გამოცხადდა. გადაწყვეტილება ორი მიზეზის გამო მიიღეს: ტაკლობანს იდეალური საპორტო მდებარეობა ჰქონდა და კარგ თავშესაფარს წარმოადგენდა. 1952 წლის 20 ივნისს, 760-ე რესპუბლიკური აქტის შესაბამისად ტაკლობანი ჩარტერულ ქალაქად გამოცხადდა.[4]}}
Highly urbanized city[5]

1912 წლის ნოემბერში ქალაქი ტაიფუნმა თითქმის გაანადგურა. ტაკლობანსა და კაპისში 15 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა (იმ დროისთვის ამ ორი ქალაქის მოსახლეობის ნახევარზე მეტი).[6]

1942 წელს ტაკლობანში იაპონელთა სამხედრო ძალები გადასხდნენ, რის შემდეგაც ლეიტეს ოკუპაცია ორ წელს გაგრძელდა. იაპონელებმა ქალაქი გაამაგრეს და მისი საჰაერო ველიც განავითარეს. სან პედროს ყურეში დიდი ზომის საზღვაო ტრანსპორტის შეყვანა იყო შესაძლებელი, რის გამოც ტაკლობანი იაპონიის იმპერიის სამხედრო-საზღვაო ძალების პორტი გახდა. იაპონელთა წინააღმდეგ პარტიზანთა ჯგუფები ლეიტეშიც ჩამოყალიბდა, რომელთა შორის ყველაზე ცნობილი რუპერტო კანგლეონის ჯგუფი იყო.

ლეიტე პირველი ადგილი იყო, რომელიც ამერიკულმა და ფილიპინურმა ჯარებმა გაათავისუფლეს. გენერალ დაგლას მაკარტურის ჯარები ტაკლობანში, პალოს სანაპიროზე და მიმდებარე ქალაქ დულაგში 1944 წლის 20 ოქტომბერს გადასხდნენ. სამი დღის შემდეგ ტაკლობანში კაპიტოლიუმის შენობის გახსნის ცერემონიაზე მაკარტურმა პრეზიდენტ სერხიო ოსმენასთან ერთად ტაკლობანი სამთავრობო ქალაქად და ფილიპინების დედაქალაქად გამოაცხადა, სანამ ქვეყანას საბოლოოდ გაათავისუფლებდნენ.[7] ლეიტეს პროვინციული მთავრობა და ტაკლობანის მუნიციპალური მთავრობა ხელახლა ჩამოყალიბდა.

ტაკლობანი მაღალურბანიზებულ ქალაქდ 2008 წლის 4 ოქტომბერს გამოცხადდა პრეზიდენტ გლორია მაკაპაგალ-აროიოს მიერ[8] და ხალხის მიერ რატიფიცირებულ იქნა იმავე წლის 18 დეკემბერს.[9]

2015 წლის 17 იანვარს შემდეგ ფილიპინებში რომის პაპ ფრანცისკევიზიტისას, კათოლიკური ეკლესიის მეთაური ტაკლობანსაც ეწვია.[10]

გეოგრაფია

ტაკლობანი მდებარეობს კუნძულ ლეიტეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მისი უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი კონკაბატოს ყურეს ესაზღვრება. ყურე სან-ხუანიკოს სრუტის აღმოსავლეთ ბოლოშია. ტაკლობანი სრუტის გასწვრივაა გაშენებული. ჩრდილოეთით ბაბატნგონის მუნიციპალიტეტი მდებარეობს. სრუტე კუნძულ ლეიტესა და სამარს ერთმანეთისგან გამოყოფს.

კლიმატი

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით ტაკლობანი ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს, მაგრამ ამ ადგილებში წარმოქმნილი ხშირი ციკლონების გამო კლიმატი ეკვატორული არ არის. ეკვატორული კლიმატური სარტყელი ტროპიკულ კლიმატს მიეკუთვნება, რომელშიც მშრალი სეზონი არ გამოიყოფა და საშუალო თვიური ნალექიანობის მაჩვენებელი 60 მმ-ს არ აღემატება. ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში ზაფხული და ზამთარი მკვეთრად არ არის გამოხატული. ამინდი ცხელი და წვიმიანია მთელი წლის მანძილზე და წვიმები ხშირი და ძლიერია. ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში ტემპერატურული ცვლილებები უფრო მაღალია.

ტაკლობანში საშუალო დღიური ტემპერატურა მთელი წლის მანძილზე 31.1 °C-ია (88.0 °F). ყველაზე თბილი თვე მაისია. ამ დროს საშუალო დრიური ტემპერატურა 32.3 °C-ია (90.1 °F), ხოლო ყველაზე ცივი თვე იანვარი და თებერვალია, რომელთა საშუალო დღიური ტემპერატურა 23.4 °C-ია (74.1 °F).[11]

ტაკობანში დაფიქსირებული უმაღლესი ტემპერატურა 38.0 °C-ია (100.4 °F) (1924 წლის 6 აპრილი), ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა დეკემბერში დაფიქსირდა და 17.5 °C (63.5 °F) იყო.[12]

წლიური საშუალო ნალექიანობის მაჩვენებელი 2 659.3 მმ-ია. ყველაზე მეტი ნალექი დეკემბერში მოდის (386 მმ), ხოლო ყველაზე ცოტა — აპრილში (115.2 მმ).[11]

ბარანგაები

ქალაქი ტაკლობანი 138 ბარანგაიდ იყოფა, რომელთაგანაც თითოეულს საკუთარი საბჭო ჰყავს.

დემოგრაფია

კანჰურავი — ტაკლობანის მერიის შენობასაც ჰქვია და იმ ბორცვსაც, რომელზეც აშენებულია

2015 წლის მონაცემებით ტაკლობანის მოსახლეობა 242 089 ადამიანია. მათი დიდი ნაწილი ვარაიულ ენაზე საუბრობს. ამ ენას ოფიციალურად Lineyte-Samarnon-ს (ლეიტე-სამარნონი) უწოდებენ და მასზე ქალაქის მოსახლეობის 90%-ზე მეტი საუბრობს. მოსახლეობის 6.08%-ს სებუანურ, კანასა და ვისაიანურ ენებზე მოსაუბრე ეთნიკური ჯგუფები შეადგენენ. 0.8% ტაგალურ ენაზე საუბრობს, 0.1% — ილოკანურ ენაზე, 0.07% კაპამპანგანის ენაზე, ხოლო 2.95% სხვა ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთვნება.

ტაკლობანის მოსახლეობის 88.52% რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია, 6.12% მუსლიმანია (უმრავლესობა მინდანაოელი მიგრანტია), 0.83% — ადგილობრივი ქრისტიანული კონფესიის, ქრისტეს ეკლესიის მიმდევარია, 0.94% — ევანგელისტია, 0.8% — ბაპტისტი, 0.49% — მეშვიდე დღის ადვენტისტი, ხოლო 3.1% სხვა რელიგიათა მიმდევარია.

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი