მანილა

მანილაფილიპინების დედაქალაქი. მანილა არის ერთ-ერთი იმ თექვსმეტი ქალაქიდან, რომლებიც შეადგენენ ფილიპინების დედაქალაქის რეგიონს. მანილაში მდებარეობს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ოფისები. 2012 წელს გლობალიზაციის და მსოფლიო ქალაქების კვლევის ქსელმა მანილას მსოფლიო ქალაქის წოდება მიანიჭა.[5]

ქალაქი
მანილა
Lungsod ng Maynila
დროშაგერბი

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
დაქვემდებარება დედაქალაქი
შიდა დაყოფა 6 ოლქი
კოორდინატები 14°35′00″ ჩ. გ. 120°58′00″ ა. გ. / 14.58333° ჩ. გ. 120.96667° ა. გ. / 14.58333; 120.96667
ქალაქის მერი ჯოზეფ ესტრადა[1]
დაარსდა 24 ივნისი, 1571
ფართობი 38.55[2][3] კმ²
ცენტრის სიმაღლე 16.0
მოსახლეობა 1,652,171 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 42,858 კაცი/კმ²
აგლომერაცია 22,710,000[4]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 2
საფოსტო ინდექსი 0900 - 1096
ოფიციალური საიტი manila.gov.ph
მანილა — ფილიპინები
მანილა

ქალაქი მდებარეობს მანილას ყურის აღმოსავლეთ სანაპიროზე. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით 1,652,171 მოსახლით[6] მანილა ფილიპინებში სიდიდით მეორე და კვადრატულ კილომეტრზე 42,857 ადამიანით ის მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია.[7]

მანილა იყოფა ექვს საკანონმდებლო ოლქად და თექვსმეტ რაიონად.

მანილას შესახებ უძველესი წერილობითი წყარო თარიღდება X საუკუნით. ის მოხსენებულია ლაგუნას სპილენძის წარწერაში, სადაც აღწერილია მელაიუს (მანილას სამეფო) და მატარამის სამეფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა. მანილას ჰქონდა უპირატესი სავაჭრო ურთიერთობა მინის დინასტიასთან. მოგვიანებით ქალაქი გახდა მაჯაპაჰიტის პროვინცია. ფილიპინებზე ბრუნეის იმპერიის შეჭრის შემდეგ ის დაიპყრო სულთანმა ბოლკიაჰმა და უწოდა „მაინილა“ რომელიც საწარმოებია Scyphiphora hydrophyllacea-ს ბუჩქის ტაგალური სახელი „ნილა“-დან, მანამდე ქალაქის სახელი იყო სელუდონგი.

XV საუკუნემდე მანილა იყო მუსლიმანური, შემდეგ ის მექსიკელმა კონკისტადორებმა გააქრისსტისანეს. მექსიკელენბმა რეგიონს დაარქვეს Nuevo Reiono de Castilla (კასტილიის ახალი სამეფო) და მაინილას სახელი შეამოკლეს თანამედროვე ვარიანტად - მანილა.

მანილა გარდაიქმნა ესპანეთის ოსტ-ინდოეთის ცენტრად. ის გახდა ლათინური ამერიკის და აზიის სავაჭრო გზის საკვანძო ქალაქი.[8] მისი მოსახერხებელი მდებარეობის გამო მანილამ „აღმოსავლეთის მარგალიტის“ ზედმეტსახელი მიიღო. შემდგომ პერიოდში ხელისუფლება გადადიოდა ადგილობრივი აჯანყებულების, ბრიტანელი ოკუპანტების და აჯანყებული სიფაები ხელში.[9] 1896-1898 წლებში მანილა მოიცვა ფილიპინების აჯანყებამ, ხოლო 1998 წელს ესპანეთ-ამერიკის ომის შემდეგ ის მოექცა ამერიკული იმპერიალიზმის ქვეშ. ქალაქის ურბანული დაგეგმარება გაკეთებულია ამერიკული მმართველობის დროს.[10] მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკა დაეხმა მანილას ინფრასტრუქტურის განვითარებაში.[11] ქალაქი მას შემდეგ განუხრელად იზრდება.

დამეგობრებული ქალაქები

მანილა დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან:[12]

აზია და წყნარი ოკეანის რეგიონი

ჩრდილოეთი ამერიკა

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი