ტრანსგრესია (გეოლოგია)

ტრანსგრესია (ლათ. transgressio – გადასვლა, გადანაცვლება) — გეოლოგიური პროცესი, ხმელეთზე ზღვის თანდათანობითი შეჭრა, რაც მეტწილად ხმელეთის დაწევის, იშვიათად კი ოკეანის დონის აწევის გამო ხდება. ტრანსგრესია ხმელეთზე ზღვის შეჭრისა და უკან დახევის მეტნაკლებად მცირე ხანგრძლივობის პერიოდების ერთობლიობას წარმოადგენს, პირველის უპირატესი განვითარებით.

ტრანსგრესიის დროს წარმოქმნილი ნალექების ჭრილს ზოგადად ახასიათებს ქვევიდან ზევით წყალმარჩხი ნალექების შენაცვლება ღრმა წყლის ნალექებით. ტრანსგრესიის საპირისპირო მოვლენაა რეგრესია.

ისტორიულ დროში ტრანსგრესიას ექვემდებარებოდა ნიდერლანდების, ბელგიისა და აღმოსავლეთ ინგლისის სანაპიროები, ასევე ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთი სანაპირო და კასპიის, ბარენცის, თეთრი და კარის ზღვების ნაპირები.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი