უილიამ როუან ჰამილტონი
უილიამ როუან ჰამილტონი, ჰემილტონი (დ. 4 აგვისტო, 1805, დუბლინი — გ. 2 სექტემბერი, 1865, დანსიკი, დუბლინის მახლობლად) — ირლანდიელი მათემატიკოსი. ირლანდიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. 1827-იდან ასტრონომიის პროფესორი დუბლინის უნივერსიტეტში და საუნივერსიტეტო ასტრონომიური ობსერვატორიის დირექტორი. 1822–1825 ირლანდიის მეცნიერებათა აკადემიის „შრომებში“ გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც ჩამოაყალიბა [გერმანელი მათემატიკოსი ჰ. გრასმანისაგან (Grassmann, 1809–1877) დამოუკიდებლად და თითქმის იმავე დროს] კომპლექსური რიცხვების ზუსტი ფორმალური თეორია. შემოიღო ჰამილტონის კანონიკური განტოლებები (1834), დაადგინა უმცირესი ქმედების პრინციპი. ააგო თავისებური რიცხვების ე. წ. კვატერნიონების სისტემა.
უილიამ როუან ჰამილტონი | |
---|---|
ინგლ. William Rowan Hamilton | |
დაბ. თარიღი | 4 აგვისტო, 1805[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბ. ადგილი | დუბლინი[7] [8] |
გარდ. თარიღი | 2 სექტემბერი, 1865[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (60 წლის) |
გარდ. ადგილი | დუბლინი[7] [8] |
დასაფლავებულია | მაუნტ ჯერომის სასაფლაო და კრემატორიუმი |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო[8] |
საქმიანობა | მათემატიკოსი[8] [9] , ფიზიკოსი, ასტრონომი, სამეცნიერო მუშაკი, უნივერსიტეტის პროფესორი და ფიზიკოს-თეორეტიკოსი |
ალმა-მატერი | დუბლინის ტრინიტის კოლეჯი, უესტმინსტერის სკოლა და დუბლინის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ხელოვნების ბაკალავრი[10] და ხელოვნების მაგისტრი[10] |
მეუღლე | Helen Maria Bayly |
მამა | Archibald Rowan-Hamilton[11] |
შვილ(ებ)ი | William Edwin Hamilton[10] |
ჯილდოები | სამეფო მედალი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი[10] და Cunningham Medal[10] |
გავლენა მოახდინეს | |
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 598.