ფლამინგო

ფლამინგო (ლათ. Phoenicopterus) — ფრინველთა გვარი ფლამინგოსებრთა ოჯახისა. დღეისათვის მოიცავს სამ სახეობას, ხოლო ადრე მასში ერთიანდებოდა ყველა თანამედროვე ფლამინგოსნაირი. ახასიათებთ გრძელი წვრილი ფეხები და მოქნილი კისერი. შეფერილნი არიან თეთრ-ვარდისფრად, ზოგჯერ ბუმბული წითელშიც გადადის. გააჩნიათ მასიური მოღუნული ნისკარტი, რომლის კიდეებზე რქოვანი ფირფიტებია საკვების მოპოვების დროს წყლის გასაწურად. გავრცელებულნი არიან ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში.

ფლამინგო

წითელი ფლამინგო (Phoenicopterus ruber)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Phoenicopterus (Linnaeus, 1758)

სახეობები

  • Phoenicopterus ruber — წითელი ფლამინგო
  • Phoenicopterus roseus — ჩვეულებრივი ფლამინგო, ან ვარდისფერი ფლამინგო
  • Phoenicopterus chilensis — ჩილური ფლამინგო

ლიტერატურა

  • Всё о птицах / Под ред. Шаронова А. — СПб.: ООО «СЗКЭО», 2007. — С. 166. — 176 с. — ISBN 978-5-9603-0075-9.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი