ფლორენტინო პერესი

ფლორენტინო პერეს როდრიგესი (ესპ. Florentino Pérez Rodríguez; დ. 8 მარტი, 1947) — ესპანელი ბიზნესმენი, განათლებით ინჟინერ-მშენებელი, ყოფილი პოლიტიკოსი და ამჟამად საფეხბურთო და საკალათბურთო კლუბ მადრიდის რეალის პრეზიდენტი.

ფლორენტინო პერეს
როდრიგესი

დაიბადა1947 წლის, 8 მარტს
მადრიდში, ესპანეთი
ცხოვრობსმადრიდში, ესპანეთი
ეროვნებაესპანელი
განათლებამადრიდის ტექნიკური უნივერსიტეტი
ინჟინერ-მშენებელი
საქმიანობა ბიზნესმენი, სკ მადრიდის რეალის პრეზიდენტი
მშობლიური ქალაქიმადრიდი
ტიტული კლუბის პრეზიდენტი
სუფთა ღირებ. $1.9 მილიარდი
მეუღლე მარია ანხელეს „პიტინა“ სანდოვალი
შვილები ფლორენტინო პერეს სანდოვალი
ედუარდო პერეს სანდოვალი
მარია ანხელეს პერსეს სანდოვალი

ბიოგრაფია

ფლორენტინო პერეს როდრიგესი დაიბადა 1947 წლის 8 მარტს ქალაქ მადრიდში. უმაღლესი განათლება მადრიდის ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო სპეციალობით გზების, არხების და პორტების ინჟინერი. მალევე იმავე უნივერსიტეტში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 25 წლისამ მეგობართან ერთად გახსნა გამომცემლობა სადაც იბეჭდებოდა «დასვენების ცნობარი» (ესპ. Guía del ocio). ამის შემდეგ მას არაერთი მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა, რომელთა შორის შეიძლება აღინიშნოს: ესპანეთის გზების ასოციაციის დირექტორობა(1973-1976), მადრიდის მერიის გარემოს დაცვაზე მომუშავე კომისიის თავმჯდომარეობა (1976-1979). 1993 წელს გახდა სამშენებლო კომპანია ОСР-ის პრეზიდენტი.

სამეფო კლუბი

პირველი ვადა

1995 წელს მან თავისი კანდიდატურა მადრიდის რეალის პრეზიდენტობაზე წამოაყენა, მაგრამ 17 თებერვლის არჩევნებზე 698 ხმის სხვაობით დამარცხდა კლუბის იმჟამინდელ პრეზიდენტ რამონ მენდოსასთან. 2000 წლის 17 ივლისს ახდა პერესის დიდიხნის ოცნება და ის გახდა რეალის თავკაცი. მან 3167 ხმის უპირატესობით დაამარცხა თავისი მეტოქე ლორენს სანსომი. კლუბის პრეზიდენტობის დროს მან არა ერთ სკანდალში გაერია. განსაკუთრებული აჟიოტაჟი და მითქმა-მოთმა გამოიწვია პერესის მიერ ძვირადღირებული სპორტსმენების შეძენამ, მიუხედავად ამისა 2004 წელს მან განმეორებით გაიმარჯვა „სამეფო კლუბის“ არჩევნებში.

სკანდალები და გადადგომა

2006 წელს ესპანეთში განხილვის მთავარ საგნად იქცა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის პოსტიდან გადადგომა. ექვსი წლის მანძილზე პერესი უზარმაზარ ფინასურ რესურსებს ხარჯავდა მსოფლიო დონის ვარსკვლავების შესაძენად და ასეთი მეთოდით მას სურდა რეალის მსოფლიო გუნდად ჩამოყალიბება. საბოლოოდ ზედიზედ სამ სეზონში გუნდის წარუმატებლობის გამო და განსაკუთრებით 2006 წელს ორი მტკივნეული მარცხის გამო (ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში საკუთარ მოედანზე რეალი - არსენალი 1-0 და ესპანეთის ჩემპიონატი რეალი - მალიორკა 1-2) „გალაქტიკოსის“ შემქმნელი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. გადადგომის მიზეზად მმართველი საბჭოს შეხვედრაზე პერესმა ექიმების რეკომენდაცია დაასახელა.

გუნდი საჭიროებს სასწრაფო რეფორმებს და ეს რეფორმები უპირველეს ყოვლისა ჩემგან უნდა დაიწყოს. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ შესანიშნავი კოლექტივი, მაგრამ რაღაც მომენტში მან გუნდურობის სული დაკარგა. შეიძლება სწორედ მე ვარ დამნაშავე ამაში, შეიძლება მე შევაჩვიე მოთამაშეებს არასწორ რაღაცებს. დაე მე გავხდე ის საცობი რომლის ამოვარდნის შემდეგ ბოთლი წნევისგან განთავისუფლდება. მოკლედ მე მივდივარ[1]

მეორე ვადა

2009 წლის 1 ივნისს ფლორენტინო პერესი უალტერნატივოდ (ყველა კონკურენტმა მოხსნა თავისი კანდიდატურა) ისევ გახდა „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტი. მან თავის პოლიტიკას მე-2 ვადაშიც არ უღალატა და პრეზიდენტად განმეორებით დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში ორი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა — შეიძინა კაკა და კრიშტიანუ რონალდუ.

„რეალ მადრიდის“ ტიტულები მისი პრეზიდენტობის პერიოდში

პერესის განხორციელებული ტრანსფერები

ხარისხიმოთამაშეკლუბი შეძენამდეტრანსფერის საფასური
(GBP მილიონი)
ტრანსფერის საფასური
(EUR მილიონი)
ტრანსფერის საფასური
(GEL მილიონი)
წელი
1. კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერ იუნაიტედი80.094.0137.62009
2. კაკა მილანი56.865.8137.62009
3. ზინედინ ზიდანი იუვენტუსი46.076.0163.42001
4. ლუიშ ფიგუ ბარსელონა37.058.5125.82000
5. რონალდო ინტერი28.543.092.42002
6. დეივიდ ბეკჰემი მანჩესტერ იუნაიტედი24.535.175.52003
7. ქარიმ ბენზემა ლიონი30.035.075.22009
8. ჩაბი ალონსო ლივერპული30.035.476.12009
9. სერხიო რამოსი სევილია18.627.058.12005
10. ანხელ დი მარია ბენფიკა20.525.053.82010
11. ვალტერ სამუელი რომა16.825.053.82004
12. რობინიო სანტოსი16.524.051.62005
13. ხულიო ბაფტისტა სევილია13.820.043.02005
14. ჯონათან ვუდგეითი ნიუკასლ იუნაიტედი13.419.842.62004
15. რაულ ალბიოლი ვალენსია12.815.032.32009
16. მესუტ ოზილი ბრემენის ვერდერი12.315.032.32010
17. სამი კედირა შტუტგარტი11.414.030.12010
18. კლაუდ მაკელელე სელტა9.114.030.12000
19. მაიკლ ოუენი ლივერპული8.011.925.62004
20. პედრო ლეონი ხეტაფე8.010.021.52010
21. რიკარდო კარვალიო ჩელსი6.58.017.22010
22. ანტონიო კასანო რომა3.85.511.82006
23. სერხიო კანალესი რესინგ სანტანდერი(საფეხბურთო კლუბი)3.84.59.72010
24. ესტებან გრანერო ხეტაფე3.44.08.62009
25. ალვარო არბელოა ლივერპული3.04.08.62009
26. პაბლო გარსია ოსასუნა2.74.08.62005
27. ტომას გრავესენი ევერტონი2.53.67.72005

სქოლიო


🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი