სევილია (საფეხბურთო კლუბი)

„სევილია“ (ესპ. Sevilla Fútbol Club S.A.D) — ესპანური საფეხბურთო კლუბი ამავე სახელწოდების ქალაქიდან. დაარსდა 1905 წლის 14 ოქტომბერს. ამგვარად უძველესი კლუბია სევილიაში და მეორე ანდალუსიაში.

სევილია
სრული სახელი Sevilla Fútbol Club
მეტსახელი სევილიელები (ესპ. Sevillistas)
წითელ-თეთრები (ესპ. Los Rojiblancos)
ნერვიონელები (ესპ. Los Nervionenses)
დაარსდა 14 ოქტომბერი, 1905; 118 წლის წინ (1905-10-14)
სტადიონი რამონ სანჩეს პისხუანი,
სევილია, ანდალუსია, ესპანეთი
(ტევადობა: 45.500 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ხოსე კასტრო კარმონა [1]
მწვრთნელი ესპანეთის დროშა იულენ ლოპეტეგი [2]
კაპიტანი ესპანეთის დროშა ხესუს ნავასი
ლიგა პრიმერა დივიზიონი
2019–20 მე-4 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

„სევილია“ ყველაზე წარმატებულია კლუბია ანდალუსიაში. ესპანეთის ჩემპიონი, ესპანეთის თასის ხუთგზის, ესპანეთის სუპერთასის, უეფა-ს ევროპა ლიგის თასის ექვსგზის და უეფა-ს სუპერთასის მფლობელი. „სევილიის“ ადგილობრივი მეტოქე არის „რეალ ბეტისი“. მათ დაპირისპირებას სევილიური დერბი ეწოდება.

„სევილია“ საშინაო მატჩებს „რამონ სანჩეს პისხუანის“ სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც იტევს 45 500 მაყურებელს.

ისტორია

IFFHS-ის მიერ „სევილიასთვის“ მინიჭებული მსოფლიოს საუკეთესო კლუბის პრიზი. 2006

საფეხბურთო კლუბი „სევილია“ დაარსდა 1905 წელს, ანდალუსიის გუბერნატორის ხელშეწყობით, კლუბის პრეზიდენტი გახდა ხოსე ლუის გალიეგოსი. კლუბმა პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა 1908 წელს, ეს იყო შეხვედრა კიდევ ერთ ანდალუსიურ კლუბთან, „რეკრეატივოსთან“. 1909 წელს მოხდა კონფლიქტი კლუბის ხელმძღვანელობაში, რის გამოც სევილიის კლუბს გამოეყო საფეხბურთო კლუბი „ბეტისი“ და ეს გუნდი გახდა „სევილიის“ მთავარი მოწინააღმდეგე. სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად „სევილიის“ გულშემატკივარი არის ქალაქის მოსახლეობის 40%.

1916/17 წლის სეზონიდან კლუბი რეგულარულად იგებდა ანდალუსიის თასს. 1929 წელს „სევილია“ გახდა სეგუნდა დივიზიონის გამარჯვებული, მაგრამ პლეი-ოფში ვერ შეძლო „რასინგ სანტანდერის“ დამარცხება და დარჩა სეგუნდაში. მეორე მცდელობა პრიმერა დივიზიონში მოხვედრისთვის იყო 1930-31 წლების სეზონში, თუმცა კლუბს ცოტა დააკლდა და მხოლოდ მე-2 ადგილზე გავიდა სეგუნდაში. 1931/32 წლის სეზონში „ბეტისმა“ შეძლო და მოიპოვა უფლება პრიმერაში თამაშის. 2 წლის შემდეგ კი „სევილიაც“ გადავიდა უმაღლეს დივიზიონში. 1935 წელს კი ორივე სევილიური კლუბი გახდა ორი მთავარი ესპანური პრიზის გამარჯვებული - „რეალ ბეტისი“ პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი, „სევილია“ კი დაეუფლა ესპანეთის თასს.

სამოქალაქო ომის დროს ჩემპიონატი არ იმართებოდა და გაგრძელდა 1939 წელს, „სევილია“ შევიდა ესპანური ფეხბურთის ლიდერ კლუბთა სიაში, მეორედ მოიგო ქვეყნის თასი, 1939/40 წლის სეზონში კი დაიკავა მე-2 ადგილი, ეს შედეგი გაიმეორა კლუბმა 1942-43 წლებში. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კი კლუბი პირველად გახდა ესპანეთის ჩემპიონი. ეს იყო 1945/46 წლების სეზონი, ამის შემდეგ კლუბი აღარ გამხდარა ჩემპიონი. კლუბის ამ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღოდა „სევილიის“ მწვრთნელს რამონ ენსინასას. ამ მწვრთნელის ხელმძღვანელობით კლუბი კიდევ ერთხელ დაეუფლა ქვეყნის თასს, 1947/48 წლის სეზონში.

კიდევ ერთი მცდელობა ჩემპიონობისთვის იყო 1950-51 წლებში, მაშინ „სევილიას“ მადრიდის „ატლეტიკომ“ გაუსწრო 2 ქულით. 1958 წელს დაარსდა კლუბის სარეზერვო გუნდი სევილია ატლეტიკო. 1968 წელს გუნდი გავარდა სეგუნდაში. მომავალ წელს დაბრუნდა, თუმცა 1970 წელს ისევ გავარდა და პრიმერაშიაღზევება 1974-75 წლებში შეძლო. 1990 წლამდე კი დაიწყო პერიოდი, როდესაც კლუბი მხოლოდ დაბალ პოზიციებს იკავებდა. მე-20 საუკუნის ბოლო წლების რამდენიმე სეზონი სეგუნდა დივიზიონში გაატარა.

2000-01 წლების სეზონში „სევილიამ“ მოიგო ესპანეთის დონით მეორე ჩემპიონატი. 2003-04 წლებში გააღწია ესპანეთის თასის ნახევარფინალამდე, რაც საკმარისი იყო ევროთასების საგზურის მოსაპოვებლად.

ხუანდე რამოსის ხელმძღვანელობით, კლუბი ისტორიაში პირველად გახდა უეფას თასი-ს გამარჯვებული, „სევილიამ“ ფინალში ინგლისური „მიდლზბროს“ დამარცხება შეძლო, ანგარიშით 4:0. ასევე მოიგო უეფა-ს სუპერთასი, სადაც „ბარსელონა“ 3:0 დაამარცხა. 2006-07 წლების ესპანეთის თასის გათამაშებაში „სევილია“ გამარჯვებული გახდა და ამავდროულად მოიგო უეფა-ს თასი. „სევილიამ“ „ესპანიოლის“ დამარცხება შეძლო პენალტების სერიაში. იმავე წელს კლუბი პირველად დაეუფლა ესპანეთის სუპერთასს.

ამ ტრიუმფების შემდეგ კლუბი დატოვა ხუანდე რამოსმა, მისი ადგილი მანოლო ხიმენესმა დაიკავა, რომელმაც 2007-08 წლების სეზონში კლუბი გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში. აგვისტოში მოხდა ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი სამყარო, მოედანზე თამაშისას გონება დაკარგა და მალევე გარდაიცვალა 22 წლის ანტონიო პუერტა, რომელიც ითვლებოდა გუნდის უმთავრეს მოთამაშედ და განიხილებოდა ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატად.

ხიმენესი დაეხმარა კლუბს ჩემპიონატში მე-3 ადგილის დაკავებაში და თასის მოპოვებაში, ამის შემდეგ დაიწყო პერიოდი, რომელშიც ხშირად იცვლებოდნენ მწვრთნელები. ეს დასრულდა 2013 წელს, როდესაც კლუბში მოვიდა უნაი ემერი. 2012-13 წლების სეზონში კლუბმა მე09 ადგილი დაიკავა ჩემპიონატში, რაც ყველაზე ცუდი შედეგი იყო უკანასკნელი 10 წლის მანძილზე, თუმცა იმის წყალობით, რომ „მალაგას“ და „რაიო ვალეკანოს“ არ ჰქონდათ მოგვარებული ფინანსური პრობლემები, ისინი ვერ მოხვდნენ უეფას გათამაშებაში. „სევილიას“ მიეცა ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება.

ამ პერიოდში, ფინანსური კრიზისის გამო კლუბმა „მანჩესტერ სიტიში“ გაყიდა ორი ლიდერი, ალვარო ნეგრედო და ხესუს ნავასი. მათ სანაცვლოდ მოიყვანეს ახალგაზრდა ფეხბურთელები, კარლოს ბაკა და კევინ გამეირო. მათი დახმარებით, 2014 წლის 14 მაისს, 2014 წლის უეფა-ს ევროპა ლიგის ფინალში ემერიმ შეძლო პორტუგალიური „ბენფიკას“ დამარცხება, თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერიაში.[3] კლუბი გახდა ისტორიაში პირველი, რომელმაც 4-ჯერ მოიგო უეფას თასის / ევროპა ლიგის გათამაშება.[4]სეზონის დასრულების შემდეგ, „სევილიამ“ ივან რაკიტიჩი „ბარსელონაში“ გაყიდა €16 მილიონ გირვანქა სტერლინგად, ხოლო ბომბარდირი კარლოს ბაკა „მილანში“, €30 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ. მათ მაგივრად „სევილიაში“ მოვიდნენ გჟეგოჟ კრიხოვიაკი და ევერ ბანეგა.

2015 წლის 27 მაისს, „სევილიამ“ გაიმეორა შედეგი და ფინალში უკრაინული „დნიპროს“ დამარცხების (3-2) შემდეგ, მეორედ გახდა ევროპა ლიგის გამარჯვებული.[5] ამ შედეგით „სევილია“ გახდა პირველი კლუბი, რომელმაც 2-ჯერ შეძლო ამ ტურნირის ჩემპიონობა.

„სევილია“ მომავალ სეზონშიც ევროპა ლიგაზე ასპარეზობდა. ფინალი ბაზელში გაიმართა, ამ მატჩი ანდალუსიური კლუბის მეტოქე „ლივერპული“ იყო. პირველი ტაიმი ინგლისელთა სასარგებლოდ, 1-0 დასრულდა. საბოლოოდ გამარჯვებული „სევილია“ გამოვიდა, რომელმაც მე-2 ტაიმში 3 გოლის გატანა შეძლო, 1 გოლი კევინ გამეირომ გაიტანა, ხოლო ორი კლუბის კაპიტანმა კოკემ.[6] ამ გამარჯვებით „სევილიამ“ გააუმჯობესა საკუთარი რეკორდი, მესამედ მოიგო ევროპა ლიგა. ჯამში კლუბს ეს ჩემპიონატი მოგებული აქვს 5-ჯერ, ბოლო 10 წლის მანძილზე.

მიუხედავად ევროპა ლიგაზე წარმატებით გამოსვლისა, პრიმერა დივიზიონის 2015-16 წლების გათამაშებაში „სევილიამ“ დაიკავა მე-7 ადგილი. კარმონამ გადაწყვიტა გუნდის გაძლიერება, მწვრთნელად დაინიშნა არგენტინელი ხორხე სამპაოლი, ხოლო უნაი ემერი „პარი სენ-ჟერმენის“ მწვრთნელი გახდა.

მიმდინარე შემადგენლობა

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანამოთამაშე
1მეკარე  ესპანეთისერხიო რიკო
2მცველი  საფრანგეთიბენუა ტრემულინასი
3მცველი  ბრაზილიამარიანო
4ნახევარმცველი  არგენტინამატიას კრანევიტერი
5მცველი  საფრანგეთიკლემან ლანგე
6მცველი  პორტუგალიადანიელ კარისუ
7ნახევარმცველი  დანიამიხაელ კრონ-დელი
8ნახევარმცველი  ესპანეთივისენტე იბორა (კაპიტანი)
9თავდამსხმელი  არგენტინალუსიანო ვიეტო
10ნახევარმცველი  საფრანგეთისამირ ნასრი
11ნახევარმცველი  არგენტინაკარლოს ხოაკინ კორეა
12თავდამსხმელი  საფრანგეთივისამ ბენ იედერი
13მეკარე  პორტუგალიადავიდ სორია
პოზიცია ქვეყანამოთამაშე
14ნახევარმცველი  არგენტინავალტერ მონტოია
15ნახევარმცველი  საფრანგეთისტივენ ნ'ზონზი
16თავდამსხმელი  მონტენეგროსტევან იოვეტიჩი
17ნახევარმცველი  ესპანეთიპაბლო სარაბია
18მცველი  ესპანეთისერხიო ესკუდერო
19ნახევარმცველი  ბრაზილიაგანსო
20ნახევარმცველი  ესპანეთივიტოლო
21მცველი  არგენტინანიკოლას პარეხა
22ნახევარმცველი  იტალიაფრანკო ვასკესი
24მცველი  არგენტინაგაბრიელ მერკადო
30თავდამსხმელი  ესპანეთიკარლოს ფერნანდესი

მიღწევები

პრიმერა დივიზიონი[7]ესპანეთის თასიესპანეთის სუპერთასიუეფა-ს ევროპა ლიგაუეფა-ს სუპერთასიანდალუსიის თასი
ჩემპიონი (1):
1945/46
ჩემპიონი (5):
1935, 1939, 1948, 2007, 2010
ჩემპიონი (1):
2007
ჩემპიონი (7):
2006, 2007, 2014, 2015, 2016, 2020,[8] 2023
ჩემპიონი (1):
2006
ჩემპიონი (17):
1916/17, 1918/19, 1919/20, 1920/21, 1921/22, 1922/23, 1923/24, 1924/25, 1925/26, 1926/27, 1928/29, 1929/30, 1930/31, 1931/32, 1935/36, 1938/39, 1939/40
ვიცე-ჩემპიონი (4):
1939/40, 1942/43, 1950/51, 1956/57
ვიცე-ჩემპიონი (4):
1954/55, 1961/62, 2015/16, 2017/18
ვიცე-ჩემპიონი (3):
2010, 2016, 2018
ვიცე-ჩემპიონი (4):
2007, 2014, 2015, 2016
ვიცე-ჩემპიონი (3):
1915/16, 1917/1918, 1927/28

ამხანაგური ტურნირები

ამხანაგური ტურნირებითასის მფლობელიფინალისტი
ანტონიო პუერტას თასი[9]2008, 2009, 2011, 2012, 2013, 2014, 2017, 2019 (რეკორდი)2010, 2016
ქალაქ სევილიის თასი[10]1972, 1973, 1976, 1978, 1982, 1984, 1994 (რეკორდი)1975, 1977, 1980, 1981,
რამონ დე კარანსას თასი[11]1955, 1956, 1957, 2004, 2008, 2009, 20131958, 1981, 1994
კოლომბინოს თასი[12]1975, 1985, 1996, 20051967, 1991, 1997
ტერეზა ერერას თასი[13]1946, 1954, 1960, 2011
ქალაქ ლა-ლინეას თასი[14]2001, 20021970, 1989, 1993, 1998
ბალომბედიკა ლინენსეს თასი[15]2003
ქალაქ პუერტოლიანოს თასი[16]1984
ლა-სალის თასი[17]1975, 1997, 2010
მზიური სანაპიროს თასი[18]1964, 20041961, 1979
ოლივოს თასი[19]2000, 20132001, 2008
ვენდიმიას თასი[20]1956, 20051957
ქალაქ ვიგოს თასი[21]1995, 20031990
DirecTV-ის თასი[22]2013, 20132013
ქალაქ მარბელას თასი[23]1980, 1981
ქალაქ ესტელას თასი[24]1987, 1988
ევროამერიკული თასი[25]2013-I, 2013-V
ევროამერიკული სუპერთასი[26]20162015
ლოს კარმენესის თასი[27]20162019
კორპუს ორენსეს თასი[28]1960
ქალაქ მელილიას თასი[29]1987
ხუან აკუნიას თასი[30]1994
ალავას თასი[31]2003
შანხაის საერთაშორისო ტურნირი[32]2005
რუსეთის რკინიგზის თასი[33]2008
ბორტოლოტის თასი[34]2010
ხერესის თასი[35]2011
კოსტა ბრავას თასი[36]2012
ანტონიო კამაჩოს თასი[37]2012
ოპელის თასი[38]2019
ევა დუარტეს თასი[39]1948
ემა კუერვოს თასი[40]1956
Festa d'Elx-ის თასი[41]1963
მადრიდის თასი[42]1983
ტეიდეს თასი[43]1984
კონდე დე ფონტაოს თასი[44]1985
ქალაქ ალბასეტეს თასი[45]1994
ალკარიას თასი[46]1997
ალმენდრალეხოს თასი[47]1998
ლუის ოტეროს თასი[48]1998
ქალაქ ვალიადოლიდის თასი[49]2004
ქალაქ ლას-პალმასის თასი[50]2006
ჩიკაგოს თასი[51]2007
ემირატების თასი[52]2017

სხვა მიღწევები

  • ანდალუსიის მედალი (2005),[53] მიიღო ანდალუსიის რეგიონალური მთავრობისგან.
  • მსოფლიოს 2006 და 2007 წლების საუკეთესო გუნდი ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ვერსიით (IFFHS).
  • საუკეთესო გუნდი, ანდალუსიის სპორტულ ჟურნალისტა ასოციაციის ვერსიით. (2006).
  • 2006 წლის საუკეთესო გუნდი, ესპანეთის სპორტული პრესის ასოციაციის ვერსიით.[54]
  • 2007 წლის იანვარში, „სევილიამ“ სევილიის პრესის ასოციაციის მიერ მიიღო მე-15 საკომუნიკაციო ჯილდო.[55]
  • სპორტის დამსახურებული სამეფო ორდენი, მიიღო სპორტის უზენაესი საბჭოს მიერ.[56]
  • ოქროს მედალი კომერციის პალატისგან, საუკეთესო ეკონომიკურ-ადმინისტრაციული მართვისთვის.

Gallery

ინდივიდუალური

  • პიჩიჩი (1):
ხუან არსა (პრიმერა დივიზიონი, 1955)
  • სარას პრიზი (2):
ალვარო ნეგრედო (პრიმერა დივიზიონი, 2011, 2013}

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი