შუშა (ქალაქი)

ქალაქი აზერბაიჯანში

შუშა (აზერ. Şuşa, სომხ. Շուշի შუში) — ქალაქი აზერბაიჯანში, მთიან ყარაბაღში. აზერბაიჯანის კულტურული დედაქალაქი[1] და ამავე სახელწოდების რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ყარაბაღის მთებში, ზღვის დონიდან 1,400-1,800 მეტრზე, ხანქენდიდან სამხრეთით 11 კილომეტრის დაშორებით. საბჭოთა დროს იყო სამთო კურორტი.

ქალაქი
შუშა
Şuşa
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რეგიონი ზემო ყარაბაღი
კოორდინატები 39°45′30″ ჩ. გ. 46°44′54″ ა. გ. / 39.75833° ჩ. გ. 46.74833° ა. გ. / 39.75833; 46.74833
მერი ბაირამ სეფეროვი
დაარსდა 1752
ფართობი 5.5 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1420 მეტრი
ოფიციალური ენა აზერბაიჯანული ენა
მოსახლეობა 4446 კაცი (2015)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი (+374)
საფოსტო ინდექსი AZ 5800
საავტომობილო კოდი 58
ოფიციალური საიტი http://www.shusha-ih.gov.az
შუშა (ქალაქი) — აზერბაიჯანი
შუშა (ქალაქი)

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, ქალაქი წარმოადგენს აზერბაიჯანის შუშის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრს. 2020 წლამდე ქალაქს აკონტროლებდა ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, რომლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით, იყო შუშის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

2021 წლის 7 მაისს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა.[2][3]

ეტიმოლოგია

აზერბაიჯანული ვერსია

აზერბაიჯანული ვერსიის თანახმად, ქალაქის სახელწოდება „შუშა“, ჯერ კიდევ ძვ. წ. II საუკუნეში რომაელი ისტორიკოსის პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსის წყაროებშია აღწერილი, სადაც იგი აღწერს კავკასიელ ხალხებს და იქ ახსენებს დონდარელი თურქების ქალაქ „შოშუს“. ხალხური გადმოცემის თანახმად, ამ ადგილს ჰაერის გამო ეწოდა „შუშა“ (მინა), რომელიც ბროლისავით სუფთა და სამკურნალო იყო.[4]

სხვა ვერსიები

რამდენიმე ისტორიკოსი თვლის, რომ სახელწოდება „შუშა“ მომდინარეობს ახალი სპარსული ენიდან — „შიშა“-დან (მინა, ჭურჭელი, ბოთლი, კოლბა).[5][6] „ოქსფორდის მსოფლიო ტოპონიმების მოკლე ლექსიკონის“ თანახმად, როდესაც ირანის მმართველი აღა-მაჰმად-ხანი მიუახლოვდა ქალაქს თავისი ჯარით, მან, გადმოცემის თანახმად იბრაჰიმ-ხალილ-ხანს უთხრა:[5]

„ქვები, როგორც სეტყვა ეცემა შენს თავზე. და მისგან შუშა (რედ.: მინა) ვერ დაგიცავს.“

ქალაქის წინა სახელი „ფანაჰაბადი“ („ფანაჰის ქალაქი“) იყო, რომელიც ყარაბაღის სახანოს პირველი მმართველის, ფანაჰ-ალი-ხანის სახელს ატარებდა.[5]

ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის თანახმად, რომელიც გამოქვეყნდა რუსეთის იმპერიის არსებობის ბოლო ათწლეულებში, ქალაქის სახელწოდება მომდინარეობს ახლომდებარე სოფლიდან — შუშიქენდი[7] ან შუშაქენდიდან (სომხურად შოშ), რაც სიტყვასიტყვით აზერბაიჯანულად ნიშნავს „სოფელი შუშა“-ს.[8] ამის საპირისპიროდ, სომეხი ისტორიკოსი არაქელ ბაბახანიანი (1860–1932) მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ სოფელმა შოშმა თავისი სახელი ციხესიმაგრისგან მიიღო, რომელიც მას უძველეს დასახლებად თვლიდა.[9]

სომხური წყაროების თანახმად, „შუშა“ შეიძლება მომდინარეობდეს დიალექტური სომხური სიტყვიდან „შოშ/შუშ“ (სომხ. շոշ/շուշ), რაც ნიშნავს ხის ყლორტს ან გადატანითი მნიშვნელობით მაღალ ადგილს, რომელიც პირველად გამოიყენებოდა მიმდებარე სოფელ შოშზე ან შუშაზე.[10]

დემოგრაფია

2015 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 4446 ადამიანი.

წელიმოსახლეობა
185115 194
188626 806
189725 881
190425 656
191643 869
19265 104
19395 424
19596 117
19708 693
197910 784
198915 039
20053 105
20093 900
20154 446

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი