ჩრდილოეთ აფრიკის კამპანია

ჩრდილოეთ აფრიკის კამპანია
თარიღი 10 ივნისი 1940—1943 13 მაისი
მდებარეობა ლიბია, ეგვიპტე, ალჟირი, მაროკო, ტუნისი
შედეგი მოკავშირეთა გამარჯვება
მხარეები
მოკავშირეებიიტალიის დროშა იტალია[5]
მეთაურები
  • იტალიის დროშა უგო კავალერო
  • იტალიის დროშა იტალო ბალბო
  • იტალიის დროშა როდოლფო გრაზიანი
  • იტალიის დროშა იტალო გარიბოლდი
  • იტალიის დროშა ეტორე ბასტიკო
  • იტალიის დროშა ჯოვანი მესსე
  • ნაცისტური გერმანიის დროშა ერვინ რომელი
  • ნაცისტური გერმანიის დროშა ჰანს ფონ არნიმი
ჩრდილოეთ აფრიკის კამპანია ვიკისაწყობში


ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიამეორე მსოფლიო ომის კამპანია ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარეობდა 1940 წლის 10 ივნისიდან 1943 წლის 13 მაისამდე. ბრძოლები მიმდინარეობდა ლიბიისა და ეგვიპტის უდაბნოებში (დასავლეთ უდაბნოს კამაპანია ასევე ცნობილი როგორც უდაბნოს ომი), ასევე მაროკოში, ალჟირში (ოპერაცია ტორჩი), და ტუნისში.

ბრძოლები მიმდინარეობდა მოკავშირეებსა და ღერძის ქვეყნებს შორის.[6] მოკავშირეთა ძალას წარმოადგენდა ბრიტანეთის თანამეგობრობა და გერმანიის მიერ ოკუპირებული ევროპიდან დევნილი ხალხი. ამერიკის შეერთებული შტატები ომს შეურთდა 1941 წლის დეკემბერს და პირდაპირი სამხედრო დახმარება დაიწყო 1942 წლის 11 მაისს.

ჩრდილოეთ აფრიკაში ბრძოლა იტალიელებმა დაიწყეს 1940 წლის 10 ივნისს. 14 ივნისს, ბრიტანელებმა ლიბიის საზღვარი გადალახეს და დაიკავეს იტალიელთა პორტი „კაპუცო“. ამას მოჰყვა იტალიელთა კონტრშეტევა რის შედეგადაც მათ ქალაქი სიდი-ბარანი აიღეს თუმცა, ბრიტანელებმა ქალაქი უკან დაიბრუნეს დეკემბერში ბრიტანეთის თანამეგობრობის კონტრშეტევის (ოპერაცია კომპასი) შემდეგ. ოპერაცია კომპასის დროს, იტალიელთა მე-10 არმია განადგურადა და გერმანიის აფრიკის კორპუსი— ერვინ რომელის მეთაურობით, მოგვიანებით ცნობილი როგორც „უდაბნოს მელა“—გაგზავნილი იყო ჩრდილოეთ აფრიკაში 1941 წლის თებერვალში, ოპერაცია მზესუმზირა ამოქმედდა იტალიური ძალების დასახმარებლად, რათა თავი აერიდებინათ ღერძის სრული მარცხისთვის.

ლიბიისა და ეგვიპტის რეგიონების კონტროლისთვის ბრძოლებს მერყევი სერია მოჰყვა, რამაც 1942 წლის ოქტომბერში ელ-ალამეინის მეორე ბრძოლაში მიაღწია კულმინაციას, როდესაც ბრიტანეთის თანამეგობრობის ძალებმა გენერალ-ლეიტენანტი ბერნარ მონტგომერის მეთაურობით გადამწყვეტი დამარცხება მიაყენეს ერვინ რომელის აფრიკულ კორპუსს. 1942 წლის ნოემბერში ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში ანგლო-ამერიკული დესანტის (ოპერაცია ტორჩის) და ვიშის საფრანგეთის ძალებთან შემდგომი ბრძოლების შემდეგ, მოკავშირეებმა ტუნისში ალყაში მოაქციეს ასობით ათასი მტრის ჯარისკაცი და აიძულეს დანებება 1943 წლის მაისს.

ბრიტანული ულტრა კოდის დამრღვევი დაზვერვის საშუალებით მოპოვებული ინფორმაცია გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩრდილოეთ აფრიკაში მოკავშირეთა წარმატებისთვის. მოკავშირეთა ამ წარმატებას მოჰყვა იტალიის კამპანია, რამაც გამოიწვია იტალიაში ფაშისტური მთავრობის დამხობა და გერმანიისთვის მთავარი მოკავშირის დაკარგვა.

ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიას ხშირად ეწოდებოდა „ომი სიძულვილის გარეშე“, წმინდა სამხედრო შეტაკება უდაბნოში პარტიზანული შეტაკებებისა და ეთნიკური წმენდის გარეშე რომელიც ხდებოდა ევროპაში. ამ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებენ ბოლოდროინდელი ისტორიკოსები, იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში მართლაც ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობდა და კამპანია გამოირჩეოდა მრავალი სისასტიკითა და შეურაცხყოფით როგორც გერმანული, ისე იტალიელი ძალების მიერ სამხედრო ტყვეების და ადგილობრივი ებრაელი ბერების მიმართ.[7]

დასავლეთ უდაბნოს კამპანია

1940 წლის 10 მაისს ვერმახტმა დაიწყო შეტევა საფრანგეთზე (საფრანგეთის კამპანია). 1 თვის შემდეგ აშკარა გახდა რომ საფრანგეთი უნდა დანებებულიყო, 1940 წლის 22 ივნისს დაიდო კომპიენის ზავი.

10 ივნისს იტალიამ როგორც გერმანიის მოკავშირემ ომი გამოუცხადა საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთს. ბრიტანულ ძალებს ეგვიპტეში ნაბრძანები ჰქონდათ რომ დაეკავებინათ თავდაცვითი პოზიცია და თავი აერიდებინათ პროვოკაციისთვის მაქსიმალურად. თუმცა 11 ივნისს დაიწყო რეიდების სერია ლიბიის ტერიტორიაზე იტალიელთა მხარეს. საფრანგეთის დამარცხების შემდეგ, იტალიური ძალები ტრიპოლიტანში - ტუნისში დაფუძნებული ფრანგული ჯარების წინაშე - გადანაწილდნენ კირენაიკაში, რათა გაეძლიერებინათ იტალიური მეათე არმია. ამან, ბრიტანული ძალების სტაბილურად დამამცირებელ აღჭურვილობასთან ერთად, აიძულა გენერალ არჩიბალდ ვეველს დაესრულებინა დარბევა და დაეცვა ეგვიპტის საზღვრები მცირე სკრინინგის ძალებით.

იტალიელმა დიქტატორმა ბენიტო მუსლინმა იტალიის მე-10 არმიას უბრძანა შეტევა ეგვიპტეზე 8 აგვისტოს. ორი დღის შემდეგ, არანაირი შეტევა არ განხორციელებულა, მუსოლინიმ უბრძანა მარშალ გრაზიანის, რომ იმ მომენტში, როდესაც გერმანიის ძალები დაიწყებდნენ ოპერაცია ზღვის ლომს, ამ დროს უნდა გადასულიყვნენ შეეტევაზე. 8 სექტემბერს, იტალიელთა ძალებს უბრძანეს რომ უნდა წამოეწყოთ შეტევა ეგვიპტეზე მიუხედავად იმისა რომ, მათ ჰქონდათ ტრანსპორტის პრობლემა და ცუდადაც იყვნენ შეიარაღებულები. საბრძოლო გეგმის მიხედვით სანაპირო ზოლზე უნდა მიეტანათ იერიში და შეზღუდული ჯავშანტექნიკა იმოქმედებდა უდაბნოს ფლანგზე.

იტალიის წინსვლის შესაჩერებლად, ვეველმა თავის სკრინინგის ძალებს უბრძანა შეევიწროებინათ იტალიელები, დაბრუნდნენ მერსა მატრუჰისკენ, სადაც იყო გამაგრებული ბრიტანული ქვეითი არმია. უდაბნოს ფლანგის პოზიციები დაიკავა ბრიტანეთის მეშვიდე ჯავშანტექნიკის დივიზიონმა და შეუტიეს იტალიელთა ძალებს.

16 სექტემბრისთვის იტალიელთა ძალებმა მიაღწიეს მაკტილას, მერსა მატრუჰის დასავლეთით დაახლოებით 130 კილომეტრში, სადაც შეექმნათ მომარაგების პრობლემები. მიუხედავად იმისა, რომ მუსოლინი მათ მოუწოდებდა გაეგრძელებინათ შეტევა, გრაზიანმა უბრძანა თავის კაცებს გაეთხარათ სანგრები სიდი ბარანის გარშემო და გამაგრებული ბანაკი შექმნა რიგებში; სარეზერვო ჯარი განალაგა ძირითადი ძალების უკან. ბრიტანელებმა დაგეგმეს 5 დღიანი შეტევა (ოპერაცია კომპასი), რომლის მთავარი მიზანი იყო იტალიელთა ბანაკებზე შეტევა. ბრიტანელთა თანამეგობრობის ძალები შეადგენდა 36 000 კაცს, 9 დეკემბერს შეუტიეს იტალიის 10 დივიზიისგან შემდგარი არმიის წინამორბედ ელემენტებს. წარმატებული შეტევების შემდეგ იტალიელებმა უკან დაიხიეს. იანვარში დაიკავეს პატარა პორტი ბარდია, მალევე დაიკავეს ტობრუკის გამაგრებული პორტი.

დაახლოებით 40 000 იტალიელი დაატყვევეს ორ პორტში და მის გარშემო ტერიტორიაზე, ხოლო მეათე არმიის დარჩენილი ნაწილი უკან იხევდა სანაპირო გზის გასწვრივ ელ აგეილაში. რიჩარდ ო'კონორმა მე-7 ჯავშანტექნიკის დივიზიონო გაგზავნა უდაბნოში მცირე სადაზვერვო ჯგუფით. ბედა ფომს 90 წუთით ადრე მიაღწია სანამ იტალიელები მათ უკან დასახევ გზას ჩაკეტავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სასოწარკვეთილად ცდილობდნენ ბრიტანული ძალების დაძლევას ბედა ფომის ბრძოლაში, იტალიელებმა ვერ შეძლეს ხაზის გარღვევა, არმიის ნარჩენები დანებდნენ. 10 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მოკავშირეთა ძალებმა გაანადგურეს იტალიის მეათე არმია და მიაღწიეს ელ აგეილას, აიყვანეს 130,000 სამხედრო ტყვე ამ პროცესში.[8]

მუსოლინიმ დახმარება სთხოვა თავის მოკავშირე გერმანიას, როდესაც იტალიელმა გენერლებმა დიდი რაოდენობით დამხმარე ძალები გააგზავნეს ჩრდილოეთ აფრიკაში კოლონიების დასაცავად. ეს გაფარათოებული ძალები მოიცავდა არიეტის ჯავშანტექნიკის დივიზიას ეტორე ბალდასარის მეთაურობით. ამასობაში გერმანელებმა ნაჩქარევად შეკრიბეს მოტორიზებული ძალები, რომელთა ძირითადი ელემენტები ტრიპოლში თებერვალის თვეში ჩავიდნენ. ეს იყო შედარებით მცირე საექსპედიციო ძალა, რომელსაც ადოლფ ჰიტლერმა აფრიკის კორპუსი უწოდა, ერვინ რომმელის მეთაურობის ქვეშ მოექცა. მისი ბრძანება იყო იტალიელების გაძლიერება და მოკავშირეთა შეჩერება. თუმცა, მხოლოდ ერთი პანცერის დივიზიის თავდაპირველი ვალდებულება და შემდგომში არაუმეტეს ორი პანცერისა და ერთი მოტორიზებული დივიზიის არსებობა, მიუთითებდა გერმანიის ჩართულობისა და ერთგულების შეზღუდულ ზომაზე ოპერაციების ამ თეატრში. ჯარის დიდ ნაწილს იტალიელები შეადგენდნენ ამიტომაც იტალიელებს ევალებოდათ ბრძოლა. მოკავშირეთა მოწინავე ძალა—სახელად XIII კორპუსი—თავდაცვით პოზიციებზე გადავიდა მანამ სანამ ვეტერანები საბერძნეთში იყვნენ განაწილებული. მეშვიდე ჯავშანტექნიკის დივიზიონი ნილოსის დელტებზე დადგა. ვეტერანები ჩაანაცვლეს ახალგაზრდა ჯარისკაცებით რომლებიც ცუდად იყვნენ აღჭურვილები.


მიუხედავად იმისა რომ რომელს უბრძანეს თავდაცვითი პოზიციის დაკავება ის გადავიდა შეტევაზე მარტში. მარტი-აპრილის თვეებში მოკავშირეთა ძალებს უკან დაახევინეს და დაიჭირეს წამყვანი ოფიცრები. ავსტრალიის მე-9 ქვეითი დივიზია დაბრუნდა ტობრუკის ციხესიმაგრეში და მოკავშირეთა დანარჩენმა ძალებმა კიდევ 160 კილომეტრი აღმოსავლეთით დაიხიეს ლიბია-ეგვიპტის საზღვრამდე. როდესაც ტობრუკი ალყაში მოექცა იტალიურ-გერმანული ძალების მიერ, მცირე საბრძოლო ჯგუფმა განაგრძო ზეწოლა აღმოსავლეთისკენ. დროებით დაიპყრო ფორტ კაპუცო და ბარდია, შემდეგ ეგვიპტეში გადავიდა და აპრილის ბოლოს აიღო სოლუმი ასევე ტაქტიკურად მნიშვნელოვანი ჰალფაიას უღელტეხილი. რომმელმა მოაწყო ეს პოზიციები, გააძლიერა საბრძოლო ჯგუფი და უბრძანა მათ თავდაცვა.[9]

მიუხედავად იმისა, რომ იზოლირებული იყვნენ ხმელეთზე, ტობრუკის გარნიზონი განაგრძობდა მარაგებისა და რეზერვისტების მიღებას, რომლებსაც ღამით სამეფო საზღვაო ფლოტი აწვდიდა. რომმელის ძალებს არ გააჩნდათ სათანადო ძალა და წვრთნა, რომ აეღოთ ციხე. ამან შექმნა მიწოდების პრობლემა მისი მოწინავე ერთეულებისთვის. მისი ფრონტის პოზიციები სოლუმში იყო გაფართოებული მიწოდების ჯაჭვის ბოლოს, რომელიც ტრიპოლისკენ იყო გადაჭიმული და ტობრუკის სანაპირო გზის გვერდს უვლიდა. გარდა ამისა, მას მუდმივად ემუქრებოდნენ ტობრუკში ბრიტანული ძალების გარღვევით. ტობრუკის გარეშე ღერძის ხელში, შემდგომი წინსვლა ეგვიპტეში არაპრაქტიკული იყო.[10]

მოკავშირეებმა წამოიწყეს მცირემასშტაბიანი კონტრშეტევა, თუმცა, მათ ვერ დაიკავეს წინა პოზიციები და უფრო ფართომაშტაბიანი შეტევა წამოიწყეს, სახელწოდებით ოპერაცია საბრძოლო ნაჯახი, რაც მიზნად ისახავდა ტობრუკის ალყის განმუხტვას, მაგრამ ეს ოპერაცია ასევე ჩაიშალა.

ოპერაცია საბრძოლოს ნაჯახი-ის წარუმატებლობის შემდეგ, არჩიბალდ ვეველი გაათავისუფლეს და შეცვალა კლოდ ოჩინლეკიმ. დასავლეთის უდაბნოს ძალები გაძლიერდა XXX კორპუსით. მერვე არმია შედგებოდა თანამეგობრობის ქვეყნების არმიის ძალებისგან, მათ შორის ბრიტანეთის, ავსტრალიის, ინდოეთის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკის და სუდანის თავდაცვითი ძალებისგან. კიდევ არსებობდა თავისუფალი ფრანგების ბრიგადა მარი-პიერ კოენიგის მეთაურობით.

ახალმა ფორმირებამ წამოიწყო ახალი შეტევა, ოპერაცია ჯვაროსანი, ნოემბერში. ბრძოლის შემდეგ, 70-ე დივიზიის გარნიზონმა ტობრუკში განმუხტა სიტუაცია და ღერძის ძალები იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. 1942 წლის იანვრისთვის ფრონტის ხაზი კვლავ ელ აგეილაში იყო.[11]

ტრიპოლიდან მარაგებისა და აღჭურვილობის მიღების შემდეგ, ღერძმა კვლავ შეუტია, დაამარცხა მოკავშირეები გაზალაში და დაიპყრო ტობრუკი. ღერძის ძალებმა მერვე არმია უკუაგდეს ეგვიპტის საზღვარზე, მაგრამ მათი წინსვლა შეჩერდა ივლისში ალექსანდრიიდან მხოლოდ 140 კილომეტრში ელ ალამეინის პირველ ბრძოლაში.

მოგვიანებით გენერალი ოჩინლეკი, შეცვალა გენერალმა ჰაროლდ ალექსანდრემ. გენერალ-ლეიტენანტი უილიამ გოტი მთელი მერვე არმიის მეთაურად დანიშნეს, მაგრამ ის გადაიცვალა, როდესაც მისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს ეგვიპტეში. იგი შეცვალა გენერალ-ლეიტენანტმა ბერნარდ მონტგომერიმ.

ივნისის ბოლოს, ღერძის ძალებს ჰქონდათ შეტევის მეორე მცდელობა რომ გაერღვიათ მოკავშირეთა თავდაცვა ელ ალამეინში ალამ ჰალფაში, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა. ფორმირებისა და წვრთნების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მერვე არმიამ წამოიწყო ძირითადი შეტევა, საბოლოოდ დაამარცხეს იტალია-გერმანიის არმია ელ ალამეინის მეორე ბრძოლაში, მათ შეტევა განაგრძეს ღერძის ძალებზე დასავლეთისკენ და აიღეს ტრიპოლი 1943 წლის იანვრის შუა რიცხვებში.

ოპერაცია ტორჩი

ოპერაცია ტორჩი დაიწყო 1942 წლის ნოემბერში, ეს იყო კომპრომისული ოპერაცია, რომელიც აკმაყოფილებდა ბრიტანეთის მიზანს ჩრდილოეთ აფრიკაში გამარჯვების უზრუნველსაყოფად, ხოლო ამერიკულ შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობას აძლევდა ჩართულიყვნენ ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეზღუდული მასშტაბით. გარდა ამისა, რადგან იოსებ სტალინი, საბჭოთა კავშირის ლიდერი, დიდი ხანი ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას ვერმახტის წინააღმდეგ, რათა წითელ არმიაზე ზეწოლა შემსუბუქებულიყო, ეს გარკვეულწილად შვებას მოჰგვრიდა წითელი არმიას აღმოსავლეთში. ფრონტი ღერძის ძალებს ჩრდილოეთ აფრიკის თეატრისკენ გადაამისამართებდა. გერმანული სატრანსპორტო თვითმფრინავები Ju-52 საჭირო იყო სტალინგრადის ბრძოლისას ალყაში მოქცეული ჯარისკაცების დასახმარებლად, თუმცა თვითმფრინავების ნახევარზე მეტი ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიისთვის იყო გამოყოფილი.

აშშ-ის მაღალი რანგის მეთაურები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ შემოთავაზებულ დესანტის გადასხმას ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. 1942 წლის 30 ივლისს ლონდონში დასავლეთის მოკავშირეთა გაერთიანებული შტაბის უფროსების (CCS) შეხვედრის შემდეგ, გენერალმა ჯორჯ მარშალმა და ადმირალმა ერნესტ კინგმა უარი განაცხადეს გეგმის დამტკიცებაზე. მარშალი და სხვა ამერიკელი გენერლები მხარს უჭერდნენ ჩრდილოეთ ევროპაში შეჭრას იმავე წლის ბოლოს, რაც ბრიტანელებმა უარყვეს. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა 1942 წელს ფრნაგულ ჩრდილოეთ აფრიკაში დაშვებისკენ მოუწოდა, მარშალმა მის ნაცვლად გეგმა შესთავაზა პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს, რომ შეერთებულ შტატებს უარი ეთქვა გერმანულ სტრატეგიაზე და შეტევა განეხორციელებინა წყნარ ოკეანეში. რუზველტი ამბობდა რომ ამით რუსეთს ვერ დაეხმარებოდნენ. მარშალმა ვერ შეძლო ბრიტანელების დარწმუნება, პრეზიდენტმა რუზველტმა გასცა პირდაპირი ბრძანება, რომ ოპერაცია ტორჩი უნდა ყოფილიყო უპირატესობა სხვა ოპერაციებზე და უნდა ჩატარებულიყო რაც შეიძლება ადრეულ თარიღზე, მხოლოდ ორი პირდაპირი ბრძანებიდან. რომელიც ომის დროს მისცა სამხედრო მეთაურებს.

დესანტის გადასხმა დაიწყო 8 ნოემბერს და დამთავრდა 16 ნოემბერს. გერმანიისა და იტალიის ძალების დაჭერის მცდელობისას, მოკავშირეთა ძალები (ამერიკული და ბრიტანეთის თანამეგობრობა) დაეშვნენ ვიშის მიერ დაპყრობილ ჩრდილოეთ აფრიკაში იმ ვარაუდით, რომ წინააღმდეგობა არ იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ვიშის ფრანგულმა ძალებმა ძლიერი და სისხლიანი წინააღმდეგობა გაუწიეს მოკავშირეებს ორანში და მაროკოში, მაგრამ არა ალჟირში, სადაც 8 ნოემბერს საფრანგეთის წინააღმდეგობის სახელმწიფო გადატრიალებამ მოახერხა ფრანგული XIX კორპუსის განეიტრალება დაშვებამდე და დაპატიმრება. შესაბამისად, დესანტი ალჟირში პრაქტიკულ წინააღმდეგობას არ შეხვედრია და ქალაქი პირველ დღეს აიღეს და აიყვანეს მთელი ვიშის აფრიკის სარდლობა. სამდღიანი მოლაპარაკებებისა და მუქარების შემდეგ, გენერლებმა მარკ კლარკმა და დუაიტ ეიზენჰაუერმა აიძულეს ვიშის ადმირალი ფრანსუა დარლანი და გენერალი ალფონს ჟუინი, გაეცათ ბრძანება რომ დანებებულიყო ორანსა და მაროკოში გამაგრებული ვიშის სამხედრო ძალები. ოპერაცია ტორჩის დროს ამერიკელები ებრძოდნენ ვიშის საფრანგეთისა და გერმანიის საზღვაო გემებს კასაბლანკას საზღვაო ბრძოლაში, რომელიც დასრულდა ამერიკის გამარჯვებით.


ტუნისის კამპანია

ოპერაცია ტორჩის შემდეგ - 1942 წლის ნოემბრის დასაწყისიდან - გერმანელებმა და იტალიელებმა დაიწყეს ჯარის შეკრება ტუნისში, რათა შეევსოთ ვაკუუმი, რომელიც დატოვეს ვიშის ჯარებმა.

ნოემბრის შუა პერიოდში მოკავშირეებს შეეძლოთ შეტევა თუმცა მხოლოდ 1 დივიზიონით. დეკემბრის დასაწყისში აღმოსავლეთის სამუშაო ჯგუფი— რომელიც გადაკეთდა ბრიტანეთის პირველ არმიად გენერალ-ლეიტენანტ კენეტ ანდერსონის მეთაურობით— შედგებოდა ბრიტანეთის 78-ე ქვეითი დივიზიის, ბრიტანეთის მე-6 ჯავშანტექნიკის, 1-ლი პარაშუტის ბრიგადის, No6 კომანდოს და აშშ-ის 1-ლი ჯავშანტექნიკის ელემენტებისაგან. მაგრამ ამ დროისთვის ერთი გერმანული და ხუთი იტალიური დივიზია ევროპიდან გაიგზავნა და მოკავშირეთა აეროდრომების დაშორება ფრონტის ხაზიდან აძლევდა ღერძს აშკარა საჰაერო უპირატესობას ბრძოლის ველზე. მოკავშირეები შეაჩერეს და უკან დახევა მოუწიათ აღმოსავლეთისკენ ტუნისიდან 30 კილომეტრის მანძილზე.

ზამთრის პერიოდს მოჰყვა ჩიხების პერიოდი, რომლის დროსაც ორივე მხარე განაგრძობდა ძალების გაფართოებას. ახალი წლისთვის ბრიტანეთის პირველ არმიას ჰყავდა ერთი ბრიტანული, ერთი ამერიკული და ერთი ფრანგული კორპუსი (ბრიტანული კორპუსის მეორე შტაბი აპრილში გააქტიურდა). თებერვლის მეორე ნახევარში, აღმოსავლეთ ტუნისში, რომელმა და ფონ არნიმმა მიაღწიეს გარკვეულ წარმატებებს ძირითადად გამოუცდელი საფრანგეთისა და აშშ-ს ჯარების წინააღმდეგ.

მარტის დასაწყისში, ბრიტანეთის VIII არმიამ მიაღწია ტუნისის საზღვარს. რომმელი და ფონ არნიმი აღმოჩნდნენ მოკავშირეთა ორ არმიას შორის. ისინი უმცირესობაში იყვნენ, ნაკლები კაცი და იარაღი ჰქონდათ. რომმელი დაბრუნდა გერმანიაში ჯანმრთელობის მიზეზების გამო და შეცვალა იტალიელმა გენერალმა მესემ.

ბრიტანულმა მერვე არმიამ გვერდი აუარა ღერძის დაცვას მარეთის ხაზზე მარტის ბოლოს სასტიკი ბრძოლების შემდეგ და პირველმა არმიამ ცენტრალურ ტუნისში დაიწყო თავისი მთავარი შეტევა აპრილის შუა რიცხვებში ღერძის ძალების შესუსტების მიზნით, სანამ მათი წინააღმდეგობა აფრიკაში არ ჩამოიშლებოდა. ღერძის ძალები 1943 წლის 13 მაისს ჩაბარდნენ და გამოიყვანეს 275000-ზე მეტი სამხედრო ტყვე. საბოლოო არმია რომელიც დანბდა ჩრდილოეთ აფრიკაში იყო გენერალ მესეს პირველი იტალიური არმია. გამოცდილი ჯარის ამ უზარმაზარმა დანაკარგმა მნიშვნელოვნად შეამცირა ღერძის ძალების სამხედრო შესაძლებლობები, თუმცა ღერძის ზოგიერთი შენაერთი გაიქცა ტუნისიდან. აფრიკაში ამ დამარცხებამ გამოიწვია აფრიკაში იტალიის კოლონიების ხელში ჩაგდება.

დაზვერვა

ღერძი

ღერძს ჰქონდა მნიშვნელოვანი წარმატებები დაზვერვის შეგროვებაში რადიოკავშირის მიმღები და მონიტორინგის განყოფილების რადიოტრაფიკის საშუალებით. ყველაზე დიდი წარმატება ეგვიპტეში აშშ-ის სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ბონერ ფელერსის ანგარიშების მიღმა იყო. მას გენერალმა ჯორჯ მარშალმა დაავალა აფრიკაში სამხედრო სიტუაციის შესახებ დეტალური მოხსენებების მიწოდება. ფელერსი გაესაუბრა ბრიტანეთის სამხედრო და სამოქალაქო შტაბის პერსონალს, წაიკითხა დოკუმენტები და ეწვია ბრძოლის ფრონტს. გერმანელებისთვის ცნობილი როგორც „die gute Quelle“ ან უფრო ხუმრობით, როგორც "პატარა ბიჭი", მან გადასცა თავისი მოხსენებები ვაშინგტონში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს "შავი კოდის" გამოყენებით. თუმცა, 1941 წლის სექტემბერში იტალიელებმა მოიპარეს კოდის წიგნი, რომელიც შეიცავდა შავ კოდს, გადაუღეს ფოტო და დაუბრუნეს რომში აშშ-ს საელჩოს. იტალიელებმა თავიანთი ჩარევის ნაწილები თავიანთ გერმანელ მოკავშირეებს გაუზიარეს. გარდა ამისა, "Chiffrierabteilung" (გერმანული სამხედრო შიფრის ფილიალი) მალევე შეძლეს კოდის გატეხვა. ფელერსის მოხსენებები იყო ძალიან დეტალური, რამაც დიდი უპირატესობა მისცა ღერძის ძალებს.

გარდა ამისა, იტალიურმა Servizio Informazioni Segrete-მ ან SIS-ის კოდის შიფრავებმა შეძლეს რადიოშიფრირებული სიგნალების (SIGINT) დიდი ნაწილის დაფიქსირება ბრიტანული თვითმფრინავების ტრაფიკიდან, ისევე როგორც პირველი კლასის შიფრების ბრიტანეთის გემებიდან და სახმელეთო ბაზებიდან, ამის საშუალებით Supermarina-ს (Regia Marina) დროულად აწვდიდნენ ინფორმაციას ხმელთაშუა ზღვის ბრძოლის დროს. მართლაც, იმდენად წარმატებული იყო იტალიის SIS ხმელთაშუა ზღვაში ღერძის საზღვაო დაზვერვის დიდი ნაწილის მართვაში, რომ „ბრიტანეთის მიერ SIGINT-ის შეტევითი გამოყენება დიდწილად უშედეგო იყო იტალიის თავდაცვითი SIGINT-ის დამსახურბით“.

აფრიკის კორპუსს ჰყავდა 621-ე სიგნალების ბატალიონის მობილური მონიტორინგის ელემენტის სადაზვერვო სამსახურები, რომელიც ჩავიდა ჩრდილოეთ აფრიკაში 1941 წლის აპრილის ბოლოს, რომელსაც მეთაურობდა ჰაუპტმან ალფრედ ზიბოჰმი. 621-ე სიგნალების ბატალიონი აკონტროლებდა რადიოკავშირებს ბრიტანულ ქვედანაყოფებს შორის. ბრიტანელებმა არა მხოლოდ ვერ შეცვალეს თავიანთი კოდები რაიმე სიხშირით, ისინი ასევე გამორჩეული იყვნენ ბრძოლაში ცუდი რადიო დისციპლინით. მათი ოფიცრები ხშირად არაკოდირებულად გადასცემდნენ თავიანთ ბრძანებებს, რაც გერმანელებს საშუალებას აძლევდა უფრო ადვილად დაედგინათ ბრიტანული დანაყოფების მდებარეობა. სიტუაცია შეიცვალა მას შემდეგ, რაც კონტრშეტევა განხორციელდა ღაზალას ბრძოლის დროს, რის შედეგადაც 621-ე სიგნალების ბატალიონი განადგურდა და მათი რამდენიმე დოკუმენტი ხელში ჩაიგდეს, რითაც ბრიტანეთის დაზვერვამ ისარგებლა. ბრიტანელებმა შეძლეს ზარის სიგნალის გაუმჯობესებული პროცედურის დანერგვა, რადიოტელეფონური კოდები დააწესეს. ხისტი უკაბელო დუმილი შემოიღეს რეზერვში, რეალური შეტყობინებების ამოღების საშუალებით. ასევე ბრძოლაში თავიანთი რადიო დისციპლინა ჩამოაყალიბეს და ყალბი სიგნალები შექმნეს მთელ სამხრეთ სექტორში.

მოკავშირეები

მოკავშირეთა კოდის გამტეხები კითხულობენ გერმანული შეტყობინებების ბევრად დაშიფრულ ტრაფიკს, განსაკუთრებით დაშიფრულს Enigma მანქანით. მოკავშირეების ულტრა პროგრამას თავდაპირველად შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა, რადგან ძალიან დიდი დრო სჭირდებოდა საველე მეთაურებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და ზოგჯერ აწვდიდა ინფორმაციას, რომელიც ნაკლებად გამოსადეგი იყო. გერმანელების შემდეგი ნაბიჯის გათვლის თვალსაზრისით, ულტრაზე დამოკიდებულება ხანდახან უკუშედეგს იღებდა. 1941 წლის მარტში გერმანიის თავდასხმების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ულტრას ჩარევებმა აცნობეს ვაველს, რომ OKW-მ აშკარად დაავალა რომმელს არ გადასულიყო შეტევაზე, არამედ მოეცადა სანამ მაისში მე-15 პანცერის დივიზია დაემატებოდა. რომმელმა მიიღო ეს ინფორმაცია, მაგრამ უფრო მეტად საკუთარი თავს დაეყრნო. სჯეროდა, რომ გერმანელებს არ ჰქონდათ განზრახული მნიშვნელოვანი ზომების მიღება, ბრიტანულმა სარდლობამ არ უპასუხა, სანამ ძალიან გვიანი არ იყო. გარდა ამისა რომმელმა ოპერაციის დეტალები არ შეატყობინა იტალიელთა დაზვერვას რადგან სჯეროდა რომ ისინი ზედმეტად იყვნენ დამოკიდებულები დაზვერვაზე. ამგვარად, 1942 წლის 21 იანვარს, როდესაც რომმელმა მეორე შეტევა ელ აგეილას მხრიდან წამოიწყო, კომანდო სუპრემო ისევე გაოცებული იყო ამის შესახებ, როგორც ბრიტანელები. ულტრა ჩაჭრამ ბრიტანელებს მიაწოდა ინფორმაცია, როგორიცაა ახალი გერმანელი მეთაურის სახელი, მისი ჩამოსვლის დრო და ღერძის ძალების რაოდენობა და მდგომარეობა, მაგრამ მათ სწორად ვერ გამოავლინეს რომმელის განზრახვები.

ჩრდილოეთ აფრიკაში Ultra-ს ძირითადი სარგებელი იყო ღერძის მიწოდების ხაზის გაწყვეტაში დახმარება. Ultra intercepts-მა მოკავშირეებს მისცა ღირებული ინფორმაცია ხმელთაშუა ზღვის მასშტაბით ღერძის მიწოდების დროებსა და მარშრუტების შესახებ. ამით ბრიტანელებმა შეძლეს მტრის მომარაგების გზის განადგურება.[12] იმ დროს, როდესაც მალტაზე მძიმე საჰაერო თავდასხმა მიმდინარეობდა, ამ ინფორმაციით მოქმედება რთული იყო, მაგრამ მოკავშირეთა საჰაერო და საზღვაო ძალების გაუმჯობესებით, ინფორმაცია მოკავშირეთა წარმატებისთვის მნიშვნელოვანი გახდა. სავარაუდოა, რომ ღერძის მიწოდების 40-60% განადგურდა გაშიფრული ინფორმაციის საშუალებით.[13]

სქოლიო

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი