დეკემბერი

წლის მეთორმეტე თვე იულიუსის და გრიგოლიანურ კალენდრებში

დეკემბერი (ლათ. December) — გრიგორიანული კალენდრის მეთორმეტე და უკანასკნელი თვე. დეკემბერში 31 დღეა.

<< დეკემბერი >>
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
2024

სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მეათე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად decem — ათი), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ქართული წარმართული კალენდრით — ტირისდენი, ქრისტიანობიდან მომდინარე ხალხური სახელწოდება — ქრისტეშობისთვე.

დეკემბერი არის ზამთრის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზაფხულისა — სამხრეთ ნახევარსფეროში. მზებუდობის ერთ-ერთი დღე დეკემბერზე მოდის.

დეკემბრის ზოდიაქოს ნიშნებია მშვილდოსანი და თხის რქა.

დეკემბერი ყოველთვის იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც სექტემბერი.

ტირისდენი

კორნელი კეკელიძე ტირისდენს 4 ნოემბერი — 3 დეკემბერით საზღვრავდა[1].

კ. კეკელიძის აზრით[2] უნდა იყოს „ტირისდინი“ და არა „ტირისდენი“. ტირისდენი იყოფა „ტირის“ და „დინი“ ნაწილებად. პირველი ნაწილი „ტირის“ არის სახელწოდება ძველი ირანული თვის „Tiris“, საიდანაც მომდინარეობს, როგორც ახალსპარსული მეოთხე თვის სახელი „ტირ“, ასევე კაპადოკიური „Tirix-Τήρι-Τειρει“ და სომხური „ՏՐԷ“ (აქაც მეოთხე თვეა). მეორე დაბოლოება „დინი“ არის ირანული დაბოლოება თვის სახელწოდებისა, მაგ: ფარვარ-დინ.

„თუესა ტირისდინსა ექუსსა, დღესა შაბათსა, ქორონიკონსა უკთ... ამათ ჟამთა ფრიად ისურვა წინამძღუარმან გერმანე[3].“

დეკემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი