ჩუვაშეთი

ჩუვაშეთი
Чӑваш Республики

ჩუვაშეთის დროშაჩუვაშეთის გერბი
Chuvash Republic
დედაქალაქიჩებოქსარი
ფართობი

- სულ
- წყალი %

74-ე

18 300 კმ²
1,5

მოსახლეობა

- სულ
- სიმჭიდროვე

41-ე

დაახ. 1 290 000 (2007)
დაახ. 70,5 კაცი/კმ²

ფედერალური ოლქივოლგისპირეთი
ეკონომიკური რაიონივოლგა-ვიატკა
სახელმწიფო ენაჩუვაშური, რუსული
პრეზიდენტინიკოლაი ფიოდოროვი
საავტომობილო კოდი21, 121
სასაათო ზონაMSK+1 (UTC+04:00)

ჩუვაშეთი (რუს. Чувашская Республика) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, არის საპრეზიდენტო, უნიტარული და დემოკრატიული რეპუბლიკა. აქვს თავისი კონსტიტუცია და კანონმდებლობა. სახელმწიფო ენებია ჩუვაშური და რუსული. დედაქალაქია ჩებოქსარი.

გეოგრაფია

მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპის მაღლობის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ვოლგის მარჯვენა სანაპიროზე. რესპუბლიკას დასავლეთიდან ესაზღვრება ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი, ჩრდილოეთიდან რესპუბლიკა მარეთი ელ, არმოსავლეთიდან თათრეთი, სამხრეთიდან მორდვეთი და ულიანოვსკის ოლქი.

ისტორია

ჩუვაშეთის ავტონომიური ოლქი დაარსდა 1920 წლის 24 ივნისს. 1925 წლის 21 თებერვალს ეწოდა ჩუვაშეთის ასსრ, ხოლო 1992 წლიდან - ჩუვაშეთის რესპუბლიკა.

ადმინისტრაციული დაყოფა

ჩუვაშეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის 21 რაიონი, 9 ქალაქი, 8 დაბა და დაახლოებით 1700 სოფელი. უდიდესი ქალაქებია: ჩებოქსარი (441,6 ათ. კაცი), ნოვოჩებოქსარსკი (126,3 ათ. კაცი), კანაში (47,3 ათ. კაცი).

მოსახლეობა

2002 წლის აღწერის მიხედვით ჩუვაშეთში ცხოვრობს 106 ეროვნების ადამიანი, მათი 3/4 ჩუვაშია, ხოლო 1/4 მეტი რუსი:

ეროვნებამოსახლეობა (2002, ათ.)
ჩუვაშები889,3 (67,69 %)
რუსები348,5 (26,53 %)
თათრები36,4 (2,77 %)
მორდველები16,0 (1,22 %)
უკრაინელები6,4 (0,49 %)
მარიელები3,5 (0,27 %)
ბელარუსები1,9
სომხები1,3

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი