ცინგიუენი

ცინგიუენი (ტრადიციული ჩინური:清遠, გამარტივებული ჩინური: 清远, ფინინი: Qīngyuǎn[2][3] [4]) — საოლქო დონის ქალაქი გუანდუნის პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში, ჩინეთი. ის მდებარეობს მდინარე პეის (ჩრდილოეთის მდინარე) ორივე ნაპირზე. 2020 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, საოლქო დონის ქალაქის ტერიტორიაზე სულ 3 969 473 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან 1 738 424 ქალაქის ურბანულ ნაწილში (მეტრო არეალი) არის დასახლებული. უბანიზებუნი ნაწილი მოიცავს ცინგჩენგისა და ცინგსინის რაიონებს.[5] ფართოდ გავრცელებული ენაა კანტონური დიალექტი. 19 015 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე ქალაქს ესაზღვრება: გუანჯოუ და ფოშანი სამხრეთიდან, შაოგუანი აღმოსავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, ჭაოცინგი სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან, ხუნანის პროვინცია და გუანსი-ჯუანის ავტონომიური რეგიონი ჩრდილოეთიდან.[6] ქალაქის ურბანული ნაწილი შემოსაზღვრულია მთებით და ის გუანჯოუსა და მარგალიტის მდინარის დელტას ჩინეთის ეროვნული ავტომაგისტრალის (N107) საშუალებით უკავშირდება.

საოლქო დონის ქალაქი
ცინგიუენი
清远市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია გუანდუნი
შიდა დაყოფა Qingcheng District, Fogang County, Yangshan County, Lianshan Zhuang and Yao Autonomous County, Liannan Yao Autonomous County, Qingxin District, Yingde და Lianzhou
კოორდინატები 23°40′55″ ჩ. გ. 113°03′22″ ა. გ. / 23.68194° ჩ. გ. 113.05611° ა. გ. / 23.68194; 113.05611
ფართობი 19,152.9 კმ²
ცენტრის სიმაღლე 14 მეტრი
მოსახლეობა 3,969,473 კაცი (2020[1])
სიმჭიდროვე 210 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 763
საფოსტო ინდექსი 511500
საავტომობილო კოდი 粤R
ოფიციალური საიტი gdqy.gov.cn
ცინგიუენი — ჩინეთი
ცინგიუენი

ისტორია

ცინგიუენი ჩრილოეთისა და სამხრეთის დინასტიების პერიოდში პრეფექტურას წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, ცინგუანის ადმინისტრაციული სტატუსი დაქვეითდა და მაზრა გახდა კაიხუანგის ერაში, სუის დინასტიის პერიოდში (ახალი წელთაღრიცხვით 590). ამის შემდეგ, 1911 წლამდე, ჩინეთის რესპუბლიკის დაარსებამდე, ცინგიუენი იმართებოდა გუანჯოუს პრეფექტური(廣州府) მიერ.

ცინის დინასტიის მმართველობის პერიოდში ტერიტორია ცნობილი იყო როგორც: ცინგიუენის მაზრა. მოგვიანებით დასახლებას საოლქო დონის ქალაქის სტატუსი დაუბრუნდა.

გეოგრაფია

ცინგიუენის ადმინისტრაციული არეალი მდებარეობს ჩრდილოეთ განედის 23° 26' 56"-დან 25° 11' 40"-მდე და აღმოსავლეთ გრძედის 111° 55' 17"-დან 113° 55' 34"-მდე.[6] მისი ურბანული არეალი ჩრდილოეთი ტროპიკის ჩრდილოეთით მდებაორებს, გუანჯოუს ურბანული ნაწილიდან დაახლოებით 60 კილომეტრის დაშორებით. ის 200 კილომეტრითაა დაშორებული ჰონგ-კონგიდან და მაკაოდან. ცინგიუენი პროვინციის მთლიანი ტერიტორიის 10.6%-ს (19 000 კვადრატული კილომეტრი) მოიცავს.[6] ცინგიუენი მოიცავს ნალინგის მთების ნაწილს.[6]

კლიმატი

ცინგიუენისათვის დამახასიათებელია მუსონების გავლენით წარმოქმნილი ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია: Cfa). საშუალო წლიური ტემპერატურა 20.7 °C-ია, საშუალო ნალექიაობის მაჩვენებელი კი 1 900 მილიმეტრი.[7]

დემოგრაფია

2010 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით, ცინგიუენის მოსახლეობამ 3 698 394 მკვიდრი შეადგინა.[8] ეს მაჩვენებელი 2000 წლის აღწერის მონაცემებთან შედარებით გაზრდილია 550 715 ადამიანით (1.63%-იანი ზრდა). ხანები ცინგიუენის მოსახლეობის 95%-ს წარმოადგენენ. საოლქო დონის ქალაქის ზოგიერთ რაიონში ასევე ცხოვრობენ ჭიანგები, იაოს ხალხი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სხვა ეთნიკური უმციროსებები.

ეკონომიკა

ცინგიუენი მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სატრანსპორტო ცენტრს წარმოადგენს. ბეიჯინგისა და გუანჯოუს დამაკავშირებელი რკინიგზა, ჩინეთის ეროვნული ავტომაგისტრალი N107, ასევე მდინარე პეი ქალაქში გაედინება. ცინგიუანის საზღვაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რესურსების ტრანსპორტირებაში სხვა რეგიონალურ ცენტრებთან გუანდუნში, ჰონგ-კონგსა და მაკაოში. ქალაქი უკავშირდება ისეთ პორტებს, როგორებიცაა: ცინგიუენის პორტი, ინგტეს პორტი, ლიანჭოუს პორტი და იანგშანის პორტი.

ღირსშესანიშნაობები

ცინგიუენის ღრსშესანიშნაობებს შპრისაა: ნოიუიუწუეი, ფაილაის ტაძარი, ფეისია, პაოძინგის სასახლე (ინგტე), ცინგსინის უძველესი მღვიმე, სანქენგის ცხელი წყაროები ცინგსინის ოლქის ტერიტორიაზე, ხუანგხუას ტბა ფოკანგში, პატარა პიეძიანგი ლიანიანგში, მწვერვალი შიკენგკონგი იანგშანის ოლქში, ლიანჭოუს წყალქვეშა მდინარე, ხიანგტენგის ხეობა, ხიანგჩუანისა და ინჭანის ცხელი წყაროების სამი ხეობა.

ტრანსპორტირება

ცინგიუენის საოლქო დონის ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს ცინგიუანის რკინიგზის სადგური, რომელიც 2009 წელს გაიხსნა და უხანისა და გუანჯოუს ჩქაროსნული რკინიგზის ნაწილს წარმოადგენს. ეს სადგური ქალაქის ცენტრალური ნაწილის აღმოსავლეთით მდებარეობს.

ცინგიუენის მაგლევი 2020 წლის დეკემბერში გაიხსნა.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი