ძვლოვანი თევზები

არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ძვლიანი თევზები.

ძვლოვანი თევზები (ლათ. Teleostei) — თევზების ინფრაკლასი. აქვთ ძლიერი ჩონჩხი, ორმხრივ შეზნექილი მალები, ძლიერ გაძვალებული ქალა. მისი სხეულის სიგრძე 1 სმ (ზოგიერთი ღორჯო) — 5 მ (ლოქოები, ბარაკუდა, შიმშერი, თინუსი) აღწევს, დაფარულია ქერცლით ან ქიცვაკებითა და ძვლოვანი ფირფიტებით; ზოგი უქერცლოა. ამჟამად ძვლოვანი თევზები გაერთიანებული არიან დაახლოებით 40 რიგში და თანამედროვე თევზების 90%-ზე მეტს შეადგენენ. ბინადრობენ ნებისმიერ წყალსატევში, სადაც კი შეუძლია თევზს არსებობა. ძვლოვანი თევზები განსხვავებულსქესიანები არიან, მხოლოდ ზოგიერთია ჰერმაფროდიტი (ზღვის ქორჭილა Serranus-ის გვარისა). უმეტესობას ჩვეულებრივ ახასიათებს გარეგანი განაყოფიერება, ზოგს შინაგანი განაყოფიერება, ზოგი ცოცხლადმშობია (გამბუზიები, ქიცვიანი ზვიგენი, სკაროსი და სხვა). ძვლოვანი თევზების ერთი ნაწილი იკვებება მცენარეულობით, სხვები — ცხოველებით. ზოგი სხვა თევზებზე პარაზიტობს. ძვლოვან თევზებს განეკუთვნება სარეწაო თევზების ძირითადი ნაწილი და მსოფლიო ჭერის 98%-ზე მეტს შეადგენს.

ძვლოვანი თევზები

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Teleostei

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი