ჭენჭოუ

ჭენჭოუ (გამარტივებული ჩინური: 郑州; ტრადიციული ჩინური: 鄭州, ფინინი: Zhèngzhōu) — ხენანის პროვინციის დედაქალაქი და ცენტრალური ჩინეთის უდიდესი ქალაქი.[3] ის მდებარეობს ხენანის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში და შედის ჩინეთის ეროვნული ცენტრალური ქალაქების სიაში. [4] ჭენჭოუ ასევე არის ხენანის პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექონოლოგიური და საგანმანათლებლო ცენტრი.[5] ჭენჭოუს აგლომერაცია (რომელიც მოიცავს ჭენჭოუს და კაიფინს) ჭონგიუანის (ცენტრალური დაბლობების) ეკონომიკური ზონის მთავარი ბირთვია.[6]

საოლქო დონის ქალაქი
ჭენჭოუ
郑州市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია ხენანი
შიდა დაყოფა Zhongyuan District, Erqi District, Guancheng Hui District, Jinshui District, Shangjie District, Huiji District, Zhongmu County, გუნი, Xingyang, Xinmi, Xinzheng და დენგფენგი
კოორდინატები 34°45′50″ ჩ. გ. 113°41′02″ ა. გ. / 34.76389° ჩ. გ. 113.68389° ა. გ. / 34.76389; 113.68389
ფართობი 7,532.56[1] კმ²
მოსახლეობა 12,600,574[2] კაცი
სიმჭიდროვე 1,700 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 371
საფოსტო ინდექსი 450000
საავტომობილო კოდი 豫A
ოფიციალური საიტი zhengzhou.gov.cn
ჭენჭოუ — ჩინეთი
ჭენჭოუ

ქალაქი მდინარე ხუანხეს სამხრეთ ნაპირზე მდებარეობს. ჭენჭოუ ასევე არის ჩინეთის ეროვნული სატრანსპორტო კავშირის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი. ჭენჭოუ რკინიგზის საშუალებით ევროპასა [7] და საერთაშორისო აეროპორტს უკავშირდება.[8] ჭენჭოუ ასევე არის ეროვნული ცივილიზებული ქალაქი (ჩინ.: 全国文明城市) და ჩინეთის ხელისუფლების მიერ ცნობილი ისტორიული და კულტურული ქალაქების სიაში შეტანილი დასახლებული პუნქტი.[9] 2020 წლის მონაცემებით, ჩინეთში მდებარე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობს ძეგლებიდან ორი სწორედ ჭენჭოუში მდებარეობს.

2020 წლის მონაცემებით, ჭენჭოუს საოლქო დონის ქალაქის მოსახლეობა 12 600 574 ადამიანს შეადგენს.[2] 2010 წელს, 6 353 285 ადა,ოამო ცხოვრობდა ქალაქის ურბანულ ნაწილში, რომელიც 6 ურბანული რაიონისაგან შედგება.[10][11] ქალაქის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 2018 წელს 1.014 ტრილიონი (ჩინური იუანი) შეადგა.[12][13] ჭენჭოუს აგლომერაცია ჩინეთის ცამეტ მეგა ქალაქს შორისაა დასახელებული.[14] ის ოფიციალურად ასევე შედიც ეროვნულ ცენტრალურ რვა ქალაქს შორის.[15]

ჭენჭოუ არის ხენანის მთავრი ქალაქი სამეცნიერო კვლევების მხრივ. ის ასევე არის მსოფლიოს 130 საუკეთესო ქალაქს შორის ბუნების ინდექსის მიხედვით..[16] ჭენჭოუში ასევე მდებარეობს რეგიონის მნიშვნელოვანი უნივერსიტეტები, რომელთა შორისაა: ჭენჭოუს უნივერსიტეტი, ხენანის უნივერსიტეტი, ხენანის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი, ხენანის ჩინური მედიცინის უნივერსიტეტი და ხენანის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.[17]

ძიალუს მდინარე, ხუაის შენაკადი, რომელიც ჭენჭოუში გაედინება

გეოგრაფია

ჭენჭოუ მდებარეობს ხუანხეს სამხრეთ სანაპიროზე. ქალაქი ესაზღვრება ლოიანს დასავლეთიდან, ძიაოწუოს ჩრდილო-დასავლეთიდან, სინსიანგს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან, კაიფინს აღმოსავლეთიდან, სიუჩანგს სამხრეთ-აღმოსავლეთით და ფინგტინგშანს სამხრეთ-დასავლეთიდან. ჭენჭოუ მდებარეობს აღმოსავლეთით არსებულ ჩინეთის დიდ ვაკესა და დასავლეთით არსებულ მთა სონგსა და სიონგერის მთებს (ცინლინის ქედის ნაწილი) შორის. ქალაქის ცენტრი ყვითელი მდინარის ცენტრალური ნაწილის სამხრეთითაა გაშენებული.

2021 წლის წყალდიდობა

2021 წლის 20 ივლისს ქალაქში წყალდიდობის შედეგად გარდაიცვალა დაახლოებით 300 ადამიანი. მათ შორის იყო ის 14 ადამიანი, რომელიც მეტროს გვირაბში დაიხრჩო. მიუხედავად იმისა, რომ წყალდიდობის შესახებ ინციდენტამდე ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი, კერძო ბიზნესები და მეტრო კვლავ ღია იყო.[18]

კლიმატი

ჭენჭოუსათვის დამახასიათებელია მუსონების გავლენით წარმოქმნილი ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია Cwa). ქალაქისათვის დამახასიათებელია ცივი, მშრალი ზამთარი და ცხელი და ნოტიო ზაფხული.[19]

ღირსშესანიშნაობები

ჭენჭოუ ჩინეთის დედაქალაქი იყო შანის დინასტიის პერიოდში. შანის პერიოდში აშენებული ქალაქის გალავანის ნაწილი დღესაცაა შემორჩენილი, რომელიც 3 600 წლის წინ შეიქმნა. ეს ნაწილები ამჟამად ჭენჭოუს გარეუბანში მდებარეობს. ჭანჭოუში არსებული კულტურული მემკვიდრეობა წარმოადგენს როგორც ამ ქალაქის ისტორიას, ასევე ხენანის პროვინციის კულტურას. ჭენჭოუს კონფუციანისტური ტაძარი, რომელიც აღმოსავლეთ ხანის დინასტიის პერიოდში შეიქმნა დაახლოებით 1900 წლის წინ. ეს ერთ-ერთი უძველესი კონფუციანისტური ტაძარია მთელი ჩინეთის მასშტაბით. სხვა მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლებია: ქალაქის ღმერთის ტაძარი და ერცის მემორიალური კოშკი.

საერთაშორისოდ ცნობილი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა შაოლინის მონასტერი, რომელიც დენგფენგში, ჭენჭოუს სამხრეთით მდებარეობს. შაოლინის მონასტერი ცნობილია, როგორც ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუდისტური ტაძარი. ის ასევე არის ჩინური საბრძოლო ხელოვნების უძველესი კერა. პაგოდის ტყე, რომელიც ამ მონასტრის ეზოში მდებარეობს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს 2010 წელს.[22]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი