პაგოდა

პაგოდა (პორტუგალ. Pagoda, სანსკიტ. भगवत् ბჰაგავატ-წმინდა;  ჩინ.寶塔 ბაო-ტა, სიტყვასიტყვით -განძეულის კოშკი) —ბუდისტური საკულტო ნაგებობის ტიპი ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში გამიზნულია ბუდისტური რელიკვიების შესანახად. ასრულებს მემორიალურ ფუნქციას. ჩვეულებრივი პაგოდა წარმოადგენს გეგმით კვადრატულ 6, 8 ან 12 კუთხა ნაგებობას. ჩამოყალიბდა ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეებში ჩინეთში. აქედან გავრცელდა ვიეტნამში, კორეასა და იაპონიაში. [1]

შანჰუს ტბის პაგოდები ღამით - ჩინეთი
ხუთსართულიანი პაგოდა, სენსოჯი
პაგოდა
რკინის პაგოდა

ტაილანდში, მიანმარში, შრი-ლანკაში, ლაოსში, კამბოჯაში, კორეაში, ბუდისტურ სტუპებს პაგოდას უწოდებენ, რომლებიც ხშირად წმინდა საგნების ან მემორიალური კომპლექსების საცავებია.

ნეპალში, ჩრდილოეთ ინდოეთში, ტიბეტში, ჩინეთში, იაპონიაში, ვიეტნამში, ინდონეზიაში, ისევე როგორც დასავლეთის ქვეყნებში, პაგოდებს უწოდებენ მრავალსართულიან კოშკებს, რომლებსაც ტაძრებად იყენებენ.

ითვლება, რომ ამ ტიპის პირველი ნაგებობა გამოჩნდა ნეპალში, რის შემდეგაც ნეპალის არქიტექტორებმა პაგოდები გაავრცელეს მთელ შორეულ აღმოსავლეთში. ნეპალური პაგოდას პროტოტიპია ბუდისტური სტუპა, რომელსაც ბუდისტურ ქვეყნებში ჯერ კიდევ ეძახიან პაგოდას, სხვა ქვეყნებში ერთმანეთისგან განასხვავებენ პაგოდებსა და სტუპებს. ნეპალში ინდუისტური ტაძრები აშენებულია პაგოდას სახით..[2]

ზოგიერთ ქვეყანაში ეს ტერმინი ეხება სხვა რელიგიურ სტრუქტურებს. ვიეტნამსა და კამბოჯაში, ფრანგული თარგმანიდან გამომდინარე, ინგლისური ტერმინი „პაგოდა“ უფრო ზოგადი ტერმინია, რომელიც აღნიშნავს სალოცავ ადგილს, თუმცა პაგოდა არ არის ზუსტი სიტყვა ბუდისტური ვიჰარას აღსაწერად. სტუპას არქიტექტურული სტრუქტურა მთელ აზიაში გავრცელდა და სხვადასხვა ფორმა მიიღო, რადგან მის დიზაინში  სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი დეტალები შევიდა. ფილიპინების ბევრ სამრეკლოზე  დიდ გავლენა მოახდინა ესპანელების მიერ დასაქმებული ჩინელი მუშების აგებულმა პაგოდებმა.

ჩინური პაგოდა

ჩინური პაგოდა

ჩინური პაგოდები-ჩინური არქიტექტურის ტრადიციული ნაწილია. უძველესი და მაღალი პაგოდები  ხისგან იყო ნაგები, მაგრამ პაგოდების უმრავლესობა აგებულია აგურით ან ქვით. ზოგიერთი პაგოდას საერთოდ არ ჰქონდა შინაგანი სივრცე. კოშკისებური, ხშირ შემთხვევაში მრავალსართულიანი ნაგებობის შიგნიით არის კიბეების სერია, რომელიც მნახველს საშუალებას აძლევს ავიდეს შენობის თავზე. [3]

მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის სამხედრო ხომალდების ზეკონსტრუქციებს ასევე უწოდებდნენ  პაგოდას, კერძოდ, საბრძოლო ხომალდებს "ფუსო", "ნაგატო" და სხვა[4]

არქიტექტურა

აგურით ნაგები გიგანტური პაგოდა, რომელიც აშენდა 652 წელს და განახლდა 704 წელს, ტანგის დინასტიის დროს.
შვედაგონის პაგოდა-მიანმარი

პაგოდა  იზიდავს ელვის დარტყმას სიმაღლის გამო. ბევრ პაგოდას აქვს დეკორატიული წვერი კონსტრუქციის ზედა ნაწილში, ხოლო თუ ლითონისგანაა დამზადებული, წვერი, რომელსაც ზოგჯერ "დემონის დამჭერს" უწოდებენ, მეხამრიდის ფუნქცია ასრულებს [ საკამათო საკითხია} [5]პაგოდები სხვადასხვა ზომისაა. გვხვდება როგორც დიდი, ასევე -პატარა.

ტრადიციულად პაგოდა კენტი რაოდენობის დონეებისაგან შედგება. გამონაკლისს წარმოადგენს მე –18 საუკუნის პაგოდა, რომელიც შექმნა სერ უილიამ ჩამბერზმა სამეფო ბოტანიკურ ბაღში, კიუში (ლონდონი).

მიანმარის, ტაილანდის, ლაოსისა და კამბოჯის პაგოდები ძალიან განსხვავდება ჩინური და იაპონური პაგოდებისაგან. ამ ქვეყნის ნაგებობები დრავიდული არქიტექტურიდან მომდინარეობს.

კონსტრუქცია

პაგოდა პატერნსონის პარკში

აღმოსავლეთის ჰანის დინასტიიდან სამხრეთ და ჩრდილოეთ დინასტიებამდე (დაახლ. 25–589 წწ.) პაგოდები ძირითადად ხისგან იყო ნაგები, ისევე როგორც სხვა ძველი ჩინური სტრუქტურები. ხის პაგოდები მდგრადია მიწისძვრების მიმართ, თუმცა ბევრი დაიწვა.  ხე ასევე მიდრეკილია როგორც ბუნებრივი ლპობის, ასევე მწერებისგან დაინფიცირებისკენ.

ჩრდილოეთ ვეისა და სუის დინასტიების დროს (386-618) დაიწყეს   ქვისა და აგურის პაგოდების  აგება. ხე მაინც ყველაზე გავრცელებული  მასალა იყო.  მაგალითად, სუის დინასტიის იმპერატორმა ვენმა (581-604) ერთხელ გამოსცა განკარგულება ქვეყნის ყველა პრეფექტურისათვის, რომ აშენებულიყო პაგოდები სტანდარტული სტრუქტურების გამოყენებით.  იმ პერიოდის ნაგებობებიდან  შემორჩენილია მხოლოდ Songyue Pagoda-მრგვალი პაგოდა, რომელიც 523 წელს ქვით ააგეს.

ლიტერატურა

  • Benn, Charles (2002). China's Golden Age: Everyday Life in the Tang Dynasty. Oxford: Oxford University Press. ISBN 0-19-517665-0.[მკვდარი ბმული]
  • Brook, Timothy. (1998). The Confusions of Pleasure: Commerce and Culture in Ming China. Berkeley: University of California Press. ISBN 0-520-22154-0[მკვდარი ბმული]
  • Fazio, Michael W., Moffett, Marian and Wodehouse, Lawrence. A World History of Architecture. Published 2003. McGraw-Hill Professional. ISBN 0-07-141751-6[მკვდარი ბმული].
  • Fu, Xinian. (2002). "The Three Kingdoms, Western and Eastern Jin, and Northern and Southern Dynasties," in Chinese Architecture, 61–90. Edited by Nancy S. Steinhardt. New Haven: Yale University Press. ISBN 0-300-09559-7[მკვდარი ბმული].
  • Govinda, A. B. Psycho-cosmic symbolism of the Buddhist stupa. 1976, Emeryville, California. Dharma Publications.
  • Hymes, Robert P. (1986). Statesmen and Gentlemen: The Elite of Fu-Chou, Chiang-Hsi, in Northern and Southern Sung. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 0-521-30631-0[მკვდარი ბმული].
  • Kieschnick, John. The Impact of Buddhism on Chinese Material Culture. Published 2003. Princeton University Press . ISBN 0-691-09676-7[მკვდარი ბმული].
  • Loewe, Michael. (1968). Everyday Life in Early Imperial China during the Han Period 202 BC–AD 220. London: B.T. Batsford Ltd.; New York: G.P. Putnam's Sons.
  • Steinhardt, Nancy Shatzman (1997). Liao Architecture. Honolulu: University of Hawaii Press.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი