ხანგჭოუ

ხანგჭოუ (ჩინ.: 杭州, [xǎŋ.ʈʂóu]) — ჯეძიანის პროვინციის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, ჩინეთი. ქალაქი მდებარეობს პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ხანგჭოუს ყურის ზემოთ, რომელიც ქალაქს შანხაისა და ნინგპოსაგან გამოჰყოფს. ხანგჭოუ ცნობილი გახდა, როგორც ჩინეთის დიდი არხის სამხრეთ ტერმინალი და ის ბოლო ათასწლეულის განმავლობაში ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და განვითარებული ქალაქად მიიჩნევა. ხანგჭოუს დასავლეთის ტბის კულტურული ლანდშაფტი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია, ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და ის დასახლების ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. მსოფლიოს ფინანსური ცენტრის ინდექსის თანახმად, ხანგჭოუ მსოფლიოს საუკეთესო 100 ფინანსურ ცენტრს შორის შედის.[2]

საოლქო & სუბპროვინციული დონის ქალაქი
ხანგჭოუ
杭州市
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია ჯეძიანი
შიდა დაყოფა Shangcheng District, Gongshu District, Xihu District, Hangzhou, Binjiang District, Xiaoshan District, Yuhang District, Tonglu County, Chun'an County, Jiande, Fuyang District, Lin'an District, Linping District და Qiantang District
კოორდინატები 30°16′01″ ჩ. გ. 120°09′11″ ა. გ. / 30.26694° ჩ. გ. 120.15306° ა. გ. / 30.26694; 120.15306
ფართობი 16,821.1 კმ²
ცენტრის სიმაღლე 19 მეტრი
მოსახლეობა 11,936,010[1] კაცი
სიმჭიდროვე 710 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 0571
საფოსტო ინდექსი 310000
საავტომობილო კოდი 浙A
ოფიციალური საიტი hangzhou.gov.cn
ხანგჭოუ — ჩინეთი
ხანგჭოუ

ხანგჭოუ კლასიფიცირებულია, როგორც სუბპროვინციული დონის ქალაქი და ის სხანგჭოუს აგლომერაციის მთავარ ნაწილს წარმოადგენს. ეს აგლომერაცია ჩინეთის მaსშტაბით სიდიდით მეოთხეა გუანჯოუ-შენჭენის მარგალიტის მდინარის აგლომერაციის, შანხაი-სუჭოუ-უსი-ჩანგჭოუს კო-აგლომერაციისა და ბეიჯინგის შემდეგ. 2020 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, ქალაქის მოსახლეობამ 11 936 010 ადამიანი შეადგინა.[1]

ისტორია

ადრეული ისტორია

ლიანგჭუს კულტურის თასი

ცნობილია, რომ ხემტუს ნეოლითის პერიოდის კულტურა არსებოდა იუიაოში, ხანგჭოუდან 100 კილომეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჯერ კიდევ შვიდი ათასი წლის წინ.[3] ეს ყველაფერი იმ პერიოდში იყო, როდესაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში პირველად მოიყვანეს ბრინჯი.არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ჩინური ძატეს ნიმუშები, რომელიც ლიანგჭუს კულტურას მიეკუთვნება. თანამედროვე ხანგჭოუს ტერიტორია პირველად დაახლოებით 5000 წლის წინ იყო დასახლებული.[4] თანამედროვე ხანგჭოუს რაიონებიდან პირველი, რომელიც წერილობით წყაროებში გამოჩნდა იყო იუხანგი, რომელსაც ძველად პაიიუე ეწოდებოდა.[5]

თანამედროვე ისტორია

ქალაქი მნიშვნელოვანი პორტი მინის დინასტიის შუა პერიოდამდე იყო, მოგვიანებით კი ის გამუქმდა. ცინის დინასტიის პერიოდში ხანგჭოუ ცინების არმიის გარნიზონს წარმოადგენდა.[6]

1856 და 1860 წლებში ხანგჭოუ ტაიპინს სამეფომ დაიპყრო. დაპყრობის, ოკუპაციისა და მოგვიანებით, ცინის დინასტიის გათავისფულების შედეგად ქალაქი ძლიერ დაზიანდა.

ხანგჭოუ იმართებოდა ჩინეთის რესპუბლიკის ქუომითანგის პოლიტიკური პარტიის მიერ 1927 წლიდან 1937 წლამდე. 1937 წლიდან 1945 წლამდე ქალაქი ოკუპირებული იყო იაპონიის მიერ. ქუომითანგი 1945 წელს კვლავ დაბრუნდა და ტერიტორიას 1949 წლამდე მართავდა. 1949 წლის 3 მაისს ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელმა არმიამ ხანგჭოუში კომუნისტური რეჟიმი დაამყარა. დენ სიაოპინის 1978 წლის პოლიტიკური რეფორმების გატარების შემდეგ, ხანგჭოუს იანძის დელტის ნაწილი შეუერთდა.

ჩინეთის კულტურული რევოლუციის დროს, ხანგჭოუსში შეტაკებები მიმდინარეობდა. ეს პროცესი ხანგჭოუს ინციდენტის სახელითაა ცნობილი.

2015 წლის სექტემბერში გადაწყდა, რომ 2022 წლის აზიური თამაშები ხანგჭოუში უნდა ჩატარებულიყო. ეს ჩინეთის მესამე ქალაქია, რომელიც ამ მულტისპორტულ შეჯიბრს უმასპინძლებს ბეიჯინგისა და გუანჯოუს შემდეგ.[7] ქალაქმა ასევე უმასპინძლა დიდი ოცეულის 2016 წლის სამიტს.[8]

გეოგრაფია

ხანგჭოუ მდებარეობს ჯეძიანის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ჩინეთის დიდი არხის სამხრეთ ნაწილში. ეს არხი გაედინება ბეიჯინგამდე და ის მდინარე იანძის დელტის სამხრეთ-ცენტრალურ ნაწილამდე ვრცელდება. ხანგჭოუს ადმინისტრაციული არეალი (სუბპროვინციული ქალაქი) ფართოვდება დასავლეთით, ანხოის პროვინციის მთიან ნაწილებამდე. აღმოსავლეთით მის საზღვარს ხანგჭოუს ყურის მიმდებარე სანაპირო ზოლი წარმოადგენს. ქალაქის ცენტრი გაშენებულია ხანჯოუს დასავლეთის ტბის კულტურული ლანდშაფტის გარშემო, რომლის ჩრდილოეთი საზღვარი მდინარე ციენთანგს მიუყვება.

კლიმატი

ჰავის მონაცემები — ხანგჭოუ
თვეიანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკწლიური
რეკორდულად მაღალი °C25.428.532.834.837.639.741.341.638.735.031.226.541.6
საშუალო მაქსიმალური °C17.421.325.730.633.835.337.937.334.430.325.119.538.2
საშუალო მაღალი °C8.310.314.821.126.329.133.632.828.223.217.311.321.4
საშუალო დღიური °C4.66.410.316.221.424.728.928.224.018.812.97.017.0
საშუალო დაბალი °C1.83.57.012.417.521.425.224.920.915.49.33.713.6
საშუალო მინიმალური °C−3.9−2.30.85.812.116.921.521.416.09.02.5−2.8−4.6
რეკორდულად დაბალი °C−8.6−9.6−3.50.27.312.817.318.212.01.0−3.6−8.4−9.6
საშუალო ნალექი (მმ)79.886.1143.7122.5128.2211.8180.3156.1130.178.672.348.61 438,1
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm)12.412.115.314.513.814.612.413.811.79.09.38.5147.4
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%)75757574748076787976747276
საშუალო თვიური მზიანი საათები102.097.2116.4140.6164.7136.6212.7193.0143.9144.6129.0128.71 709,4
წყარო: China Meteorological Administration (precipitation days and sunshine 1971–2000)[9]

დემოგრაფია

ხანგჭოუს მოსახლეობა, 2010 წლის მონაცემებით, 5 162 039 ადამიანს შეადგენს (სიაოშანისა და იუხანგის ჩათვლით). 2000 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 4.8% პროცენტითაა გაზრდილი.[10] უახლესი მონაცემებით ქალაქის ურბანული არეალის მოსახლეობა 6 658 000 და 6 820 000 ადამიანს შორისაა.[11][12]

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2010 წლის აღწერის მიხედვით, აგლომერაციის ტერიტორიაზე დაახლოებით 21.102 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. აგლომერაციის მთლიანი ტერიტორია 34 585 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.[13] ხანგჭოუს პრეფექტურის რეგისტრირებული მაცხოვრებლების რიცხვმა 2015 წელს 9 018 000 ადამიანი შეადგინა.[14][15]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი