აზიური თამაშები

აზიური თამაშები ასევე ცნობილია ასიადა-ს სახელწოდებით[1] —კონტინენტური მულტისპორტული შეჯიბრი, რომელიც ტარდება ოთხ წელიწადში ერთხელ მთელი აზიის სპორტსმენებისთვის. თამაშები ტარდება აზიის ოლიმპიური საბჭოს (OCA) ეგიდით[2] და რეგულირდება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ. თითოეული ადგილისათვის განკუთვნილია მედლები: ოქრო — პირველი ადგილისთვის, ვერცხლი — მეორე, ბრინჯაო — მესამე.[3]

აზიური თამაშების ლოგო
აზიური თამაშების ლოგო

აზიურ თამაშებს ცხრა ქვეყანამ უმასპინძლა. მონაწილეობდა 46 ქვეყანა, მათ შორის ისრაელი, რომელიც თამაშებიდან მოხსნეს 1974 წელს მათი ბოლო მონაწილეობის შემდეგ.

შეჯიბრი იწყება მონაწილე ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების აღლუმით. დაჯილდოების ცერემონიალს თან ახლავს ეროვნული დროშა და ჰიმნი. გამოყენებულია ცხრილები, რომლებიც აჩვენებს თითოეული ქვეყნის მიერ მიღებული მედლების რაოდენობას.

ისტორია

შორეული აღმოსავლეთის თამაშები

აზიური თამაშები განვითარდა მცირე სპორტული მოვლენებიდან. შორეული აღმოსავლეთის ჩემპიონატის თამაშები შეიქმნა სამი ქვეყნის: იაპონიის იმპერიის, ფილიპინების და ჩინეთის რესპუბლიკის ერთიანობისა და თანამშრომლობის საჩვენებლად. პირველი ასეთი თამაშები ჩატარდა მანილაში 1913 წელს. მოგვიანებით აზიის სხვა ქვეყნებიც დაესწრნენ. თამაშები შეწყდა 1938 წელს, როდესაც იაპონია შეიჭრა ჩინეთში და დაიწყო ექსპანსია წყნარ ოკეანის რეგიონში.[4]

აზიური თამაშების წარმოშობა

1951 წლის პირველი აზიური თამაშების ინდოეთის მარკა
აზია

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აზიის რამდენიმე ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ბევრმა ახალმა ქვეყანამ მოისურვა ახალი ტიპის კონკურსის ჩატარება, რაც ხელს შეუწყობდა ურთიერთგაგების გაძლიერებას. 1948 წლის აგვისტოში, ლონდონში მეთოთხმეტე ოლიმპიური თამაშების დროს, ინდოეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა აზიის სპორტული გუნდების ხელმძღვანელები მიიწვია აზიური თამაშების ჩატარების იდეის განსახილველად. ისინი შეთანხმდნენ „აზიის მძლეოსნობის ფედერაციის“ შექმნაზე. 1949 წლის თებერვალში იგი ოფიციალურად შეიქმნა და ეწოდა „აზიური თამაშების ფედერაცია“. გადაწყდა პირველი აზიური თამაშების ჩატარება ნიუ დელიში. თამაშები ჩატარდა 1951 წლის მარტში, მასში მონაწილეობა მიიღეს 11 ქვეყნის სპორტსმენებმა. თამაშების პროგრამაში შედიოდა მძლეოსნობა, ველოსიპორტი, კალათბურთი [5].

ფედერაციის ტრანსფორმაცია

1962 წელს ფედერაციაში შეიქმნა უთანხმოება ტაივანისა და ისრაელის დაშვების შესახებ. ინდონეზია, რომელიც თამაშებს მასპინძლობდა, ეწინააღმდეგებოდა ამ ქვეყნების ფედერაციაში მიღებას.[6] [7] 1970 წელს სამხრეთ კორეამ ვერ შეძლო თამაშების ჩატარება ჩრდილოეთ კორეის მხრიდან არსებული საფრთხის გამო, თამაშები ჩატარდა ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, სამხრეთ კორეის რესურსების გამოყენებით.1973 წელს დაიწყო უთანხმოება ამერიკის შეერთებული შტატებისა და ზოგიერთი ქვეყნის მიერ ტაივანისა და ისრაელში არაბთა ეროვნული ოპოზიციის აღიარებასთან დაკავშირებით. 1977 წელს პაკისტანმა ვერ შეძლო თამაშების ჩატარება პაკისტანში სამხედრო გადატრიალების გამო. თამაშები კვლავ გადაიტანეს ბანგკოკში.ამ ინციდენტების შემდეგ, აზიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტებმა გადაწყვიტეს აზიური თამაშების ფედერაციის წესდების შეცვლა. შეიქმნა ახალი ასოციაცია, სახელწოდებით აზიის ოლიმპიური საბჭო. ეს საბჭო თამაშებს ადევნებს თვალყურს 1986 წლიდან. ტაივანი მიიღეს, მაგრამ IOC სტანდარტების შესაბამისად მას უწოდებენ „ჩინურ ტაიბეის“.[8] ისრაელი გაირიცხა და მონაწილეობს ევროპულ თამაშებში.

2006 წლის აზიური თამაშები - დოჰა, კატარი

გაფართოება

2018 წლის აზიის თამაშების მონაწილე ქვეყნები რუკაზე

ზოგიერთი ქვეყნის წინააღმდეგობების მიუხედავად, OCA-მ მიიწვია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები 1994 წლის თამაშებზე: ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და ტაჯიკეთი.

2007 წელს ავსტრალიას OCA– ში შესვლაზე უარი ეთქვა, რადგან ის არის ოკეანიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წევრი (და 2015 წლიდან მონაწილეობს წყნარი ოკეანის თამაშებში).

2010 წელს კრიკეტი პირველად შევიდა აზიურ თამაშებზე.

2018 წლის 20 თებერვალს, ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში, იანგ იუნმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეას შეუძლია აზიის ზამთრის თამაშების ჩატარება 2021 წელს, კორეის რესპუბლიკასთან (სამხრეთ კორეა) ერთად. იანგ იუნმა ასევე აღნიშნა, რომ შეჯიბრი შეიძლება ჩატარდეს მასკრიონის სათხილამურო კურორტზე, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ კორეაში.

ზაფხულის აზიური თამაშების სია

წელინომერიადგილიჩატარების დროქვეყნებიწყარო
1951Iნიუ-დელი, ინდოეთი4—11 მარტი11[9]
1954IIმანილა, ფილიპინები1—9 მაისი18[10]
1958IIIტოკიო, იაპონია24 მაისი — 1 ივნისი16[11]
1962IVჯაკარტა, ინდონეზია24 აგვისტო — 4 სექტემბერი12[12]
1966Vბანგკოკი, ტაილანდი9—20 დეკემბერი16[13]
1970VIბანგკოკი, ტაილანდი (2)9—20 დეკემბერი16[14]
1974VIIთეირანი, ირანი1—16 სექტემბერი19[15]
1978VIIIბანგკოკი, ტაილანდი  (3)9—20 დეკემბერი19[16]
1982IXნიუ-დელი, ინდოეთი (2)19 ნოემბერი — 4 დეკემბერი23[17]
1986Xსეული, კორეის რესპუბლიკა20 სექტემბერი — 5 ოქტომბერი22[18]
1990XIპეკინი, ჩინეთი22 სექტემბერი — 7 ოქტომბერი36[19]
1994XIIჰიროსიმა, იაპონია2—16 ოქტომბერი42[20]
1998XIIIბანგკოკი, ტაილანდი (4)6—20 დეკემბერი41[21]
2002XIVპუსანი, კორეის რესპუბლიკა29 სეაქტემბერი — 14 ოქტომბერი44[22]
2006XVდოჰა, კატარი1—15 დეკემბერი45[23]
2010XVIკუანგჭოუ, ჩინეთი12—27 ნოემბერი45[24]
2014XVIIინჩეონი, კორეის რესპუბლიკა19 სექტემბერი — 4 ოქტომბერი45[25]
2018XVIIIჯაკარტა (2) და პალენბანგი, ინდონეზია18 აგვისტო — 2 სექტემბერი45[26]
2022XIXხანგჭოუ, ჩინეთი10—25 სექტემბერი[27]
2026XXნაგოია, იაპონია19 სექტემბერი — 4 ოქტომბერი
2030XXIდოჰა, კატარი
2034XXIIელ-რიადი, საუდის არაბეთი

მედლების საერთო ჩათვლა

ადგილიქვეყანაოქროვერცხლიბრინჯაომთლიანობაში
1  ჩინეთი13429006532895
2  იაპონია9579809132850
3  სამხრეთი კორეა6966067612063
4  ირანი159161175495
5  ყაზახეთი1406002601000
6  ინდოეთი139178285602
7  ტაილანდი121159233513
8  ჩრდილოეთი კორეა98132166396
9  ტაივანი82125255452
10  ფილიპინები63112215390
11  უზბეკეთი6396114273
12  ინდონეზია6095203358
13  მალაიზია5688132276
14  პაკისტანი446393200
15  სინგაპური3755101193
ჯამში43134295513613 744

სახეობების ჩამონათვალი

პროგრამა მოიცავს აზიის მინიმუმ 6 ქვეყანაში კულტივირებული სპორტის სახეობას, რომელთაგან 4 მონაწილეობს რეგულარულ თამაშებში:

სხვა აზიური თამაშები

აზიური თამაშების გარდა, ზამთრის აზიური თამაშები (1986 წლიდან), აზიური დახურული თამაშები (2005 წლიდან ), სანაპიროს აზიური თამაშები (2008 წლიდან ლუწი წლები), აგრეთვე რეგიონალური (შუა აზიის, აღმოსავლეთ აზიის, სამხრეთ აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და დასავლეთ აზიის).

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი