ჯეფრი დამერი

ამერიკელი სერიული მკვლელი, კანიბალი და ნეკროფილი (1960-1994)

ჯეფრი ლაიონელ დამერი (ინგლ. Jeffrey Lionel Dahmer; დ. 21 მაისი, 1960 — გ. 28 ნოემბერი, 1994) — ამერიკელი სერიული მკვლელი, სექსუალური მოძალადე, ასევე ცნობილია მეტსახელებით „მილუოკელი მონსტრი“, „მილუოკელი კანიბალი“. მან 1978-1991 წლებში გააუპატიურა, მოკლა და დაანაწევრა 17 ადამიანი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი. მკვლელობების უმრავლეს შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ნეკროფილიას, კანიბალიზმს და სხეულის ნაწილების შენახვას.

ჯეფრი დამერი

ჯეფრი დამერი 17 წლის ასაკში 1977 წელს
ნამდვილი სახელი ჯეფრი ლაიონელ დამერი
დაბ. თარიღი 21 მაისი, 1960
დაბ. ადგილი მილუოკი, უისკონსინი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 28 ნოემბერი, 1994 (34 წლის)
გარდაცვალების ადგილი უისკონსინი, აშშ
გარდაცვალების მიზეზი თავის მძიმე ტრავმა
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
მამა ლაიონელ დამერი
დედა ჯოის დამერი
დაპატიმრების თარიღი 22 ივლისი, 1991
განაჩენი სამუდამო პატიმრობა
მსხვერპლის რაოდენობა 17
მკვლელობის მეთოდი სტრანგულაცია
მკვლელობების არეალი ოჰაიო, უისკონსინი
მოტივი სექსუალური

ციხის ფსიქიატრების და ფსიქოლოგების დიაგნოზით მას აღენიშნებოდა მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა. სასამართლოს გადაწყვეტილებით დამერი ცნობილ იქნა შერაცხადად, 1992 წლის 15 თებერვალს დამნაშავედ იქნა ცნობილი 16-დან 15 მკვლელობაში და მიესაჯა სამუდამო პატიმრობა 15 ვადით. მოგვიანებით, 1978 წელს ოჰაიოში ჩადენილი მკვლელობისთვის დაემატა მე-16 სამუდამო პატიმრობა.

1994 წლის 28 ნოემბერს, თანასაკნელი კრისტოფერ სკარვერი დამერს ფიზიკურად გაუსწორდა, რა დროსაც მიღებული მძიმე თავის ტრავმის გამო მილუოკელი სერიული მკვლელი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მსხვერპლთა სია

სახელიასაკისიკვდილის თარიღი
სტივენ ჰიკსი1718 ივნისი, 1978
სტივენ ტუომი2615 სექტემბერი, 1987
ჯეიმზ დოქსტატორი1418 იანვარი, 1988
რიჩარდ გერერო2518 მარტი, 1988
ენტონი სირსი2425 მარტი, 1989
ედი სმიტი3614 ივნისი, 1990
რიკი ბიქსი30ივლისი (სხვა მონაცემებით, 29 მაისი), 1990
ერნესტ მილერი223 სექტემბერი, 1990
დევიდ ტომასი2324 სექტემბერი, 1990
კერტის სტროუტერი1718 თებერვალი, 1991
ეროლ ლინდის197 აპრილი, 1991
ტონი ჰიუზი3224 მაისი, 1991
კონერაკ სინტასომფონი1427 მაისი, 1991
მეტ ტერნერი2130 ივნისი, 1991
ჯერემია ვაინბერგერი235 ვლისი, 1991
ოლივერ ლეისი2315 ივლისი, 1991
ჯოზეფ ბრედჰოფტი2519 ივლისი, 1991

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი