ჯეფრი რაში

ჯეფრი როი რაში (ინგლ. Geoffrey Roy Rush; 6 ივლისი, 1951, ტუვუმბა) — ავსტრალიელი მსახიობი. მიღებული აქვს ოსკარის (1997),[2] ოქროს გლობუსის (1997, 2005), პრაიმტაიმის ემის (2005), BAFTA-ს (1997, 1999, 2011), ტონის (2009)[3] და კინომსახიობთა გილდიის (1997, 1999, 2005, 2011) ჯილდოები. 2012 წელს დასახელდა „წლის ავსტრალიელად“.[4][5][6] ჯეფრი რაში პირველი მსახიობია, რომელმაც ერთ როლში მიიღო ოსკარი, BAFTA, Critics' Choice Movie Award, ოქროს გლობუსი და კინომსახიობთა გილდიის ჯილდო.

ჯეფრი რაში

ჯეფრი რაში 2017 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე
მშობლიური სახელი Geoffrey Rush
დაბადების სახელი ჯეფრი როი რაში
დაბადების თარიღი 6 ივლისი, 1951 (1951-07-06) (72 წლის)
ტუვუმბა, კუინზლენდი, ავსტრალია
რეზიდენცია კამბერუელი, ვიქტორია, ავსტრალია[1]
სხვა სახელები ჯეფ რაში
მოქალაქეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ალმა-მატერი კუინზლენდის უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1971-დღემდე
მეუღლე(ები) ჯეინ მენელაუსი (იქ. 1988)
ჯილდოები ავსტრალიის ორდენის კომპანიონი

დაიბადა ტუვუმბაში, კუინზლენდში როი რაშისა და მერლ ბიშოფის ოჯახში.[7][8] მას შემდეგ რაც მათი მშობლები განქორწინდნენ, დედამ იგი საცხოვრებლად ბრიზბენში წაიყვანა.[9] კუინზლენდის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ 1970 წელს,[10] რაშმა მუშაობა დაიწყო კუინზლენდის თეატრალურ კომპანიაში.

1975 წელს გადავიდა პარიზში, სადაც ეუფლებოდა სამსახიობო ოსტატობას. ავსტრალიაში დაბრუნებისთანავე განაგრძო თეატრალური კარიერა 1977 წელს.[7] მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სპექტაკლებში, მათ შორის შექსპირის პიესებში.

რაშის დებიუტი კინოში შედგა 1981 წლის ფილმში „ჰუდვინკი“ (ინგლ. Hoodwink). საყოველთაო აღიარება მოპოვა დევიდ ჰელფგოტის როლის შესრულებით ფილმში „ბრწყინვალება“ (1996), რისთვისაც გადაეცა რამდენიმე ჯილდო, მათ შორის ოსკარი.

მისი სხვა ცნობილი ფილმებია: „შეყვარებული შექსპირი“ (1998), „ელისაბედი“ (1998), „საბრალონი“ (1998), „მარკიზ დე სადის კალამი“, (2000), „ფრიდა“ (2002), „პიტერ სელერსისი ცხოვრება და სიკვდილი“ (2004), „მეფის სიტყვა“ (2010), „საუკეთესო შეთავაზება“ (2013), „კარიბის ზღვის მეკობრეების“ ფილმების სერია და სხვა.

2014 წელს, ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის ავსტრალიის მთავრობამ ჯეფრი რაშს ავსტრალიის ორდენის კომპანიონის წოდება მიანიჭა.[11]

ფილმოგრაფია

წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
1981 ჰუდვინკი Hoodwinkდეტექტივი 1
1981 მენოტი Menottiპიტერ ფულერი
1982ვარსკვლავური დიდების სინდრომი Starstruck
1987 მეთორმეტე დღეTwelfth Night სერ ენდრიუ ეიგუჩიკი
1995 როგორ გავხდეთ აბორგენი? Dad and Dave: On Our Selectionდეივ რადი
1996 ბრწყინვალება Shineდევიდ ჰელფგოტი
1996მერკურიMercuryბილ უაიტი
1996რევოლუციის ბავშვებიChildren of the Revolutionზაქარი უელში
1997Frontierდევიდ კოლინზი
1997ოსკარი და ლუსინდაOscar and Lucindaმთხრობელი
1998A Little Bit of Soulგოდფრი აშერი
1998 ელისაბედი Elizabethფრენსის უოლსინგემი
1998 საბრალონი Les Misérablesინსექტორი ჟავეტი
1998 შეყვარებული შექსპირი Shakespeare in Loveფილიპ ჰენსლოვი
1999იდუმალი ადამიანებიMystery Menკაზანოვა ფრანკენშტეინი
1999ღამის მოჩვენებების სახლიHouse on Haunted Hillსტივენ პრაისი
2000ჯადოსნური პუდინგიThe Magic Puddingბუნიპ ბლუგამი
2000 მარკიზ დე სადის კალამი Quillsმარკიზ დე სადი
2001მკერავი პანამიდანThe Tailor of Panamaჰაროლდ „ჰარი“ პენდელი
2001ლანტანაLantanaჯონ ნოქსი
2002 ფრიდა Frida ლევ ტროცკი
2002ბანგერის დებიThe Banger Sistersჰარი პლამერი
2003 კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა Pirates of the Caribbean: The Curse of the Black Pearlჰექტორ ბარბოსა
2003ცურვა დინების საწინააღმდეგოდSwimming Upstreamჰაროლდ ფინგლეტონი
2003ნედ კელიNed Kellyფრენსის ჰეირი
2003 შეუწყნარებელი სისასტიკე Intolerable Crueltyდონოვან დონელი
2003ნემოს ძიებაშიFinding Nemoნაიჯელი
2003ჰარვი კრამპეტიHarvie Krumpetმთხრობელი
2004პიტერ სელერსისი ცხოვრება და სიკვდილიThe Life and Death of Peter Sellersპიტერ სელერსი
2004კეტი და კიმიKath & Kimჯეფი
2005 მიუნხენი Munichეფრაიმი
2006 კენდი Candyკასპერი
2006 კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრის სკივრი Pirates of the Caribbean: Dead Man's Chestჰექტორ ბარბოსა
2007 კარიბის ზღვის მეკობრეები: მსოფლიოს დასასრული Pirates of the Caribbean: At World's Endჰექტორ ბარბოსა
2007ელისაბედი: ოქროს ხანაElizabeth: The Golden Ageფრენსის უოლსინგემი
20089.99 დოლარი$9.99ანგელოზი
2009მშვენიერი ახალი დღეBran Nue Daeბენედიქტის მამა
2009ღამის გუშაგთა ლეგენდებიLegend of the Guardians: The Owls of Ga'Hoole
2010 მეფის სიტყვა The King's Speechლიონელ ლოგი
2010Lowdownმთხრობელი
2010მეომრის გზაThe Warrior's Wayრონი
2011 კარიბის ზღვის მეკობრეები: უცნაურ ნაპირებზე Pirates of the Caribbean: On Stranger Tidesჰექტორ ბარბოსა
2011მწვანე ლამპარიGreen Lanternტომარ-რე
2011შტორმის თვალიThe Eye of the Stormბეზილ ჰანტერი
2013საუკეთესო შეთავაზებაThe Best Offerვირჯილ ოლდმენი
2013 წიგნის ქურდი The Book Thief ჰანს ჰუბერმანი
2014დფერთობაUnityმთხრობელი
2015ქალიშვილიThe Daughterჰენრი
2015მინიონებიMinionsმთხრობელი
2015არ გაუშვაHolding the Manბერი
2016ეგვიპტეს ღმერთებიGods of Egyptრა
2017უკანასკნელი პორტრეტიFinal Portraitალბერტო ჯაკომეტი
2017გენიოსიGeniusალბერტ აინშტაინი
2017კარიბის ზღვის მეკობრეები: მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიანPirates of the Caribbean: Dead Men Tell No Talesბარბოსა
2019ბიჭი-გრიგალიStorm Boyმაიკ კინგსლი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი