ჯუზჯანის პროვინცია

ჯუზჯანის პროვინცია(დარი جوزجان Jowzjān, პუშტუ جوزجان‎, უზბ. Joʻzjon viloyati) — ავღანეთის 34 პროვინციიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ჩრდილოეთ ავღანეთში თურქმენეთის საზღვართან. აღმოსავლეთიდან მას ესაზღვრება ბალხის პროვინცია, სამხრეთით — სარიპულის პროვინცია, ხოლო დასავლეთით — ფარიაბის პროვინცია.

ვილაიეთი
ჯუზჯანის პროვინცია
جوزجان
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
ადმ. ცენტრი შიბარღანი
შიდა დაყოფა Aqcha, Darzab, Fayzabad District, Jowzjan, Khamyab, Khaniqa, Khwaja Du Koh District, Mardyan District, Mingajik District, Qarqin, Qush Tepa და Shibirghan
კოორდინატები 36.75°00′00″ ჩ. გ. 66°00′00″ ა. გ. / 36.75000° ჩ. გ. 66.00000° ა. გ. / 36.75000; 66.00000
ფართობი 11 798 კმ²
ოფიციალური ენა დარი, უზბეკური ენა და თურქმენული ენა
სალაპარაკო ენები უზბეკური ენა, თურქმენული ენა, პუშტუ, დარი
მოსახლეობა 512 100 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 43 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა უზბეკები 65%; ტაჯიკები 25%;
სასაათო სარტყელი UTCUTC+4:30
ოფიციალური საიტი http://ju.edu.af/

ისტორია

X საუკუნეში აქ არსებობდა სამთავრო, რომელსაც მართავდა ფერიგუნიდების დინასტია. იგი იმყოფებოდა სამანიდების დინასტიასთან ვასალურ დამოკიდებულებაში. ეს არის გენერალ დუსტუმის სამშობლო. პროვინციის ძირითადი მოსახლეობაა უზბეკები და ტაჯიკები. 1998 წლის 2-4 აგვისტოდან ის დაპყრობილია თალიბანის რეჟიმის მიერ. პროვინციაში განვითარებულია გაზის მრეწველობა.

არქეოლოგია

ჯაუზჯანის პროვინცია წარმოადგენს უძველეს რეგიონს. არქეოლოგიურად იგი ჯერ კიდევ შეუსწავლელია. მის ერთ-ერთ ღირსშეანიშნაობას წარმოადგენს ემში–თეფე — ანტიკური ხანის ქალაქის ნანგრევები თანამედროვე შიბერგანთან, ჯაუზჯანის პროვინციის დედაქალაქთან ახლოს.

ადმინისტრაციული დაყოფა

ჯუზჯანის პროვინცია იყოფა 11 რაიონად.

  • აქჩა
  • დარზაბი
  • ქარქინი
  • ქუშ-ტეპა
  • მარდიანი
  • მინგაჯიკი
  • ფაიზაბადი
  • ხაჯა-დუ-კოხი
  • ხამიაბი
  • ხანიკა
  • შებერგანი

ქალაქები და დასახლებული პუნქტები

2006 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მსხვილი ქალაქებია

  • შიბირგანი — 38 100 ადამიანი
  • აქჩა — 35 300 ადამიანი
  • ქარქინი — 10 600 ადამიანი

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი