უზბეკური ენა

უზბეკური ენა, ან უზბეკური (თვითსახელრქმევით: Oʻzbek tili [უზბეკური ენა], Oʻzbekcha [უზბეკური], მოძველებული კირილური ფორმა Ўзбек тили და არაბული ئۇزبېك تیلى‎Oʻzbek tili) — შუა აზიაში მოლაპარაკეთა რაოდენობის მიხედვით ყველაზე მეტად გავრცელებული თურქული ენა. უზბეკეთში ამ ენას მოლაპარაკეთა უმეტესობა მშობლიურ ენად მიიჩნევს. უზბეკური არის უზბეკეთის სახელმწიფოს ოფიციალური ენა.

უზბეკური ენა
ლათ. Oʻzbek tili
რუს. Ўзбек тили
არაბ. ئۇزبېك تیلى‎
გავრცელებულიაუზბეკეთის დროშა უზბეკეთი
ავღანეთის დროშა ავღანეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობადაახ. 22 მლნ
ლინგვისტური კლასიფიკაციათურქული ენები
დამწერლობის სისტემაკირილური დამწერლობა
ლათინური დამწერლობა
არაბული დამწერლობა
ენის კოდებიuz
რუკა
მოლაპარაკეთა არეალი
მოლაპარაკეთა არეალი

მოლაპარაკეთა არეალი

ვიკისივრცე
ენის თარგი{{Lang-uz}}

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიაუზბეკური ენა

უზბეკეთში უზბეკურად მოლაპარაკეთა რიცხვი 22 მლნ. კაცით აღირიცხება. უზბეკურენოვანი უმცირესობები ცხოვრობენ ტაჯიკეთში (1,2 მლნ. კაცი), ავღანეთში (1. მლნ. კაცი), ყირგიზეთში (551 000 კაცი), ყაზახეთში (333 000 კაცი), თურქმენეთში (318 000 კაცი), ჩინეთში (ძინანის პროვინციაში 5000 კაცი). უზბეკური უიგურული ენის მსგავსად თურქულ ენათა სამხრეთაღმოსავლურ ჯგუფში შედის.

უზბეკური ენა მომდინარეობს ჩაგატაიური სალიტერატურო ენიდან, რომელსაც შუა აზიაში XIV-დან XIX საუკუნემდე გამოიყენებდნენ. უზბეკთა ენის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე ასევე დიდი გავლენა უნდა მოეხდინა სხვადასხვა თურქული წარმოშობის დიალექტს.

უზბეკეთის ყველაზე დიდი ეროვნული პოეტი ალი შირ ნავოი (გასული საუკუნის ქართულ სამეცნიერო ლიტერატურასა და პერიოდიკაში გვხვდება ასევე წერითი ფორმით ალიშერ ნავოი) წერდა ჩაგატაიურ ენაზე, რომელიც ქარახანიდების კარლუკური თურქულიდან წარმოიშვა IX-XII საუკუნეებში. თანამედროვე უზბეკური ენა გვიჩვენებს, რომ მას შემდეგ, რაც IX საუკუნეში, კარლუკები ისლამზე მოექცნენ, ენაში შემოვიდა და დამკვიდრდა მრავალი არაბიზმი და ირანიზმი.

უზბეკური ენა არის ერთადერთი შუა აზიური ენა, რომელსაც საქართველოში შეისწავლიან. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში მას შეისწავლიან ერთ-ერთი დამატებითი, არჩევითი ენის სახით.

სიტყვა უზბეკის წარმოშობისათვის

უზბეკური ენის ზოგადი დახასიათება

ლექსიკა

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა - Assalomu aleykum/Salom!
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Xush kelibsiz!
  • გმადლობთ - Rahmat/Tashakkur
  • კი / არა - Ha/yoʻq
  • გეთაყვა - Marhamat
  • ნახვამდის - Ertagacha xayr

რიცხვები

  • 1 - bir, 2 - ikki, 3 - uch, 4 - toʻrt, 5 - besh, 6 - olti, 7 - yetti, 8 - sakkiz, 9 - toʻqqiz, 10 - oʻn

სდფსდფს

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

1. Austin, Peter k.(გამომც.); 1000 Sprachen (lebendig, gefährdet, vergangen). "Spektrum". ISBN 97-3-8274-2100-5 (იხ. სტატია "Usbekisch".)

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი