ჰაერი

ჰაერი — დედამიწის ატმოსფეროს შემადგენელი აირების, ძირითადად აზოტისა და ჟანგბადის, ბუნებრივი ნარევი.

ჰაერისა და წყლის ზემოქმედებით სრულდება დედამიწის ზედაპირზე მნიშვნელოვანი გეოლოგიური პროცესები, ფორმირდება ამინდი და კლიმატი. ჰაერი არის ჟანგბადის ის ძირითადი წყარო, რომელსაც საჭიროებს ყველა ცოცხალი ორგანიზმი. ჰაერზე სათბობის წვით კაცობრიობა ძველთაგანვე ღებულობს სიცოცხლისა და საწარმოო საქმიანობისათვის საჭირო სითბოს.

ქიმიური შემადგენლობა

1754 წელს ჯოზეფ ბლეკმა ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ ჰაერი წარმოდგებოდა გაზების ნაერთისაგან და არა ერთგვაროვანი მასისაგან[1].

ჰაერის შემადგენლობა:
ნივთიერებააღნიშვნამოცულობა, %მასა, %
აზოტიN278,08475,5
ჟანგბადიO220,947623,15
არგონიAr0,9341,292
ნახშირორჟანგიCO20,03140,046
ნეონიNe0,0018180,0014
მეთანიCH40,00020,000084
ჰელიუმიHe0,0005240,000073
კრიპტონიKr0,0001140,003
წყალბადიH20,000050,00008
ქსენონიXe0,00000870,00004

ჰაერის შემადგენლობა იცვლება იმისდა მიხდევით თუ როგორ არის დაბინძურებული ჰაერი. დიდ ქალაქებში სადაც გამონაბოლქვი მეტია შესაბამისად მაღალია ნახშირორჟანგის ხვედრითი წილი.

ჰაერი როგორც წესი შეიცავს წყლის ორთქლსაც. მაგალითად 0 °C ტემპერატურაზე 1 მ³ შესაძლებელია შეიცავდეს მაქსიმუმ 5 გრამ წყალს, ხოლო +10 °C-ზე — უკვე 10 გრამს.

ფიზიკური თვისებები

ჰაერის ფიზიკური თვისებები:
პარამეტრიმნიშვნელობა
საშუალო შეწონილი მოლური მასა28,98 გრ/მოლი
საშუალო ზღვრული სითბოტევადობა მუდმივი წნევის პირობებში cp1,006 კჯ/(კგ·К)
საშუალო ზღვრული სითბოტევადობა მუდმივი მოცულობის პირობებში cv0,717 კჯ/(კგ·К)
ადიაბატის მაჩვენებელი1,40
ბგერის სიჩქარე (ნორმალურ პირობებში)331 მ/წმ (1193 კმ/სთ)[2]
სითბური გაფართოების საშუალო კოეფიციენტი, ტემპერატურის ინტერვალზე 0—100 °C3,67×10−3 1/К
ჰაერის დინამიური სიბლანტის კოეფიციენტი (ნორმალურ პირობებში)17,2 მკპა·с
ჰაერის გაზავებადობა წყალში29,18 სმ3/ლ
გარდატეხის მაჩვენებელი (ნორმალურ პირობებში)1,0002926
გარდატეხის მაჩვენებლის გადახრის კოეფიციენტი2,8×10−9 1/Pa
მოლეკულის საშუალო პოლარიზება1,7×10−30
სატერლანდის მუდმივა Sat171×10−7

ჰაერი უფერო, უსუნო, უხილავი აირთა ნარევია, რომელიც დედამიწის გარშემო დამცავ ფენას, ე.წ. ატმოსფეროს წარმოქმნის. ჰაერი სიცოცხლისათვის აუცილებელია: ცხოველები სუნთქავენ, მცენარეები კი მისი საშუალებით საკვებს წარმოქმნიან. ამის გარდა, იგი დედამიწას მზის სახიფათო ულტრაიისფერი სხივებისაგან იცავს. ჰაერი, ძირითადად აზოტისა და ჟანგბადისაგან შედგება. იგი, ასევე მცირე რაოდენობით კეთილშობილ აირებსა და ნახშირბადის დიოქსიდსაც შეიცავს. ამას ემატება ჭვარტლისა და მტვრის მყარი ნაწილაკები.

ჰაერი ყველგანაა, მაგრამ არ ჩანს. მის არსებობა მხოლოდ მაშინ იგრძნობა, როდესაც ქარი უბერავს. ქარი მოძრავი ჰაერია. იგი ყველგან და ყველა მიმართულებით ვრცელდება. როდესაც ჰაერი თბება, ფართოვდება და მეტ სივრცეს იკავებს. ცხელი ჰაერი ცივზე უფრო მსუბუქია. ამიტომ მაღლა ადის. საჰაერო ბურთი მაღლა იმიტომ ადის, რომ ჰაერი ბურთის შიგნით უფრო თბილი და მსუბუქია, ვიდრე მის გარშემო. გაზის ქურა ჰაერს ათბობს და ცხელი ჰაერი ბურთს მაღლა წევს.

როდესაც ქურა გამორთულია ჰაერი ცივდება და ბურთი მიწაზე ეშვება. ზოგჯერ ჰაერი საგნებს სითბოს უნარჩუნებს. შალის ტანსაცმელი თბილია, რადგან მის ბოჭკოებს შორის ბევრი ჰაერია. ფრინველები ზამთარში ბუმბულს იჩეჩენ, რომ შიგ ბევრი ჰაერი დაიგროვონ და თბილად იყვნენ.

ლიტერატურა

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი