ჰობიტი (ფილმების სერია)

რეჟისორ პიტერ ჯექსონის კინოტრილოგია, რომელიც ეფუძნება ჯ. რ. რ. ტოლკინის ამავე სახელწოდების რომ
ჰობიტი“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰობიტი (მრავალმნიშვნელოვანი).

ჰობიტი (ინგლ. The Hobbit) — რეჟისორ პიტერ ჯექსონის კინოტრილოგია, რომელიც ეფუძნება ჯ.რ.რ. ტოლკინის ამავე სახელწოდების რომანს. მასში მოთხრობილია ამბები, რომლებიც მოხდა ბეჭდის ომამდე 60 წლით ადრე.

„ჰობიტი“

საერთო DVD გამოცემის გარეკანი
ჟანრი ფენტეზი
რეჟისორი პიტერ ჯექსონი
პროდიუსერი პიტერ ჯექსონი
ფრენ უოლში
კეროლაინ კენინგემი
სცენარის ავტორი ფრენ უოლში
ფილიპა ბოიენსი
გილერმო დელ ტორო
პიტერ ჯექსონი
ნაწარმოები „ჰობიტი“
ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი
როლებში მარტინ ფრიმენი
იენ მაკ-კელენი
რიჩარდ არმიტიჯი
ენდი სერკისი
ბენედიქტ კამბერბეჩი
კომპოზიტორი ჰოვარდ შორი
ოპერატორი ენდრიუ ლესნი
მონტაჟი ჯეიბეზ ოლსენი
მხატვარი ჯონ ჰაუ
ალან ლი
მაიკ მინიოლა
ბრენდენ ჰეფერმანი
პოლ ტობინი
ფრანსისკო ლუიზ ველასკო
სტუდია New Line Cinema
Metro-Goldwyn-Mayer
WingNut Films
დისტრიბუტორი Warner Bros.
გამოსვლის თარიღი
ქვეყანა
  • გაერთიანებული სამეფო
  • ახალი ზელანდია
  • აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 745 მილიონი აშშ დოლარი[1][2][3]
შემოსავალი 2.759.130.028 აშშ დოლარი
საიტი

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მარტინ ფრიმენი (ბილბო ბეგინსი)[4] და რიჩარდ არმიტიჯი (თორინ მუხისფარი). გადაღებებში ასევე მონაწილეობას მიიღებს ბეჭდების მბრძანებლის რამდენიმე ვარსკვლავი - იენ მაკ-კელენი (განდალფი), ენდი სერკისი (გოლუმი), ელაიჯა ვუდი (ფროდო ბეგინსი), კეიტ ბლანშეტი (გალადრიელი), კრისტოფერ ლი (სარუმანი), ჰუგო უივინგი (ელრონდი), იენ ჰოლმი (მოხუცი ბილბო ბეგინსი) და ორლანდო ბლუმი (ლეგოლასი). მუსიკას ფილმისათვის ოსკარის მფლობელი კომპოზიტორი ჰოვარდ შორი წერს, რომელსაც ეკუთვნის „ბეჭდების მბრძანებლის“ მუსიკალური თემებიც.[5][6]

ფილმის პირველი ნაწილის სათაურია „ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა“, მეორე ნაწილის სათაური იქნება - „ჰობიტი: სმაუგის ნაოხარი“, ხოლო მესამეს - „ჰობიტი: ხუთი ლაშქრის ბრძოლა“. სამივე ნაწილის გადაღება მიმდინარეობდა ერთდროულად. გადაღებები დაიწყო 2011 წლის 21 მარტს, ახალ ზელანდიაში[7] პირველი ფილმის პრემიერა დაგეგმილი 2012 წლის 14 დეკემბერს და 2013 წლის 13 დეკემბერს.[8]

სიუჟეტი

როლები

აქ წარმოდგენილია მსახიობები, რომლებიც ტრილოგიაში მონაწილეობენ:

პერსონაჟიფილმი
მოულოდნელი მოგზაურობასმაუგის ნაოხარიხუთი ლაშქრის ბრძოლა

თორინი და რაზმი

ბილბო ბეგინსიმარტინ ფრიმენი
ბალინიკენ სტოტი
ბიფურიუილიამ კირჩერი
ბოფურიჯეიმზ ნესბიტი
ბომბურისტივენ ჰანტერი
დორიმარკ ჰედლოუ
დვალინიგრემ მაკ-ტევიში
ფილიდინ ო'გორმენი
განდალფ რუხიიენ მაკ-კელენი
გლოინიპიტერ ჰემბლტონი
კილიეიდენ ტერნერი
თორინ მუხისფარირიჩარდ არმიტიჯი
ოინიჯონ კელენი
ორიადამ ბრაუნი
ნორიჯედ ბროფი

მაზრა და შუაველი

ტროლი ბერტიმარკ ჰედლოუ
ტროლი უილიამიპიტერ ჰემბლტონი
ელრონდიჰუგო უივინგი
გალადრიელიკეიტ ბლანშეტი
ლინდირიბრეტ მაკ-კენზი
რადაგასტ ჟღალისილვესტერ მაკ-კოი
სარუმან თეთრიკრისტოფერ ლი
ტროლი ტომიუილიამ კირჩერი

ბნელტევრი და ტბისპირა ქალაქი

ალფრიდირაიან კეიჯი
ბეორნიმიკაელ პერსბრანდტი
ბარდილუკ ევანზი
გელიონიკრეიგ ჰოლი
ლეგოლასიორლანდო ბლუმი
ტბისპირა ქალაქისთავისტივენ ფრაი
ტაურიელიევანჯელინ ლილი
თრანდუილილი პეისი

ველი და ერებორი

სმაუგი ბენედიქტ კამბერბეჩი
გირიონილუკ ევანზი 
დაინ II რკინისტერფი ბილი კონოლი
თრორიჯეფრი თომასი 
თრაინ IIმაიკ მიზრაი (მოხუცი)
თომას რობინსი (ახალგაზრდა)
ენტონი შერი 

ნისლიანი მთები და დოლ გულდური

ნეკრომანტი/საურონიბენედიქტ კამბერბეჩი
აზოგიმანუ ბენეტი
ბოლგიკონან სტივენსილოურენს მაკოურიჯონ ტუი
ფიმბულისტივენ იური 
გოლუმიენდი სერკისი 
დიდი გობლინიბარი ჰამფრიზი 
გადამწერი გობლინიკირან შაჰი 
გრინასტივენ იური 
ნარზუგი ბენ მიჩელი 
იაზნეგიჯონ როულზი 

პროლოგი

ფროდო ბეგინსიელაიჯა ვუდი 
ბილბო ბეგინსიიენ ჰოლმი იენ ჰოლმი
ბელადონა (ტუკ) ბეგინსისონია ფორბს-ადამი 
გერონტიუს მოხუცი ტუკიდენ ჰენა 
ბატერბერი უფროსი რიჩარდ აუიტსაიდი 
ბეტსი ბატერბერი კეიტი ჯექსონი 
ბილ გვიმრა უფროსი დალას ბარნეტი 
ელამი მეტ სმითი 

მოსამზადებელი ეტაპი

პიტერ ჯექსონისა და ფრენ უოლშის დაინტერესებაზე ტოლკინის ამ ნაწარმოებით ჯერ კიდევ 1995 წელს იყო ცნობილი. თავდაპირველად, ფილმი უნდა ყოფილიყო ტრილოგიის ნაწილი - დანარჩენი ორი ფილმი, შესაბამისად, ბეჭდების მბრძანებლის მოვლენებზე იქნებოდა აგებული. პრობლემები მაშინ გაჩნდა, როდესაც ჯექსონის პროდიუსერმა, ჰარვი ვაინშტეინმა აღმოაჩინა, რომ სოულ ზენცს გააჩნდა ყველა უფლება ჰობიტზე, მაგრამ გავრცელების უფლება ჰქონდა მხოლოდ კომპანიას United Artists. ვაინშტეინმა ვერ შეიძინა ეს უფლებები და სთხოვა პიტერს, გაეგრძელებინა მუშაობა ბეჭდების მბრძანებელზე. კომპანიამ MGM შეიძინა United Artists, ამასობაში კი კომპანია New Line ცდილობდა ბეჭდების მბრძანებლის ეკრანიზაციის უფლებების მოპოვებას. მას ჰქონდა შეზღუდული დროით უფლება ჰობიტის ეკრანიზაციაზე და ეს უფლება იწურებოდა 2010 წელს.

2005 წლის მარტში ჯექსონმა სასამართლოში უჩივლა New Line-ს[9]. მან განაცხადა, რომ კომპანიამ დააკლო მის ჰონორარს დიდი თანხა - და ეს ეხებოდა ფილმების გავრცელებისა და კომპიუტერული თამაშებიდან შემოსულ თანხებს. ჯექსონს იმედი ჰქონდა, რომ New Line დაივიწყებს ამ კონფლიქტს და ჰობიტს კვლავ მას ანდობს. მიუხედავად ამისა, კომპანიის თანადამაარსებელი, რობერტ ში, გაღიზიანებული იყო ამ ისტორიით და 2007 წლის იანვარში განაცხადა, რომ ჯექსონი უკვე არასოდეს იქნება კომპანიის რომელიმე ფილმის რეჟისორი, რადგანაც იგი მეტად ხარბია.[10] მაგრამ 2007 წლის აგვისტოში იგი ცდილობდა რეჟისორთან ურთიერთობის აღდგენას. მან განაცხადა: "მე პატივს ვცემ და ვაფასებ პიტერს და ვისურვებდი, რომ იგი შემოქმედებითად ჩართულიყო ჰობიტის ეკრანიზაციაში." შემდეგ თვეში კომპანია New Line დაჯარიმდა 125.000 აშშ დოლარით, რადგან არ წარმოადგინა საჭირო დოკუმენტები.[11]

16 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯექსონი იქნება ფილმისა და მისი მეორე ნაწილის პროდიუსერი. New Line და MGM ოფიციალურად დასახელდნენ, როგორც ეკრანიზაციის თანადამფინანსებლები, ხოლო MGM-ს უნდა ეზრუნა ფილმების ამერიკის გარეთ დისტრიბუციაზე. ყოველი ფილმის ბიუჯეტი დღეისათვის დაახლოებით 150 მილიონ დოლარს შეადგენს[12], იმ დროს, როდესაც ჯექსონის წინა კინოტრილოგიის ყოველი ფილმის ბიუჯეტი 94 მილიონ აშშ დოლარამდე ადიოდა.

2008 წლის თებერვალში New Line შეუერთდა კომპანიას Warner Bros. და ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ ფილმები გამოვიდოდა 2011 და 2012 წლების დეკემბრის თვეებში (ისევე როგორც 'ბეჭდების მბრძანებლის' ტრილოგია). აგრეთვე გახდა ცნობილი, რომ პროდიუსერი მარკ ორდესკი დაბრუნდება საპროდიუსერო გუნდში. რაც შეეხება ჯექსონს, იგი დასჯერდა პროდიუსერის პოზიციას ერთადერთი მიზეზით - ფილმი არ იქნებოდა დამაკმაყოფილებელი ტრილოგიასთან შედარებით.[13]

გილერმო დელ ტოროს თქმით, ის ჯექსონის ტრილოგიის დიდი მოყვარული იყო და 2005 წელს აპირებდა ფილმის Halo პიტერთან ერთად გადაღებას. პროექტის შეჩერების შემდეგ ისინი ერთმანეთს კვლავ ეკონტაქტებოდნენ. თუმცა, 2006 წლის ინტერვიუში დელ ტორომ ახსენა, რომ არ უყვარს პატარა კაცუნები და დრაკონები, ბალნიანი ფეხები, ჰობიტები, ხმლები და ა.შ. და ეზიზღება ასეთი თემები. მაგრამ 2008 წლის აპრილში, პროექტზე რეჟისორის სახით ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ დელ ტორომ საიტის TheOneRing.net ფორუმზე გამოაქვეყნა თემა, სადაც საუბრობდა, რომ ბავშვობაში 'ჰობიტმა' ის მოაჯადოვა, მაგრამ ტოლკინის სხვა წიგნებმა არ დააინტერესეს, რადგან შეიცავდნენ გეოგრაფიული და გენეალოგიური ცნობების დიდ რაოდენობას, რაც მისთვის მეტად რთული აღმოჩნდა. მისივე თქმით, რეჟისორად დამტკიცების შემდეგ ის კვლავ კითხულობდა წიგნს და უფრო მეტი ინტერესით, მით უმეტეს, რომ მას ძალიან მოსწონს ფენტეზი.

გადაღების წინ მოსამზადებელი პერიოდი დაიწყო 2008 წლის აგვისტოში, როდესაც დელ ტორო, ჯექსონი, ფრენ უოლში და ფილიპა ბოიენსი განმარტობდნენ სცენარების წერაში. დელ ტორო არ იმყოფებოდა ახალ ზელანდიაში და მათ ვიდეოკონფერენციის მეშვეობით უკავშირდებოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში ის უერთდებოდა მათ, წერდა სცენარს, ათვალიერებდა ტოლკინთან დაკავშირებულ მასალებს. ასევე ის დიდი ინტერესით შეუდგა პირველი მსოფლიო ომის შესახებ დოკუმენტური ფილმების შესწავლას.

2008 წლის ნოემბრისათვის ოთხეულს კვირაში ერთხელ სცენარში ახალი ცვლილებები შეჰქონდა. შემდგომში სცენარზე მუშაობის პერიოდი გაიზარდა დღეში 12 საათამდე. ამ პერიოდში შემოქმედებითმა ჯგუფმა საბოლოოდ განსაზღვრა ფილმების სტრუქტურა. 2009 წლის პირველ თვეებში სცენარის წერა იწყებოდა დილის 8:30-ზე და მთავრდებოდა დღის 3 საათზე. ამის შემდეგ დელ ტორო ხვდებოდა კომპანიის Weta Workshop დიზაინერულ ჯგუფს. გადაწყდა, რომ 2010 წლის განმავლობაში გადაღებებს ადგილი ექნებოდა ახალ ზელანდიაში. ამასთან, აღდგენილი იქნებოდა ჰობიტონის ხელოვნურად გაშენებული დასახლება, მატამატაში. ჯექსონისგან ცნობილი გახდა, რომ კვლავ იქნებოდა გამოყენებული როგორც შუაველის, ასევე ბეგ ენდის დეკორაციებიც. ორი ფილმის გადაღების შორის არსებული პაუზა დელ ტოროს საშუალებას მისცემდა, დაემონტაჟებინა პირველი ფილმი. ფილმის გადასაღებად განსაზღვრული იყო 370 დღე.[14]

2009 წლის ნოემბერში ჯექსონმა განაცხადა, რომ სცენარი არ იქნებოდა დასრულებული 2010 წლამდე, რის გამოც ფილმის გადაღებები იმავე წლის ზაფხულამდე გადაიდებოდა. აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ ფილმის კასტინგი ჯერ არ ჩატარებულა[15]. 2010 წლის 22 იანვარს ალან ჰორნმა განაცხადა, რომ ფილმი არ გამოვიდოდა 2012 წლის ბოლომდე.[16]

დელ ტოროს ხედვა

დელ ტორო და ჯექსონი ერთად მუშაობისას ერთმანეთის მიმართ დადებითად იყვნენ განწყობილნი. ასევე ნაყოფიერი გამოდგა მათი შემოქმედებითი თანამშრომლობა. ისინი თანხმდებოდნენ სხვადასხვა სადავო საკითხებში.

დელ ტორო თვლიდა, რომ შეუძლია ყველა ფილმის რეჟისორის სახით გადაღებ მოედანზე მუშაობა[17], თუმცა ჯექსონი აცხადებდა, რომ მზად არის, დაჯდეს სხვა გადასაღებ მოედნებზე, დამატებითი რეჟისორის სახით. დელ ტორო აპირებდა ოპერატორ გილერმო ნავაროსთან მუშაობას. ისევე როგორც ჯექსონი, გილერმოც მომცრო მოდელების გადიდების დიდი მოყვარულია[18], თუმცა მის გეგმებში შედიოდა ანიმატრონიკის გამოყენება. რამდენიმე პერსონაჟის გაცოცხლება სწორედ ამ ტექნოლოგიით იგეგმებოდა, რასაც კომპიუტერული ეფექტებიც დაემატებოდა. გოლუმი კვლავ იგივე რჩებოდა. გილერმო აღნიშნავდა: "თუკი არ გაფუჭებულა, რა საჭიროა მისი შეკეთება?".

დელ ტოროს ხედვით, ფილმის მოვლენები უნდა განვითარებულიყო სამყაროში, რომელიც ბევრად უფრო უნაკლოა, ვიდრე გვიანდელ პერიოდში. ფილმის მანძილზე დაგეგმილი იყო მაყურებლის უფრო ნათელი გარემოდან ბნელში გადაყვანა, ისე როგორც ეს წიგნში ხდება.[19] გილერმოს აზრით, მთავარი თემა უნდა ყოფილიყო უბიწოების თანდათან გაქრობა.

დელ ტორო შეხვდა ’ბეჭდების’ მხატვრებს, ჯონ ჰაუსა და ალან ლის. კომპანიის Weta დირექტორი რიჩარდ ტეილორი და გრიმიორი ჯინო აჩევედო ასევე შეხვდნენ მას, რათა განეხილათ წინა ფილმების ვიზუალური მხარეების შენარჩუნების საკითხები. დელ ტორო ასევე თანამშრომლობდა კომიქსების მხატვრებთან, რომლებიც განავრცობდნენ ჰაუსა და ლის სტილისტიკას.

რეჟისორის თქმით, თავის რომანში ტოლკინმა ჯერ არ იცოდა, რომ ბილბოს მიერ ნაპოვნი ბეჭედი ბოროტების მატარებელია. ამიტომ ფილმში დაგეგმილი იყო ყურადღების გამახვილება მის მეორე მხარეზეც, თუმცა რომანისგან განსხვავება უმნიშვნელო იქნებოდა. ჯუჯებს ასევე უნდა ჰქონოდათ ერთმანეთისგან გამორჩეული, ინდივიდუალური ხასიათები. გილერმოს დაგეგმილი ჰქონდა გობლინებისა და ვარგების საკუთარი დიზაინის შექმნა, ხოლო ბნელტევრის ობობები უნდა ყოფილიყო განსხვავებული ბაბაჭუაისგან. დელ ტოროს აზრით, აუცილებელი იყო ვარგების შეცვლა, ვინაიდან ნორვეგიულ მითოლოგიაში კლასიკური დემონური ტიპის მგელი არ ჰგავს ჰიენებს.[20] იგი ასევე ხაზს უსვამდა დრაკონ სმაუგის იერს - მისი თქმით, ჯონ ჰაუს ილუსტრირებული დრაკონი თითქმის ახლოს იყო მის ხედვასთან

დელ ტოროს ასევე დაგეგმილი ჰქონდა ფილმში, ისევე როგორც რომანში, ცხოველთა საუბრების გამოყენება. სმაუგს არ უნდა ჰქონოდა აბზეკილი პირი, რათა საუბრისას ტემბრი დამაეჭვებელი ჰქონოდა. დელ ტორო თავად არის დრაკონების დიდი მოყვარული, რაზეც არაერთხელ უსაუბრია.

მშვილდოსან ბარდსა და ბილბო ბეგინსზე და ხუთი ლაშქრის ბრძოლაში მათ მონაწილეობაზე საუბრისას დელ ტორო და ჯექსონი თანხმდებოდნენ, რომ ეს ადგილები ფილმში უნდა ყოფილიყო ’ნაკლებად კინემატოგრაფიული’, მაგრამ ბილბოს გამოღვიძება ბრძოლის შემდეგ უნდა ყოფილიყო ’ზღაპრის ეფექტის მატარებელი’.

დელ ტოროს მიერ პროექტის დატოვება

2010 წელს დელ ტორომ, ფილმზე მუშაობის დაწყების შეფერხების გამო, დატოვა პროექტი. 28 მაისს პრეს-კონფერენციაზე მან ისაუბრა, რომ კომპანიის Metro-Goldwyn-Mayer ფინანსური პრობლემების გამო, პროექტს იმ მომენტამდე ჯერ არ ’აუნთეს მწვანე შუქი’: "დაწყების თარიღი ვერ განისაზღვრება, სანამ არ მოგვარდება MGM-ის სიტუაცია. ყველა პერსონაჟის დიზაინი შექმნილია. დეკორაციები და კოსტუმები მზად არის. შეიქმნა მოძრავი არსებები და დაიგეგმა ხანგრძლივი ეპიზოდები, აგებული მოქმედებებზე. გვაქვს შემზარავი და სასაცილო ეპიზოდები და მზად ვართ დაწყებისათვის, მაგრამ ყველაფერი კვლავ უცნობია, სანამ არ გაირკვევა MGM-ის საკითხი".[21] ორი დღის შემდეგ რეჟისორისგან ცნობილი გახდა, რომ გამომდინარე მიმდინარე შეფერხებებიდან, მან მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა პროექტი, ვინაიდან სხვა სარეჟისორო და საპროდიუსერო გეგმებიც ჰქონდა. მისი თქმით, ახალ რეჟისორს იგი მთლიანად უჭერდა მხარს.[22] ინტერნეტ-მედიაში დაიწყო საუბრები სავარაუდო რეჟისორებზე. ბუნებრივი იყო, რომ სტუდიები ამ მოვალეობის შემსრულებლად კვლავ ჯექსონის ხილვას ისურვებდნენ, თუმცა, ჭორების მიხედვით, შესაძლო კანდიდატებს შორის ასევე იყვნენ: ნილ ბლომკემპი, დევიდ იეიტსი, ბრეტ რეტნერი და დევიდ დობკინი.[23]

ფილმის მოლოდინში დაღლილი კინომანებისა და ტოლკინის მოყვარულების მხრიდან დელ ტოროს წასვლის გამო ნეგატიურმა რეაქციამ არ დააყოვნა. გამოითქვა აზრი, რომ უმჯობესი იქნებოდა, MGM-ს (რომელიც მთელ ამ პროექტში სადისტრიბუციო მოვალეობას შეასრულებდა), უფლებები ფილმზე კომპანიისათვის Warner Brothers მიეყიდა. 27 ივლისს დელ ტორომ უპასუხა განრისხებულ საზოგადოებას, განაცხადა რა, რომ "საქმე არა მხოლოდ MGM-შია. ეს არის ძალიან რთული ფილმები, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად".[24]

2010 წლის 25 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სტუდიები ესაუბრებოდნენ ჯექსონს, რათა მას რეჟისორის სკამი დაეკავებინა[25]. 16 ოქტომბერს კომპანიებმა New Line Cinema და Warner Bros. გამოაქვეყნეს პრეს-რელიზი, სადაც დადასტურდა, რომ ჯექსონი საბოლოოდ იქნა დამტკიცებული რეჟისორად, ხოლო ფილმი 3-D ფორმატში იქნება გადაღებული.[26] გარდა ამისა, ფილმს საბოლოოდ ’აუნთეს მწვანე შუქი’. პირველი გადაღებები დაიგეგმა 2011 წლის თებერვლისათვის.[27] ჯექსონის თქმით, "ტოლკინის შუახმელეთის კვლევა უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ფილმის გადაღება. ეს არის მოგზაურობა წარმოსახვაში, მშვენიერებასა და დრამატულობაში."[28]

ინდუსტრიული დავა ახალ ზელანდიაში

ფილმის გადაღება რისკის ქვეშ დააყენა მსახიობთა საერთაშორისო ფედერაციამ. 2010 წლის 24 ნოემბერს მან გამოაქვეყნა განცხადება, სადაც მოუწოდებდა თავის წევრებს, არ დათანხმებულიყვნენ ფილმში ’ჰობიტი’ გადაღებებზე. მიზეზი იყო ის, რომ თითქოს ფილმის შემქმნელები მათ არ აკმაყოფილებდნენ ფედერაციის მიერ დადგენილი საკონტრაქტო პირობებით.[29] ამას ემატებოდა ასეთი მსახიობების ფედერაციის გარიცხვის მუქარაც. პასუხად ამაზე, Warner Bros და New Line Cinema აცხადებდნენ, რომ ფილმის გადაღება, ასეთ შემთხვევაში, სხვა ქვეყანაში იქნება გადატანილი, ჯექსონი კი აკონკრეტებდა ადგილებსაც - აღმოსავლეთ ევროპას.[30] 2010 წლის 25 ოქტომბერს ათასობით ახალმა ზელანდიელმა მიიღო მონაწილეობა საპროტექსო აქციებში, ფილმის მათ ქვეყანაში გადაღების მოთხოვნით. ამას ემატებოდა დასაბუთებაც - ის, რომ ფილმის სხვაგან გადაღება ქვეყანას, ამ შემთხვევაში, 1.5 მილიარდი აშშ დოლარით დააზარალებდა.[31] ორი დღის მანძილზე კომპანიების წარმომადგენლები ესაუბრებოდნენ ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრ ჯონ კეის და საბოლოოდ, 27 ოქტომბერს, შეთანხმდნენ, რომ გადაღებებს კვლავ ახალ ზელანდიაში შედგებოდა. ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ საკუთარ თავზე აიღო კონტრაქტორებსა და დასაქმებულებს შორის გაუგებრობის მოგვარება.[32][33]

წარმოება

პოსტ-წარმოება

მუსიკა

ჰოვარდ შორი, ფილმის „ბეჭდების მბრძანებელი“ მუსიკის ავტორი, მუშაობდა „ჰობიტის“ საუნდტრეკზე. ჩაწერა დაიწყო 2012 წლის 20 აგვისტოს, ლონდონის ფილარმონიული ორკესტრის მონაწილეობით. საუნდტრეკი გამოიცემა ლეიბლზე WaterTower Music, 2012 წლის 11 დეკემბერს.

საუნდტრეკის ჩაწერაში ასევე მონაწილეობდნენ მუსიკოსი ნილ ფინი და ჯუჯების როლის შემსრულებელი მსახიობები.

მარკეტინგი

მოულოდნელი მოგზაურობა

ფილმის „ჰობიტი - მოულოდნელი მოგზაურობა“ პირველი პოსტერი

რამდენიმე თვის მანძილზე ოფიციალურად გამოქვეყნდა რვა 10 წუთიანი ვიდეორგოლი ფილმის გადაღებების შესახებ. მსგავსი რგოლები გავრცელდება მომავალშიც.

„ჰობიტის“ პირველი ოფიციალური ტრეილერი ნაჩვენები იქნა ფილმის „ტენტენის თავგადასავლები“ ამერიკული პრემიერის ფარგლებში [34] და იმავე დღეს ინტერნეტ სივრცეში იქნა განთავსებული.

სათამაშოები

2012 წლის მაისიდან ოფიციალურად მზადდება „ბეჭდების მბრძანებელსა“ და „ჰობიტზე“ აგებული Lego-ს სათამაშოების სერია.[35][36][37] რამდენიმეწლიანი კონტრაქტის მიხედვით, Lego გამოსცემს პერსონაჟებს, მოქმედების ადგილებსა და თემატურ კრებულებს, რომლებიც ფილმის „ჰობიტი“ სიუჟეტს მოიცავს. ასევე გამოვიდა სათამაშოების სერია, რომელიც აგებულია მთლიანად „ბეჭდების მბრძანებლის“ კინოტრილოგიაზე. პირველი სურათები ამ სერიიდან გავრცელდა 2011 წლის 20 დეკემბერს.[38][39]

ვიდეო თამაშები

Warner Bros. Interactive Entertainment ფლობს უფლებას, გამოსცეს ვიდეო თამაში „ჰობიტის“ მიხედვით, მას შემდეგ, რაც 2008 წელს ლიცენზია „ბეჭდების მბძანებელზე“ ამოეწურა კომპანიას Electronic Arts. როდესაც დელ ტორო ჯერ კიდევ ფილმის რეჟისორი იყო, მისგან ცნობილი გახდა, რომ თამაში არ მიეძღვნებოდა ფილმს, არამედ იქნებოდა დამოუკიდებელი პროდუქტი, რომელიც მისი გამოსვლის შემდცეგ გამოჩნდებოდა. დელ ტორომ ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისურვებდა თამაშის შექმნაში მონაწილეობას, ეს მის სამუშაო გრაფიკთან უთანხმოებაში იქნებოდა.[40] 2011 წლის ოქტომბვერში, Warner Bros.-მა დაადასტურა, რომ „ჰობიტი“ თამაშის სახით გამოიცემა 2012 წელს, პირველი ფილმის გამოსვლამდე.[41] მიუხედავად ამისა, ჯერ არ არის ცნობილი, უკავშირდება თუ არა ეს თამაში ფილმს.[42]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი