21 (ადელის ალბომი)

ადელის ალბომი

21 — ინგლისელი მომღერალ ადელის მეორე სტუდიური ალბომი. 2011 წლის 24 იანვარს ევროპაში[1], ხოლო 2011 წლის თებერვალში ჩრდილოეთ ამერიკაში გამოცემული ეს ალბომი სათაურს ატარებს მუსიკოსის ასაკის მიხედვით - მისი ჩაწერის პერიოდში ადელი 21 წლის იყო. დისკში ჟღერს როგორც ხალხური მუსიკის ელემენტები, ასევე Motown-ის ტიპის სოული, რომელსაც უკვე ჰქონდა ადგილი წინა ალბომზე 19. გარდა ამისა, მომღერალზე ალბომის შექმნისას გავლენა იქონია ქანთრიმ და სამხრეთულმა ბლუზმა, რომელსაც 2008-2009 წლებში ჩრდილოეთ ამერიკული ტურნეს An Evening with Adele პერიოდში გაეცნო. დისკი იწერებოდა პატრნიორთან გაცილების შემდეგ და მასში აირეკლა რამდენიმე თემა, რომელთა შორის არის რისხვა, შურისძიება, გულგატეხილობა, თვითგანსჯა და პატიება.

21
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 19 იანვარი, 2011 (2011-01-19)
ჩაიწერა მაისი 2009 – ოქტომბერი 2010; სტუდიები AirStudios, Angel, Eastcote, Harmony, Metropolis, Myaudiotonic, Patriot, Serenity Sound, Shangri La, Sphere, Wendyhouse Productions
ჟანრი პოპ მუსიკა, სოული, თანამედროვე რიტმ ენდ ბლუზი, ინდი პოპი
ხანგრძლივობა 48:12
ლეიბლი XL
პროდიუსერი ჯიმ ებისი, ადელი, პოლ ეპუორთი, რიკ რუბინი, ფრეიზერ ტ. სმითი, რაიან ტედერი, დენ უილსონი
ადელი — ქრონოლოგია
19
(2008)
21
(2011)
Live at the Royal Albert Hall
(2011)
სინგლები ალბომიდან 21
  1. „Rolling in the Deep“
    გამოცემის თარიღი: 29 ნოემბერი 2010
  2. „Someone like You“
    გამოცემის თარიღი: 24 იანვარი 2011
  3. „Set Fire to the Rain“
    გამოცემის თარიღი: 4 ივლისი 2011
  4. „Rumour Has It“
    გამოცემის თარიღი: 5 ნოემბერი 2011
  5. „Turning Tables“
    გამოცემის თარიღი: 5 ნოემბერი 2011
პროფესიონალური რეიტინგები
საერთო ქულები
წყარორეიტინგი
Metacritic76/100
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic3.5/5 stars
The A.V. ClubA−
BBC Musicკეთილგანწყობილი
The Daily Telegraph5/5 stars
The Guardian4/5 stars
NME6/10
Q4/5 stars
Rolling Stone3.5/5 stars
Spin8/10
The Village Voiceკეთილგანწყობილი

21-ის ჩაწერა დაიწყო 2009 წლის აპრილში, როდესაც ჯერ კიდევ შეყვარებულთან ურთიერთობა ჰქონდა. სადებიუტო ალბომის წარუმატებლობის გამო ადელმა გადაწყვიტა უფრო რიტმული და თანამედროვე ტიპის დისკის ჩაწერა. მიუხედავად ამისა, სტუდიური სესიები წარუმატებელი იყო, ვინაიდან შთაგონებას ადგილი არ ჰქონდა. ჩაწერა განახლდა პარტნიორთან განშორების შემდეგ, როდესაც ადელმა გულგატეხილობისა და დეპრესიის შედეგად სიმღერებში სხვა ემოციები შეიტანა. იგი თანამშრომლობდა სხვადასხვა ავტორთან და პროდიუსერთან, რომელთა შორის იყვნენ Columbia Records-ის თანაპროდიუსერი რიკ რუბინი, ფრეიზერ ტ. სმითი, რაიან ტედერი, დენ უილსონი, ჯიმ ებისი და პოლ ეპუორთი.

კრიტიკოსების მიერ დადებითად შეფასებულმა მინიმალისტური პროდიუსერული ნაშრომის, აუთენტურობისა და ადელის ვოკალური შესაძლებლობების მიხედვით, 21-მა გაამართლა ინდი ლეიბლის XL Recordings მოლოდინი და 2011 წელს მოულოდნელი წარმატება მოიპოვა. იგი ჩარტების სათავეებში 30-ზე მეტ ქვეყანაში იმყოფებოდა და შეტანილია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის 2012 წლის გამოცემაში. იგი იქცა XXI საუკუნის ერთ-ერთ ბრიტანულ ბესტსელერად. ბრიტანეთის ალბომების ჩარტის სათავებში ზედიზედ 23 კვირის მანძილზე ყოფნით მან რეკორდი დაამყარა, როგორც მომღერალი ქალის მიერ ჩაწერილმა დისკმა. სინგლები Rolling in the Deep, Someone Like You და Set Fire to the Rain მსოფლიო #1 ჰიტებად იქცნენ, ხოლო Rumour Has It და Turning Tables მოხვდნენ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საუკეთესო 20-ეულებში.

2012 წლის ივნისისათვის გაყიდული 22 მილიონი ასლით,[2][3] 21 იქცა 2011 წლის ყველაზე გაყიდვად მუსიკალურ ჩანაწერად და გამოაცოცხლა აშშ-სა და ბრიტანეთში მუსიკალურ ინდუსტრიაში ჩანაწერების გაყიდვა. კრიტიკოსები ალბომის წარმატებას მსოფლიოს მასშტაბით მსმენელებთან ერთად და აშშ-ში მისი წარმატება შეაფასეს, როგორც გულახდილი სექსუალური და ჟღერადობის მხრივ მედიდური სტატუს-კვოსგან გადადგმული ნაბიჯი. 2012 წელს ალბომმა მოიპოვა „გრემი“ და ბრიტანული მუსიკის ჯილდო წლის ალბომის კატეგორიაში.

სიმღერების სია

სიმღერების სია ოფიციალურად გამოქვეყნდა ბრიტანულ iTunes-ზე, 2010 წლის 30 ნოემბერს.

#სახელწოდებაავტორ(ებ)იპროდიუსერ(ებ)იხანგრძლივობა
1.„Rolling in the Deep“ადელ ედკინსი, პოლ ეპუორთიეპუორთი3:49
2.„Rumour Has It“ედკინსი, რაიან ტედერიტედერი3:43
3.„Turning Tables“ედკინსი, ტედერიჯიმ ებისი4:10
4.„Don't You Remember“ედკინსი, დენ უილსონირიკ რუბინი4:03
5.„Set Fire to the Rain“ედკინსი, ფრეიზერ ტ. სმითისმითი4:01
6.„He Won't Go“ედკინსი, ეპუორთირუბინი4:37
7.„Take It All“ედკინსი, ფრენსის უაიტიებისი3:48
8.„I'll Be Waiting“ედკინსი, ეპუორთიეპუორთი4:01
9.„One and Only“ედკინსი, უილსონი, გრეგ უელსირუბინი5:48
10.„Lovesong“რობერტ სმითი, საიმონ გელეპი, როჯერ ო'დონელი, პორლ თომპსონი, ლოლ ტოლჰერსტი, ბორის უილიამსირუბინი5:16
11.„Someone Like You“ედკინსი, უილსონიუილსონი, ედკინსი4:47

ჩარტები

ყველა დროის ჩარტები

ჩარტი (ყველა დროის)პოზიცია
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[36]4
აშშ Billboard 200[37]1

წლის საბოლოო ჩარტები

ჩარტი (2012)პოზიცია
არგენტინის ალბომების ჩარტი[62]1
ავსტრალიის ალბომების ჩარტი[63]3
ავსტრიის ალბომების ჩარტი[64]1
ბელგიის ალბომების ჩარტი (ფლანდრია)[65]1
ბელგიის ალბომების ჩარტი (ვალონია)[66]1
ბრაზილიის ალბომების ჩარტი[67]6
კანადის ალბომების ჩარტი [68]1
დანიის ალბომების ჩარტი[69]5
ჰოლანდიის ალბომების ჩარტი[70]1
ფინეთის ალბომები (Suomen virallinen lista)[71]5
საფრანგეთის ალბომების ჩარტი[72]1
გერმანიის ალბომების ჩარტი[73]3
უნგრეთის ალბომების ჩარტი[74]6
იტალიის ალბომების ჩარტი[75]2
ირლანდიის ალბომების ჩარტი[76]7
მექსიკის ალბომების ჩარტი[77]2
ახალი ზელანდიის ალბომების ჩარტი[78]1
რუსეთის ალბომების ჩარტი[79]4
ესპანეთის ალბომების ჩარტი[80]4
შვედეთის ალბომების ჩარტი[81]15
შვეიცარიის ალბომების ჩარტი[82]1
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[83]2
აშშ Billboard 200[84]1

ჩარტი (2013)პოზიცია
არგენტინის ალბომების ჩარტი[85]39
ავსტრალიის ალბომების ჩარტი[86]60
ავსტრიის ალბომების ჩარტი[87]63
ბელგიის ალბომების ჩარტი (ფლანდრია)[88]8
ბელგიის ალბომების ჩარტი (ვალონია)[89]32
კანადის ალბომების ჩარტი[90]21
დანიის ალბომების ჩარტი[91]48
ჰოლანდიის ალბომების ჩარტი[92]23
გერმანიის ალბომების ჩარტი[93]100
იტალიის ალბომების ჩარტი[94]51
უნგრეთის ალბომების ჩარტი[95]35
ახალი ზელანდიის ალბომები (Recorded Music NZ)[96]18
შვედეთის ალბომების ჩარტი[97]93
შვეიცარიის ალბომების ჩარტი[98]15
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[99]72
აშშ Billboard 200[100]21
ჩარტი (2014)პოზიცია
ბელგიის ალბომების ჩარტი (ფლანდრია)[101]33
ბელგიის ალბომების ჩარტი (ვალონია)[102]108
ჰოლანდიის ალბომების ჩარტი[103]98
ახალი ზელანდიის ალბომები (RMNZ)[104]42
აშშ Billboard 200[105]76
ჩარტი (2015)პოზიცია
ავსტრალიის ალბომების ჩარტი[106]32
ჰოლანდიის ალბომების ჩარტი[107]26
იტალიის ალბომები (FIMI)[108]89
ახალი ზელანდიის ალბომები (Recorded Music NZ)[109]35
სამხრეთ კორეის საერთაშორისო ალბომები (Gaon)[110]17
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[111]45
აშშ Billboard 200[112]74
ჩარტი (2016)პოზიცია
ავსტრალიის ალბომები (ARIA)[113]29
კანადის ალბომები (Billboard)[114]25
დანიის ალბომები (Hitlisten)[115]43
ჰოლანდიის ალბომები (MegaCharts)[116]27
ახალი ზელანდიის ალბომები (RMNZ)[117]31
სამხრეთ კორეის საერთაშორისო ალბომები (Gaon)[118]10
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[119]49
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[120]47
აშშ Billboard 200[121]24

სერტიფიცირებები და გაყიდვები

რეგიონისერტიფიცირებაგაყიდვები
არგენტინა (CAPIF)[122]4× პლატინა160 000x
ავსტრალია (ARIA)[124]15× პლატინა1,105,000[123]
ავსტრია (IFPI Austria)[125]პლატინა20 000x
ბელგია (BEA)[126]6× პლატინა180 000*
კანადა (Music Canada)[128]ალმასი1,489,000[127]^
დანია (IFPI Denmark)[129]7× პლატინა140 000^
საფრანგეთი1,710,000[130]
გერმანია (BVMI)[131]8× პლატინა1 600 000^
საბერძნეთი (IFPI Greece)[132]პლატინა6 000^
უნგრეთი (MAHASZ)[133]პლატინა6 000x
ირლანდია270,000[134]
იტალია (FIMI)[135]8× პლატინა480 000*
იაპონია (RIAJ)[136]ოქრო100 000^
მექსიკა (AMPROFON)[137]თარგი:Certification Table Entry/MexicanAward300 000^
ნიდერლანდები (NVPI)[138]9× პლატინა450 000^
ახალი ზელანდია (RMNZ)[139]13× პლატინა195 000^
ნორვეგია (IFPI Norway)[140]პლატინა30 000*
პოლონეთი (ZPAV)[141]2× ალმასი200 000*
პორტუგალია (AFP)[142]2× პლატინა40 000x
სამხრეთი კორეა7,183[110][118]
ესპანეთი (PROMUSICAE)[143]5× პლატინა300,000^
შვედეთი (GLF)[144]3× პლატინა120 000^
შვეიცარია (IFPI Switzerland)[145]7× პლატინა210 000x
გაერთიანებული სამეფო (BPI)[147]16× პლატინა5,000,000[146]
აშშ (RIAA)[149]14× პლატინა11,800,000[148]
ჯამში
ევროპა (IFPI)[150]10× პლატინა10 000 000*
მსოფლიო35,000,000[151]

*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი