Blondie

Blondie — ამერიკული როკ-ჯგუფი, დაარსებული ვოკალისტ დები ჰარის და გიტარისტ კრის სტაინის მიერ.[1] იგი ამერიკაში იყო ახალი ტალღის და პანკ-როკის პიონერი, 1970-იან წლებში. მისი პირველი ალბომი შეიცავდა ორივე ჟანრის სიმღერებს. თუმცა, მიუხედავად დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში წარმატებისა, Blondie აშშ-ში ანდერგრაუნდულ ჯგუფად ითვლებოდა - სანამ 1978 წელს Parallel Lines-ს გამოსცემდა. შემდეგი სამი წლის განმავლობაში მათ დისკოგრაფიას რამდენიმე ჰიტ-სინგლი შეემატა[2], მათ შორის "Call Me", "Atomic" და "Heart of Glass". აღსანიშნავი იყო მათ მუსიკაში დისკოს,[3][4] პოპის,[3][4][5] რეპის,[4][6] და რეგის,[4] გამოჩენა, თუმცა კოლექტივი ახალი ტალღის მიმდინარეობას არასოდეს აცდენილა.

Blondie

ჯგუფი 1977 წელს, მარცხნიდან: გერი ვალენტაინი, კლემ ბერკი, დები ჰარი, კრის სტაინი და ჯიმი დესტრი
ბიოგრაფია
წარმოშობა ნიუ-იორკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 1974–1982
1997–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
  • Private Stock
  • Chrysalis
  • EMI
  • Beyond
  • BMG
  • Epic
  • Sanctuary
  • Eleven Seven
წევრები დები ჰარი
კრის სტაინი
კლემ ბერკი
ლი ფოქსი
მეტ კეტც-ბოენი
ტომი კესლერი
საიტი blondie.net
Blondie ვიკისაწყობში

ჯგუფი დაიშალა მეექვსე სტუდიური ალბომის The Hunter შემდეგ, 1982 წელს. დები ჰარიმ სოლო კარიერა დაიწყო, თუმცა რამდენიმე წელი აგრეთვე ზრუნავდა კრის სტაინზე, რომელიც მისი პარტრნიორიც იყო - მუსიკოსს დაუდგინეს კანის აუტოიმუნური დაავადება, პემფიგუსი.[7]

1997 წელს Blondie აღდგა, წარმატებულად დაბრუნდა სცენაზე და გამოსცა შემდგომში ბრიტანეთში #1 ჰიტად ქცეული "Maria".

მომდევნო წლების განმავლობაში Blondie-ს მსოფლიოში მრავალი კონცერტი აქვს ჩატარებული[8] და ის 2006 წელს შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.[9], ხოლო საერთო ჯამში გაყიდული ჩანაწერების რაოდენობა 40 მილიონს აღწევს[10][11] და კვლავ მატულობს.

დისკოგრაფია

სტუდიური ალბომები
  • Blondie (1976)
  • Plastic Letters (1978)
  • Parallel Lines (1978)
  • Eat to the Beat (1979)
  • Autoamerican (1980)
  • The Hunter (1982)
  • No Exit (1999)
  • The Curse of Blondie (2003)
  • Panic of Girls (2011)
  • Ghosts of Download (2014)
  • Pollinator (2017)

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი