Doom

Doom“ — პირველი პირის შუტერის ჟანრის ვიდეო თამაშების სერია, შემუშავებული id Software-ის და გამომცემული Bethesda Softworks-ის მიერ (უშვებს მეოთხე ნაწილიდან მოყოლებული). ადრე სერიას უშვებდნენ კომპანიები: GT Interactive („Doom “, „Doom II: Hell on Earth“) და Activision („Doom 3“). სერიის სიუჟეტი მიმდინარეობს „გაერთიანებული აერო კოსმიური კორპორაციის“ (ინგლ. Union Aerospace Corporation) ქვეშ მოქმედი უსახელო კოსმოსური დესანტის გარშემო (მოგვიანებით დუმგაით წოდებული), რომელიც იბრძვის მსოფლიოს გადასარჩენად ჯოჯოხეთიდან შემოჭრილი დემონთა ურდოს წინააღმდეგ.


სერიის ლოგო
ჟანრები პირველი პირის შუტერი
დეველოპერ(ებ)ი
  • ძირითადი
  • id Software (1993-დღემდე)
  • სხვა
  • Midway Games (1993–1997)
  • Nerve Software (2005)
გამომცემელი
  • GT Interactive (1993–1996)
  • Activision (2004–2005)
  • Bethesda Softworks (2010–დღემდე)
შემქმნელ(ებ)ი
  • ჯონ კარმაკი
  • ტომ ჰოლი
  • ჯონ რომერო
პლატფორმები
სია
თავდაპირველი პლატფორმა MS-DOS
პირველი გამოცემა „Doom“
10 დეკემბერი, 1993
ბოლო გამოცემა „Doom“
13 მაისი, 2016
სპინ-ოფები
  • „Final Doom“ (1996)
  • „Doom 64“ (1997)
  • „Doom RPG“ (2005)
  • „Doom Resurrection“ (2009)
  • „Doom II RPG“ (2009)
  • „DoomRL“ (2013)
ოფიციალური საიტი ოფიციალური

1993 წლის 10 დეკემბერს გამოსული სერიის პირველი თამაში „Doom“ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ვიდეო თამაშად, რომელსაც აქვს 3D გრაფიკა, ქსელური მრავალმოთამაშიანი გეიმპლეი და „Doom WAD“-ის ფორმატის მხარდაჭერა, სადაც ინახება თამაშის მონაცემები და რესურსები. ის აგრეთვე საშუალებას აძლევს მოთამაშეებს დამოუკიდებლად შექმნან სასურველი მოდიდიკაციეიბი. თამაშის პირველი ნაწილის გამოსვლას მოჰყვა სამი გაგრძელება: „Doom 2“ (გამოშვებული 1994 წლის 30 სექტემბერს), რომელიც დიდად არ განსხვავდება მისი წინამორბედისაგან, არც ტექნოლოგიური თვალსაზრისით და არც გრაფიკითა და გეიმპლეით. თუმცა კრიტიკოსებისგან დადებითად იქნა მიღებული და ფინანსურადაც წარმატებული აღმოჩნდა; „Doom 3“ (გამოცემული 2004 წლის 2 აგვისტოს) — ახალი თაობის სათამაშო პლტფორმებზე (Microsoft Windows, Linux, Mac OS X-სა, Xbox) გამოსული თამაში, რომელიც სრულიად განსხვავდება წინა სერიებისგან, სადაც გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგიბი. წინამორბედების მსგავსად იგი წარმატებული აღმოჩნდა კომერციულად და კრიტიკოსებისგან დადებითად იქნა მიღბული;[1] „Doom“ — სერიის კიდევ ერთი წარმატებული თამაში, რომელიც გამოიცა 2016 წლის 13 მაისს,[2] მერვე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლებისთვის.

თამაშების გარდა შემუშავებული იქნა მრავალი დამატება და მოდიფიკაცია, კომიქსები, ამავე სახელწოდების (2005) ერთი ფილმი, სამაგიდო თამაში („Doom: The Boardgame)“, სხვადასხვა სახის სპინოფები („Final Doom“ (1996), „Doom 64“ (1997), „Doom RPG“ (2005), „Doom Resurrection“ (2009), „Doom II RPG“ (2009), „DoomRL“ (2013). 2018 წლის 11 ივნისს დაანონსდა თამაშის მეხუთე ნაწილის „Doom Eternal“-ის გამოშვება,[3] რომელიც გამოვა Microsoft Windows-ის, PlayStation 4-ის, Nintendo Switch-ის, Xbox One-ისა[4] და Stadia-ს პლატფორმებზე.[5]

„Doom“-სერიას მიღებული აქვს უამრავი ჯილდო ვიდეო თამაშებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა საგამომცემლო ჟურნალ-გაზეთებისა თუ საიტებისგან. ჟურნალმა „Next Generation“ დუმის სერიას ყველა დროის ას საუკეთესოთა შორის მე-19 ადგილი მიუჩინა.[6] გამოსვლიდან დღემდე, თამაშის სერიის გაყიდვების სრული რაოდენობა შედგენს 10 მილიონ ეგზემპლარს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი