Nintendo Switch

ჰიბრიდული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი Nintendo-ს მიერ.

Nintendo Switch[ა]Nintendo-ს რიგით მეშვიდე ძირითადი ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც ცნობილია კოდური სახელწოდებით NX. მის შესახებ გაცხადდა 2016 წლის ოქტომბერში[4] და 2017 წლის 3 მარტს გამოვიდა მსოფლიოს მასშტაბით.[5][6] დეველოპერები Switch-ს მიიჩნევენ ჰიბრიდულ კონსოლად; ის დაპროექტებულია, ისე რომ შეუძლია შეასრულოს როგორც სახლის კონსოლის ფუნქცია, ასევე პლანშეტური კომპიუტერის ფუნქცია LCD სენსორული ეკრანის დახმარებით. კონსოლის რეჟიმში მუშაობს სპეციალურად შექმნილი ხელსაწყოს, დოკ-სადგურის მეშვეობით, ხოლო პლანშეტად გამოყენებისთვის საჭიროა მისი სადგურიდან ამოღება, ასევე შესაძლებელია სამაგიდო რეჟიმში დაყენება, რისი წყალობითაც თამაში შეუძლია რამდენიმე მოთამაშეს.[7][8][9]

Nintendo Switch
rameless
სხვა სახელწოდებები NX (კოდური სახელი)
შემქმნელი Nintendo
მწარმოებელი Nintendo PTD
ტიპი ჰიბრიდული კონსოლი
გამოშვების თარიღი
  • მსოფლიოში 3 მარტი, 2017
საცალო გაყიდვაში 2017-დღემდე
თავდაპირველი ფასი 299.99 აშშ დოლარი[1]
29,980 იენა (ფულის ერთეული)[1]
279.99 გირვანქა სტერლინგი
329.99 ევრო
გაიყიდა 111.08 მილიონი (30 ივნისი, 2022)[2]
მედია
ფიზიკ. და ციფრ.
ოპერაციული სისტემა Nintendo Switch-ის სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა
კვება 4,310 ამპერი საათში, 3.7 ვოლტიანი ლითიუმ-იონური ბატარეა
სისტემური ჩიპი Nvidia Tegra X1
პროცესორი რვა ბირთვიანი (4×ARM Cortex-A57 და 4×ARM Cortex-A53) @ 1.020 გჰც
მეხსიერება 4 გბ LPDDR4[3]
მეხსიერების საცავი შიდა ფლეშ მეხსიერება:32 გბ
მონიტორი

6.2 ინჩი, 1280 × 720p LCD @ 237 ppi

1080p-მდე HDMI-ის მეშვეობით დოკ რეჟიმში
გრაფიკა Nvidia GM20B Maxwell-ზე დაფუძნებული GPU @ 307.2 - 384 მჰც დოკ რეჟიმის გარეშე, 307.2 - 768 მჰც დოკ რეჟიმში
ხმა
  • Linear PCM 5.1 (HDMI-ით)
  • სტერეო სპიკერი
  • ყურსასმენების პორტი
კონტროლერის შეტანა Joy-Con
Pro Controller
სათითური სენსორული
კავშირი
სია
  • 2.4/5 გჰც 802.11ac Wi-Fi
    Bluetooth 4.1
    1 × USB 3.0 (დოკში)
    2 × USB 2.0 (დოკში)
    1 × USB Type-C (ერთეულზე)
წონა 297 გრამი (მხოლოდ კონსოლი)
ყველაზე გაყიდვადი თამაში „Mario Kart 8 Deluxe“, 46.82 მილიონი (30 ივნისი, 2022)
წინა Wii U
საიტი ოფიციალური საიტი

კონსოლი გამოიყენებს Joy-Con-ის უსადენო კონტროლერს, რომელიც შეიცავს სტანდარტულ ღილაკებს, მოძრაობის დეტექტორს[10] და ახასიათებს მაღალი გარჩევადობის ტაქტილური უკუკავშირი.[11][12] Joy-Con-ს შეუძლია მუშაობა როგორც პლანეშეტურ, ასევე კონსოლის რეჟიმში და აგრეთვე გამოიყენება Wii Remote-ის მსგავს ხელსაწყოდ. Switch-ს გააჩნია ონლაინ გეიმინგის მხარდაჭერა სტანდარტული ინტერნეტ კავშირის მეშვეობით, ისევე როგორც ლოკალური უსადენო ad-hoc ქსელის მხარდაჭერა Switch-ის სხვა კონსოლებთან დასაკავშირებლად.[13][14] მისი თამაშები ვრცელდება სათამაშო კარტრიჯითა და ციფრული დისტრიბუციით და არ აქვს რეგიონალური ბლოკირება. სისტემა ბაზარზე კონკურენციას უწევს მის თანამედროვეებს, Sony-ის PlayStation 4-ს და Microsoft-ის Xbox One-ს.

ნინტენდოს ახალი კონსოლის შექმნა აიძულა 2014 წელს განცდილმა ფინანსურმა დანაკარგებმა, გამოწვეული წინა კონსოლის, Wii U-ის ცუდი გაყიდვებით და ასევე მობილური თამაშების მხრიდან კონკურენციით.[15] პრეზიდენტმა სატორუ ივატამ კომპანიას უბიძგა მობილური გეიმინგისა და ახალი ტექნოლოგიების შემუშავებისკენ. კონსოლის დიზაინი მიმართულია მოთამაშეების ფართო დემოგარაფიის მოსაზიდად. ნინტენდომ გადაწყვიტა აერჩია უფრო სტანდარტული ელექტრონული კომპონენტები, როგორიც არის ჩიპსეტზე დაფუძნებული Nvidia-ს Tegra-ს ხაზი,[16] რათა გაეადვილებინა კონსოლთან მუშაობა პროგრამისტებისთვის და თავსებადი ყოფილიყო ყველა არსებულ თამაშის ძრავებთან. Wii U-ისგან განსხვავებით, რომელიც ყველანაირად ცდილობდა გარე დეველოპერების მხარდაჭერას, თუმცა ამ მხრივ კრახი განიცადა,[17] ნინტენდომ წინასწარ დაიწყო მესამე მხარის დეველოპერებისა და გამომცემლების ძებნა, რათა დახმარებოდნენ Switch-ის ვიდეო თამაშების ბიბლიოთეკის გამდიდრებაში. გამოსვლამდე კომპანიამ განაცხადა, რომ დაახლოებით 100 თამაში 70 დეველოპერის მიერ შემუშავების სტადიაში იმყოფებოდა.[18]

გამოსვლიდან ერთ თვეში გაიყიდა სისტემის 2.74 მილიონი ასლი და იქცა ყველაზე სწრაფად გაყიდვად კონსოლად ნინტენდოს ისტორიაში. ხოლო 2022 წლის ივნისის მონაცემით გაყიდულია 111 მილიონი ასლი.[2] კონსოლის ყველაზე გაყიდვადი თამაშია 2017 წელს გამოსული „Mario Kart 8 Deluxe“ 46.82 მილიონი გაყიდული ეგზმპლარით, რომელსაც უმაღლესი შეფასებები ჰხვდა წილად ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისგან. 2020 წლის სექტემბერში გამოვიდა კონსოლის პორტატიული ვერსია Nintendo Switch Lite.

თამაშები

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

შენიშვნები

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი