I Kissed a Girl
„I Kissed a Girl“ — ამერიკელ მომღერალ კეტი პერის სადებიუტო სინგლი ალბომიდან One of the Boys. იგი გამოვიდა 2008 წლის 16 ივნისს Capitol Music Group-ზე. სიმღერის ტექსტი დაწერილია კეტი პერის, ლუკას გოტვალდის, მაქს მარტინისა და კეთი დენისის მიერ, ხოლო პროდიუსერია გოტვალდი. პერის თქმით, „სიმღერა ქალის მაგიურ სილამაზეზეა“.
„I Kissed a Girl“ | ||||
---|---|---|---|---|
I Kissed a Girl | ||||
სინგლი — კეტი პერი | ||||
ალბომიდან One of the Boys | ||||
გამოსვლის თარიღი | ინვისის 16, 2008 | |||
ჩაიწერა | ივნისის 16, 2008 | |||
ჟანრი | პოპ-როკი[1][2], ელექტროპოპი, ელექტრო როკი | |||
ხანგრძლივობა | 3:00 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Capitol | |||
ავტორ(ებ)ი | კეტი პერი, მაქს მარტინი, ლუკას გოთველდი,ქესი დენისი. | |||
პროდიუსერი | დოქტორი ლუკი | |||
კეტი პერი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
სიმღერამ მიიღო ნორმალური შეფასება კრიტიკოსებისგან. იგი მოხვდა ბილბორდის ცხელ 100-ში. მხოლოდ აშშ-ში სულ გაყიდულია სიმღერის 4 155 000 ციფრული ასლი. ეს კეტისთვის მეექვსე სიმღერაა, რომელმაც 4 მილიონზე მეტი ციფრული გადმოტვირთვა დააფიქსირა აშშ-ში. სიმღერის მუსიკალური ვიდეო გამოვიდა 2008 წლის 16 მაისს. მისი პროდიუსერია კინგა ბრუზა. ვიდეოში აგრეთვე მონაწილეობს კეშა. სინგლი მოხვდა საუკეთესო ათეულში, როგორც 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტჯერ გადმოტვირთული სიმღერა. კეტის მიერ იგი შესრულდა გრემის 51-ე დაჯილდოებაზე-ზე.
რესურსები ინტერნეტში
- სიმღერის ტექსტი[დაარქივებული] საიტზე MetroLyrics