NFPA 704

NFPA 704 — სტანდარტული სისტემა გადაუდებელი საშიშროებების იდენტიფიკაციისათვის.

კოდები

0
0
0
 

ოთხი დანაყოფიდან წითელი, რომელიც ზემოდან პირველი მდებარეობს, აღნიშნავს ცეცხლსაშიშობას, ლურჯი ფერი აღნიშნავს რამდენად სახიფათოა ჯამრთელობისთვის ესა თუ ის ნივთიერება, ყვითელი ფერი გვიჩვენებს რამდენად არასტაბილური და აქტიურია ნივთიერება, ხოლო თეთრი ფერი აღნიშნავს სხვადასხვა საფრთხეს. ფასდება სკალით რომელიც მერყეობს 0-დან 4-ის ჩათვლით.[1]

ცეცხლსაშიში (წითელი)
0ნივთიერება რომელიც არ იწვის მაგალითად ნახშირბადის ტეტრაქლორიდი , ასევე ცემენტი, ქვიშა, ქვა და ისეთი ნივთიერებები რომლებიც არ იწვებიან ჰაერზე 820 °C-ზე 5 წუთის მანძილზე.
1ნივთიერებები, რომლებსაც სჭირდებათ გაცხელება დაახლოებით 93,3 °C-ზე. ასეთი ნივთიერებებია, მაგალითად, ამიაკი და მინერალური ზეთები.
2არ არის საშიში და ფეთქებადი თუ არ იწვის. ასეთი ნივთიერებებია, მაგალითად, ქაღალდი, დიზელი, გოგირდი და სხვ.
3სითხეები და მყარი ნივთიერებები (მყარი ნაკლებად), ძირითადაღ აქროლადი ნაერთები, მაგალითად, აცეტონი და ბენზინი. აირებს დნობის ტემპერატურა 22,8 °C-მდე აქვთ, ხოლო დუღილს — 37,8 °C-ზე ზემოთ.
4ნივთიერებები, რომლებიც არიან აქროლადები ნორმალურ ატმოსერულ წნევაზე ან მარტივად იფანტებიან ჰაერში. ასეთი ნივთიერებებია აცეტილენი, წყალბადი,პროპანი და ა. შ.

ჯამრთელობა (ლურჯი)
0არ არის ჯამრთელობისთვის არანაირად საშიში; ასეთი ნივთიერებებია, მაგ., ქაღალდი და ხე
1იწვევს კანის გაღიზიანებას და ტოვებს მცირე ნიშნებს. მაგ., აცეტონი, კალიუმის ქლორიდი და ნატრიუმის ბრომიდი
2შეიძლება ინტენსიური ან გრძელვადიანი, მაგრამ არა ქრონიკული დაზიანება გამოიწვიოს, მაგ., დიეთილის ეთერი, ამონიუმის ფოსფატი, იოდი
3შეიძლება გამოიწვიოს დროებითი სერიოზული დაზიანებები. მაგ., თხევადი წყალბადი, გოგირდმჟავა, კალციუმის ჰიპოქლორიტი .
4ძალიან მარტივად იწვევს სიკვდილს ან ძალზე მძიმე დაზიანებებს. ასეთი ნივთიერებებია წყალბადის ციანიდი, ფოსგენი, ფთორწყალბადმჟავა.

არასტაბილურობა/აქტიურობა (ყვითელი)
0ჩვეულებრივ სტაბილური არ შედის რეაქციაში წყალთან; მაგ., ჰელიუმი, აზოტი.
1ჩვეულებრივ სტაბილური. არასტაბილური ხდება წნევისა და ტემპერატურის ზრდისას; მაგ., პროპენი
2მარტივად ხდება არასტაბილური ტემპერატურის ზრდისას ან წყალთან რეაქციისას წარმოქმნის ფეთქებად ნარევს; მაგ., თეთრი ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი
3თვითონ ეს ნივთიერება არ არის ძლიერ ფეთქებადი, მაგრამ მარტივად წარმოქმნის ფეთქებად ნაერთებს სხვა ნივთიერებებთან შერევის შედეგად (ამონიუმის ნიტრატი, ცეზიუმი, წყალბადის პეროქსიდი)
4ნორმალურ პირობებშიც მკვეთრად არასტაბილურია და ფეთქებადი (ნიტროგლიცერინი, ქლორის დიოქსიდი ( ), აზოტის ტრიოდიდი ( ), მანგანუმის ჰეპტოქსიდი ( ) და სხვ.).

სპეციალური ცნობები (თეთრი)
„თეთრი ფერი“ შეიცავს სხვადასხვა სიმბოლოებს.
OXნივთიერება, რომელსაც შეუძლია დაიწვას ჰაერის გარეშე; მაგ., კალიუმის პერქლორატი, ამონიუმის ნიტრატი, წყალბადის პეროქსიდი.
Wშევიდეს რეაქციაში წყალთან წარმომნას ფეთქებადი ნარევი ან გამოყოს დიდი რაოდენობით სითბო; მაგ., ცეზიუმი, ნატრიუმი, გოგირდმჟავა.
SAისეთი აირები, რომლებიც არ არიან მომწამლავები მათი ინერთულობის გამო, მაგრამ აძევებენ ჟანგბადს სასუნთქი გზებიდან; მაგ., აზოტი, ჰელიუმი, ნეონი, არგონი, კრიპტონი, ქსენონი. SA სიმბოლო გამოიყენება ისეთ ადგილებში, სადაც მოიხმარენ მშრალ ყინულს (ნახშირორჟანგი)[1]
არასტანდარტული სიმბოლოები (თეთრი)
COR
ACID, ALK
კოროზიული, ძლიერი მჟავები ან ტუტეები. მაგ., გოგირდმჟავა და ნატრიუმის ჰიდროქსიდი
BIO ან ბიოლოგიური საფრთხე. მაგ., (ორთომიქსოვირული, ჯილეხი)
POI

მაგ., (სტრიცინი, ზარინი)

RA, RAD ან რადიოაქტიური; მაგ., (პლუტონიუმი, ურან-235, კობალტ-60).
CRY ან CRYOკრიოგენული (მაგ., თხევადი აზოტი)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი