PlayStation Vita

PlayStation Vita (შემოკლებით PS Vita ან Vita) — პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შემუშავებული და გამოცემული Sony Interactive Entertainment-ის მიერ. 2011 წლის 6 ივნისს, E3-ის სონის კონფერენციაზე გამოცხადდა მისი დასახელება.[6] კონსოლი იაპონიაში გამოვიდა 2011 წლის 11 დეკემბერს,[7][8] ხოლო ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში — 2012 წლის 22 თებერვალს.[8][9] PS Vita არის PlayStation Portable-ის მემკვიდრე, ეკუთვნის მერვე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლების ოჯახს და კონკურენციას უწევდა Nintendo 3DS-ს.

PlayStation Vita

პირველი თაობის PlayStation Vita (PCH-1000)
სხვა სახელწოდებები PS Vita,
Vita
შემქმნელი Sony Interactive Entertainment
მწარმოებელი Sony
პროდუქტის ოჯახი PlayStation
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მერვე
გამოშვების თარიღი
17 დეკემბერი, 2011
შეწყდა 2019
გაიყიდა 14.69 მილიონი (2017 წლის იანვრის მონაცემით)[1]
მედია PS Vita Card, ციფრული დისტრიბუცია PlayStation Network-ის მეშვეობით
ოპერაციული სისტემა PlayStation Vita-ს პროგრამული უზრუნველყოფა
კვება
2200 mAh[2]
  • PCH-1000:
    დაახ. 3-5 სთ თამაშისას, 5 სთ ვიდეოს ყურებისას, 9 სთ მუსიკის მოსმენისას.
    PCH-2000:დაახ. 4-6 სთ თამაშისას, 7 სთ ვიდეოს ყურებისას, 12 სთ მუსიკის მოსმენისას
პროცესორი 2 გჰც-მდე Quad Core ARM Cortex-A9 MPCore[3][4]
მეხსიერება 512 მბ ომ, 128მბ ვიდეომეხსიერება
მეხსიერების საცავი 1 გბ ფლეშ მესხიერება (მხოლოდ PCH-2000 მოდელი)
ამოღებადი საცავი PS Vita-ს მეხსიერების ბარათი (4, 8, 16, 32, 64 გბ)
მონიტორი 5 ინჩიანი (16:9) OLED (PCH-1000) და LCD სენსორული ეკრანი, 17 მილიონი ფერით, 960 x 544 qHD @ 220 ppi
გრაფიკა ოთხბირთვიანი POweVR SGX543MP4+
ხმა სტერეო სპიკერი, მიკროფონი, 3.5 მმ ყურსასმენები
შეტანა
სენსორული
    • უკანა ტაჩპადი
    • 16 × ღილაკი
      (Triangle, Circle, Cross, Square, D-Pad, L, R, Start, Select, PS, Volume ±, Power)
    • 2 × ანალოგური ჩხირი
კამერა წინა და 0.3 მპ უკანა კამერა
სათითური 5 ინჩიანი ტაჩპადი (უკანა მხარეს)
კავშირი IEEE 802.11 b/g/n Wi-Fi, 3G, Blluetooth 2.1 + EDR
ონლაინ სერვისები PlayStation Network
უკუთავსებადობა PlayStation Portable (გადმოტვირთვადი)[5] PSone (გადმოტვირთვადი)
წინა PlayStation Portable
დაკავშირებული სტატიები PlayStation TV

კონსოლის ორიგინალ მოდელს გააჩნია 5 ინჩიანი (130 მმ) ორგანული შუქდიოდური (OLED) სენსორული ეკრანი,[10][11] ორი ანალოგური ჯოისტიკი და Bluetooth-ის, Wi-Fi-სა და მესამე თაობის 3G ინტერნეტის მხარდაჭერა. მისი შიდა აპარატული მახასიათებლებია: ოთხ ბირთვიანი ARM Cortex-A9 MPcore-ის ცენტრალური და ოთხბირთვიანი SGX543MP-ის გრაფიკული პროცესორი.[10], 512 მბ ოპერატიული მეხსიერება.[12][13] 2013 წელს ბაზარზე გამოვიდა განახლებული PS Vita 2000 სერია,[14] უმნიშვნელოდ შეცვლილი დიზაინითა და თხელი კორპუსით, რომელსაც გაუმჯობესებული აქვს ბატარეიის ხანგრძლივობა[15] და OLED ეკრანი ჩანაცვლებული აქვს LCD ეკრანით.[16]. Sony-მ 2013 წელს გამოუშვა PlayStation TV,[17]რომელსაც გააჩნდა სათამაშო კონსოლის მსგავსად ტელევიზორზე მიერთების და გამოსახულების მიღების ფუნქცია, თუმცა 2015 წელს, სონიმ, PS TV-ის ვარიანტის გამოშვება შეწყვიტა.[18]

2017 წლის მონაცემით გაიყიდა კონსოლის 14,69 მილიონი ეგზემპლარი.[1] გამოსვლისთანავე მასზე ხელმისაწვდომი იყო 25 ერთეული თამაში. თამაშების უმრავლესობა ვრცელდება PS Vita ბარათის მეშვეობით[19][20] და იყიდება მაღაზიებში, მაშინ როდესაც ზოგიერთი თამაში ისეთი, როგორიც არის „Tales from Space: Mutant Blobs Attack“, „Super Stardust Delta“ და „Escape Plan“, შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით და ხელმისაწვდომია მხოლოდ PlayStation Store-ზე.[21] მასზე თავსებადია მისი წინამორბედის, PlayStation Portable-ის რამდენიმე თამაში. მასზე ასევე ხელმისაწვდომი იყო PlayStation Mobile-ის თამაშები, თუმცა აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეწყდა 2015 წლის სექტემბერს.[22]

მიმოხილვების აგრეგატორ Metacritic-ზე დაყრდნობით, ორიგინალი Vita-ს შიდა აპარატული შესაძლებლობები დადებითად მიიღეს კრიტიკოსებმა.[23] თუმცა მას ხშირად აკრიტიკებენ თამაშების ბიბლიოთეკის ნაკლებობისა და აკუმულატორის მცირე ხნიანობის გამო.

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი