WikiLeaks

WikiLeaks — საერთაშორისო არაკომერციული ჟურნალისტური[3][4][5] ორგანიზაცია, რომელიც აქვეყნებს ანონიმური წყაროებიდან მოპოვებულ, ჩვეულებრივ ხელმიუწვდომელ დოკუმენტებს.[6] მისმა ვებ-გვერდმა ფუნქციონირება დაიწყო 2006 წელს და ეკუთვნის The Sunshine Press-ს[7]. ამოქმედებიდან ერთ წელიწადში გვერდის მონაცემთა ბაზა შეიცავდა 1,2 მილიონ დოკუმენტს.[8]

WikiLeaks

WikiLeaks-ის ლოგო
საიტი wikileaks.org
სლოგანი ჩვენ გავხსნით მთავრობებს
კომერციულობა არა
საიტის ტიპი დოკუმენტების არქივი
რეგისტრაცია არა
ხელმისაწვდომი ენა ინგლისური
მფლობელი Sunshine Press
შემქნელი ჯულიან ასანჟი
გაეშვა 4 ოქტომბერი, 2006; 17 წლის წინ (2006-10-04)[1]
Alexa-ს რეიტინგი 4855 (აგვისტო, 2016)[2]
ამჟამინდელი სტატუსი აქტიური

თავად ორგანიზაციის განცხადებით, ის დააარსეს ჩინელმა დისიდენტებმა, ასევე ჟურნალისტებმა, მათემატიკოსებმა და პროგრამისტებმა აშშ-დან, ტაივანიდან, ევროპიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან. გაზეთ The New Yorker-ის 2010 წლის 7 ივნისის ცნობით, ორგანიზაციის დირექტორი არის ავსტრალიელი მათემატიკოსი, პროგრამისტი და ინტერნეტ-აქტივისტი – ჯულიან ასანჟი.

WikiLeaks-ს 2008 წელს მიღებული აქვს Economist magazine-ის ჯილდო, რომელიც გადაეცემა ახალ მედია-საშუალებებს; ასევე უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ჯილდო პუბლიკაციისთვის: „კენიაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ“, 2009 წელს; 2010 წელს კი გაზეთმა New York Daily-მ WikiLeaks დაასახელა იმ ვებ-გვერდებს შორის, რომლებმაც, შესაძლოა, სრულიად შეცვალონ ახალი ამბები.

2010 წლის აპრილში WikiLeaks-მა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ასახავდა 2007 წელს მომხდარ ინციდენტს, სადაც აშშ-ს სამხედროები ხოცავენ მშვიდობიან ერაყელებს. ამავე წლის ივლისში გამოაქვეყნა „ავღანეთის ომის დღიური“, რომელიც წარმოადგენდა 76,900 დოკუმენტის კომპილაციას ომის შესახებ.[9] ეს დოკუმენტები მანამდე ხელმიუწვდომელი იყო. ოქტომბერში, მსხვილ მედია-ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად, გამოქვეყნდა 400 000 დოკუმენტი, სახელწოდებით „ერაყის ომის ჩანაწერები“.

თავდაპირველად WikiLeaks დაგეგმილი იყო მომხმარებელთა მიერ რედაქტირებად ვებ-გვერდად, მაგრამ ჩამოყალიბდა ტრადიციული ფორმით. მას არ აქვს მომხმარებელთა კომენტარების ფუნქცია. სახელწოდების მსგავსების მიუხედავად მას არაფერი აქვს საერთო ვიკიპედიასთან. ორივე რესურსის სახელწოდება დაკავშირებულია ჰავაურ ენასთან, რომელზედაც wiki ნიშნავს „სწრაფს“, Leaks-ი კი ინგლისურად ნიშნავს „გაჟონვას“ – ანუ wikiLeaks-ი ნიშნავს „სწრაფად გამოჟონილ [ინფორმაციას]“. ორგანიზაციის სლოგანია „ჩვენ გავხსნით მთავრობებს“.

ლიტერატურა

  • Ampie, Guillermo Fernandez (20 ოქტომბერი, 2010). „Wikileaks and Freedom of the Press“. Havana Times. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2010. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  • Assange, Julian (2012). Cypherpunks: Freedom and the Future of the Internet. OR Books. ISBN 978-1-939293-00-8. 
  • Sifry, Micah L. (2011). WikiLeaks and the Age of Transparency. OR Books. ISBN 978-1-935928-31-7.  დაარქივებული 2011-11-07 საიტზე Wayback Machine.
  • Star, Alexander (2011). Open Secrets: WikiLeaks, War and American Diplomacy. The New York Times. ISBN 978-0-615-43957-0. 

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი