შინაარსზე გადასვლა

ალბანური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალბანური ენა (მრავალმნიშვნელოვანი).
ალბანური ენის გავრცელების არეალი

ალბანური ენა (ალბანურად: shqip ან gjuha shqipe; ითარგმნება, როგორც ალბანური ენა) — ალბანელების ენა, არის ინდოევროპული ოჯახის ცალკე ჯგუფის ენა. ვარაუდობენ, რომ ალბანური ენა გამქრალი პალეობალკანური ენების წარმომადგენელია. იგი გენეტიკურად ყველაზე ახლოს დგას ილირიულთან, მესაპურთან და თრაკიულთან. ალბანურად დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი საუბრობს, ძირითადად, ალბანეთში, კოსოვოში (სერბეთი), ჩრდილოეთ მაკედონიასა და საბერძნეთში.

ალბანური პირველად მოხსენიებულია დუბროვნიკში ნახულ XIII საუკუნის ბოლოს გაკეთებულ დანაშაულის შესახებ ანგარიშში. ალბანურის პირველი აუდიოჩანაწერი გაკეთებულია ნორბერტ იოკლის მიერ 1914 წლის 4 აპრილს ქალაქ ვენაში.[1]

ზოგადი ცნობებიწყაროს რედაქტირება

  • მოლაპარაკეთა რაოდენობა: < 5,5 მლნ
  • ენის კოდი: sq
  • სახელწოდება: Gjuha shqipe
  • დამწერლობა: ლათინური, წერილობითი ძეგლები XVI ს-დან

სტატუსიწყაროს რედაქტირება

ოფიციალური ენა:

გავრცელების არეალი:

თურქეთი, საბერძნეთი, იტალია, ბულგარეთი, უკრაინა

გრამატიკაწყაროს რედაქტირება

მე-17 საუკუნეში იყო მცდელობა, ალბანური ენისთვის ორიგინალური ანბანი შეექმნათ, მაგრამ იგი წარუმატებლად დასრულდა. ალბანური ანბანი ასე გამოიყურება: a, b, c, з, d, dh, e, ё (რედუცირებული ხმოვანი), f, g, gj, h, i, j, k, l, ll, m, n, nj, o, p, q, r, rr, s, sh, t, th, u, v, x, xh, y, z, zh. იგი შედგება 36 ასოსაგან, რომელთაგან 7 ხმოვანს აღნიშნავს, 29 - თანხმოვანს. ენაში არის, აგრეთვე, დიგრაფები: dh, gj, ll, nj, rr, sh, th, xh, zh. მორფოლოგია საკმაოდ რთულია. ალბანურში არის 8 დრო, 2 ასპექტი და 6 ბრუნვა. წინადადებაში სიტყვათა წყობა ასეთია: ქვემდებარე-შემასმენელი-დამატება. ზედსართავი სახელი ხშირად დგას ბოლო ადგილზე.

ლექსიკაწყაროს რედაქტირება

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა: Tungjatjeta; Allo
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება: Mirë se vini; Mirë se erdhët
  • გმადლობთ: Faleminderit; Faleminderit shumë
  • კი / არა: Po / Jo
  • გეთაყვა: Ju lutem; Të lutem
  • ნახვამდის: Mirë upafshim

ფონოლოგიაწყაროს რედაქტირება

თანხმოვანთა ცხრილიწყაროს რედაქტირება

ბაგისმიერიკბილისმიერიწინანუნისმიერიუკანანუნისმიერიპალატალურირბილსასისმიერისახმოსიმებისეული
სწორიველარული
ნაზალურიmnɲ(ŋ)
ხშულიყრუptk
მჟღერიbdɡ
აფრიკატიყრუt͡st͡ʃc͡ç
მჟღერიd͡zd͡ʒɟ͡ʝ
სიბილანტიყრუfθsʃh
მჟღერიvðzʒ
გვერდითიlɫj
მიმდებიɾ
მთრთოლიr

იხილეთ აგრეთვეწყაროს რედაქტირება

ლიტერატურაწყაროს რედაქტირება

  • Banfi, Emanuele. Storia linguistica del sud-est europeo. Milano 1991
  • Bopp, Franz. Über das Albanesische in seinen verwandtschaftlichen Beziehungen. Berlin (1855)
  • Buchholz, Oda / Fiedler, Wilfried: Albanische Grammatik ; Leipzig : VEB Verlag Enzyklopädie, (1987)
  • Camaj, Martin. Albanian Grammar. Wiesbaden, Germany: Otto Harrassowitz.
  • Çabej, Eqrem. Disa probleme themelore të historisë së vjetër të gjuhës shqipe. BUSHT,SSHSH 1962/4 (In German SA 1964/1)

რესურსები ინტერნეტშიწყაროს რედაქტირება

არის გვერდი თემაზე:

სქოლიოწყაროს რედაქტირება

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი