ავღანეთის ომი (2001–2021)

ავღანეთის ომი (2001–2021)
ტერორიზმის წინააღმდეგ ომის და ავღანეთის კონფლიქტის ნაწილი

საათის ისრის მიმართულებით ზემოდან, მარცხნიდან:ამერიკული F-15E Strike Eagle-ბი ყრიან JDAM-ებს გამოქვაბულის თავზე აღმოსავლეთ ავღანეთში; ამერიკელი სამხედროები ებრძვიან აჯანყებულ თალიბანს ქუნარის პროვინციაში; ავრანელი სამხედრო Humvee-ზე; ავღანელი და ამერიკელი სამხედროები მოძრაობენ თოვლში ლოგარის პროვინციაში; გამარჯვებული თალიბანის მებრძოლები ქაბულის აღების შემდეგ; ავღანელი სამხედრო ხოებაში ფარვანის პროვინციაში; ბრიტანელი სამხედროები ემზადებიან Chinook-ში ჩასაჯდომად ოპერაცია შავი პრინცის დროს.
თარიღი

2001 წლის 7 ოქტომბერი – 2021 წლის 30 აგვისტო (19 წელი, 10 თვე, 3 კვირა და 2 დღე)


  • პირველი ფაზა: 2001 წლის 7 ოქტომბერი – 2014 წლის 28 დეკემბერი
  • მეორე ფაზა: 2015 წლის 1 იანვარი – 2021 წლის 30 აგვისტო
მდებარეობა ავღანეთი
შედეგი
  • აშშ-ის შეჭრა ავღანეთში, თალიბანური მთავრობის დაცემა, ალ-კაიდას და თალიბანების ტერორისტული საწვრთნო ბანაკების განადგურება (2001 წელი)
  • ალ-კაიდას მებრძოლების 2/3-ზე მეტის ლიკვიდაცია ან ტყვედ ჩაგდება 2003 წლისთვის.[1]
  • ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ჩამოყალიბება ჰამიდ ქარზაის ადმინისტრაციის მეთაურობით (2001-2004 წლები)
  • საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალების (ISAF) ჩამოყალიბება
  • თალიბანური აჯანყების დაწყება (2002 წელი)
  • დრონების თავდასხმები პაკისტანში
  • ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია 2001 წლის მაისში
  • მუჰამედ ომარის ლიკვიდაცია 2013 წლის ივლისში და ახტარ მანსოუს ლიკვიდაცია 2016 წლის მაიში
  • ბატულა მენსუდის ლიკვიდაცია 2009 წლის აგვისტოში, ჰაკიმულა მენსუდის ლიკვიდაცია 2013 წლის და ფაზლულას ლიკვიდაცია 2018 წლის ივნისში
  • მტკიცე მხარდაჭერის მისია დაწყება 2014 წელს, რომელმაც ჩაანაცვლა საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალები
  • დოჰაში სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა აშშ-სა და თალიბანებს შორის 2020 წელს, შეთანხმების შედეგად აშშ-ის ძალებმა სრულიად დატოვეს ავღანეთი 2021 წლის 30 აგვისტოს
  • 2021 წლის თალიბანის თავდაასხმა დასრულდა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის მთავრობის დამხობით და ბრძოლების შეწყვეტით
  • დროებითი ეროვნული მთავრობა გამოცხადდა 2021 წლის 7 სექტემბერს
ტერიტორიული
ცვლილებები
თალიბანმა დაიკავა მთლიანი ავღანეთი, გარდა პანჯშირის პროვინციისა, სადაც ანტითალიბანური ძალები გამაგრდნენ
მხარეები
შეჭრის ფაზა (2001 წელი):
ავღანეთის დროშა ჩრდილოეთის ალიანსი
აშშ-ის დროშა აშშ
დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
კანადის დროშა კანადა
ავსტრალიის დროშა ავსტრალია
იტალიის დროშა იტალია
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია[2]
გერმანიის დროშა გერმანია[3]
შეჭრის ფაზა (2001 წელი):
ავღანეთის დროშა ავღანეთის ისლამური საამირო
ალ-კაიდა
055 ბრიგადა[4][5]
IMU[6]
TNSM[7]
ETIM[8]
ISAF/RS ფაზა (2001-2021):
ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა
ISAF(2001–2015)
მტკიცე მხარდაჭერის მისია
(2015-2021)[9]
ISAF/RS ფაზა (2001-2021):
ავღანეთის დროშა თალიბანი
  • ისლამური ჯიჰადის კავშირი[10]
  • ჰაქანის ქსელი[11] (2002-2021)
ალ-კაიდა
ავღანეთის დროშა თალიბანი:
  • ფიდაი მაჰაზი (2013-2021)
  • მუჰამედ რესული (2015-2021)[12][13]

ISIL–KP[14]
მხარდამჭერები:
  • ჰეზბ-ე-ისლამი გულბუდინი
    (2001-2016)
  • ისლამური ჯიჰადის კავშირი[16]
    (2002-2021)
  • უზბეკეთის ისლამური მოძრაობა (2001-2015)
  • აღმოსავლეთ თურქესტანის ისლამური პარტია
  • ლაშქარ-ე-ჟანგვინი[17]
  • ტეჰრიკ-ი თალიბანი[18]
  • ლაშქარ-ე-ისლამი
  • ირანის დროშა ირანი (სავარაუდოდ)[19][20]
  • რუსეთის დროშა რუსეთი (სავარაუდოდ)[21]
  • პაკისტანის დროშა პაკისტანი (სავარაუდოდ)[22][23]
  • საუდის არაბეთის დროშა საუდის არაბეთი (სავარუდოდ)[24]
  • ჩინეთის დროშა ჩინეთი (სავარაუდოდ)[25]
მეთაურები
აშრაფ ღანი
აშშ-ის დროშა ჯო ბაიდენი
გაერთიანებული სამეფოს დროშა ბორის ჯონსონი
კანადის დროშა ჯასტინ ტრიუდო
ავსტრალიის დროშა სკოტ მორისონი
იტალიის დროშა მარიო დრაგი
გერმანიის დროშა ანგელა მერკელი
ხორვატიის დროშა ზორან მილანოვიჩი
ნატო-ს დროშა აუსტინ სკოტ მილერი
ჯონ ფრანცის კემბელი
ავღანეთის დროშა მუჰამედ ომარი #
ავღანეთის დროშა ახტარ მანსური 
ავღანეთის დროშა აბულ ღანი ბარადარი (ტყვე)[26]
ავღანეთის დროშა ჰიბატულა ახუნძადა[11]
ავღანეთის დროშა ჯალალედინ ჰაქანი [27]
ავღანეთის დროშა აბდულაია ახუნდი [26]
ავღანეთის დროშა დადულაია ახუნდი [26]
გულბუდინ ჰექმატიარი
ოსამა ბინ ლადენი 
აიმან ალ-ზაუჰირი
ავღანეთის დროშა მუჰამედ რასული (ტყვე)[13]
ჰაჯი ნაჯბულაია[28]
ძალები
ავღენთის ეროვნული უსაფრთხოების ძალები: 352 000 სამხედრო[29]

მტკიცე მხარდაჭერის მისია: ~17 000 სამხედრო[30]
სამხედრო კონტრაქტორები: 20 000+ სამხედრო[31]
ავრანეთის ისლამური საამიროს უმაღლესი საბჭო: 3000–3500[13]

ავღანეთის დროშა თალიბანი: 60 000 მებრძოლი
[32]
  • ჰაქანის ქსელი: 4 000–15 000 მებრძოლი[33][34][35]

HIG: 1 500–2 000+ სამხედრო[36]
ალ-კაიდა: ~300 სამხედრო[37][38][39] (~ 3,000 in 2001)[37]


ავღანეთის დროშა IEHCA: 3 000–3 500 სამხედრო[13]
ფიდაი მაჰაზი: 8 000 სამხედრო[28]


ISIL–KP: 3 500–4 000 სამხედრო (2018 წელს, ავღანეთში)[40]

დანაკარგები
ავღენთის ეროვნული უსაფრთხოების ძალები:
67 558–70 558+ გარდაცვლილი[41][42]
ჩრდილოეთის ალიანსი:
200 გარდაცვლილი[43][44][45][46][47]
კოალიცია:
გარდაცვლილი: 3 576 სამხედრო

დაჭრილი: 22 773 სამხედრო

  • აშშ: 19 950 დაჭრილი[50]
  • დიდი ბრიტანეთი: 2 188 დაჭრილი[51]
  • კანდა: 635 დაჭრილი[52]

კონტრაქტორები:
გარდაცვილი: 3 937[53][54]
დაჭრილი: 15 000+[53][54]
საერთო ჯამში: 73 295+ დაღუპული[55]

თალიბანი: 52 893+ გარდაცვლილი[55][32][56][57][58][42]

ალ-კაიდა: 2 000+ გარდაცვლილი[37]


ISIL–KP: 2 400+ გარდაცვლილი[59]

46 319 მოკლული სამოქალაქო პირი[60]

სულ მოკლული: 176 206[61]
ან 212 191+
[62]

ავღანეთის ომი ვიკისაწყობში

ავღანეთის ომი — ომი ავღანეთში შეერთებული შტატების შეჭრის შემდეგ რომელიც დაიწყო მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა წარმატებით განდევნეს თალიბები ხელისუფლებიდან, რათა ალ-ქაიდას არ ჰქონოდა საიმედო სამალავი ავღანეთში.[63][64] თავდაპირველი მიზნების დასრულების შემდეგ, 40-ზე მეტმა ქვეყანამ (ნატოს ყველა წევრის ჩათვლით) შექმნეს კოალიცია, რომელსაც ეწოდება საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალები (ISAF, რომლის მემკვიდრეც მტკიცე მხარდაჭერის მისია (RS) გახდა, 2014 წელს), რომელთაგან გარკვეული წევრები მონაწილეობდნენ ავღანეთის მთავრობის მხარდამჭერ სამხედრო საბრძოლო მოქმედებებში.[65] შემდეგ ომი ძირითადად შედგებოდა თალიბანის მეამბოხეების ბრძოლისგან ავღანეთის შეიარაღებული ძალებისა და მოკავშირე ძალების წინააღმდეგ; ISAF/RS ჯარისკაცებისა და პერსონალის უმეტესობა ამერიკელია. აშშ-ის მხრიდან ომმა კოდური სახელი: ოპერაცია შეუზღუდავი თავისუფლება (2001–14 წლებში) და ოპერაცია თავისუფლების სენტინელი (2015 წლიდან).[66][67]

2001 წლის 11 სექტემბერს თავდასხმების შემდეგ, რომელიც განახორციელა ალ-ქაიდას ტერორისტულმა ორგანიზაციამ ოსამა ბინ ლადენის მეთაურობით, რომელიც ცხოვრობდა ან იმალებოდა ავღანეთში და მას უკვე ეძებდნენ 1998 წლის შეერთებული შტატების საელჩოს დაბომბვების შემდეგ, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოითხოვა ავღანეთის დე ფაქტო მმართველი თალიბების მიერ ბინ ლადენის გადაცემა. თალიბებმა უარი თქვეს მისი ექსტრადიციაზე, თუ მათ არ მიეწოდებოდათ მკაფიო მტკიცებულება მისი მონაწილეობის შესახებ თავდასხმებში, რომლის მიწოდებაზე აშშ-მ უარი თქვა და გააუქმა, როგორც შეფერხების ტაქტიკა.[68] 2001 წლის 7 ოქტომბერს შეერთებულმა შტატებმა გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად დაიწყო ოპერაცია შეუზღუდავი თავისუფლება. ომის გასამართლებლად ბუშის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ავღანეთს მხოლოდ „შერჩევითი სუვერენიტეტი“ ჰქონდა და რომ ჩარევა აუცილებელი იყო, რადგან თალიბები სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტს ემუქრებოდნენ. მოგვიანებით ორს შეუერთდა სხვა ძალები, მათ შორის ჩრდილოეთის ალიანსი — ავღანეთის ოპოზიცია, რომელიც 1996 წლიდან იბრძვის თალიბანის წინააღმდეგ მიმდინარე სამოქალაქო ომში.[69][70] 2001 წლის დეკემბრისთვის თალიბები და მათი ალ-ქაიდას მოკავშირეები ძირითადად დამარცხდნენ ქვეყანაში, ხოლო ბონის კონფერენციაზე ავღანეთის ახალმა დროებითმა ხელისუფლებამ (ძირითადად ჩრდილოეთის ალიანსის წარმომადგენელმა) ჰამიდ კარზაი აირჩია ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. გაეროს უსაფრთხოების საბჭომ დააარსა ISAF, რათა დაეხმაროს ახალ ხელისუფლებას ქაბულის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რომელიც 2002 წლის ლოიას ჯირგას (დიდი ასამბლეის) შემდეგ გახდა ავღანეთის გარდამავალი ადმინისტრაცია. ქვეყნის მასშტაბით აღდგენითი ძალისხმევა განხორციელდა თალიბების ტოტალიტარული რეჟიმის დასრულების შემდეგ. 2004 წლის სახალხო არჩევნებში კარზაი აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად, რომელსაც ახლა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა ეწოდა. ნატო ISAF–ში ჩაერთო 2003 წლის აგვისტოში, ხოლო იმავე წელს მას ხელმძღვანელობდა. ამ ეტაპზე ISAF–მა შეიარაღებული ძალების 43 ქვეყანა ნატოს წევრი ქვეყნებით, რომლებიც უზრუნველყოფენ ძალების უმეტესობას.[71] ავღანეთში აშშ-ს ძალების ერთი ნაწილი მოქმედებდა ნატოს მეთაურობით; დანარჩენი აშშ-ის უშუალო მეთაურობით დარჩნენ.

თავდასხმის დროს დამარცხების შემდეგ, თალიბებმა რეორგანიზაცია მოახდინა მისმა ლიდერმა მოლა ომარმა და 2003 წელს აჯანყება დაიწყეს ავღანეთის მთავრობისა და ISAF-ის წინააღმდეგ.[72][73] მიუხედავად იმისა, რომ თალიბანის (და მისი მოკავშირე ჰაქანის ქსელის) მეამბოხეები ყველამხრივ არასახარბიელო მგომარეობაში იყვნენ, ისინი მაინც აწარმოებდნენ ასიმეტრიულ ომებს პარტიზანების დარბევებით და ქალაქგარეთ ჩასაფრებულებით, თვითმკვლელობებით თავდასხმებს ურბანული მიზნების წინააღმდეგ, და კოლუმბიის მკვლელობები კოალიციური ძალების წინააღმდეგ. თალიბებმა გამოიყენეს სისუსტეები ავღანეთის მთავრობაში, რათა განემტკიცათ გავლენა სამხრეთ და აღმოსავლეთ ავღანეთის სოფლებზე. 2006 წლიდან თალიბებმა მნიშვნელოვან მიღწევებს მიაღწიეს და გამოხატეს მზაობა დანაშაულების ჩადენისა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ISAF-მა ამ ყოველივეს პასუხი ჯარების გაზრდით უპასუხა სოფლების „გასუფთავებისა და დასაკავებლად “.[74][75] ძალადობა მკვეთრად გაიზარდა 2007 წლიდან 2009 წლამდე.[76] ჯარების რაოდენობამ ზრდა 2009 წელს დაიწყო და 2011 წლის ჩათვლით გაიზარდა, როდესაც ავღანეთში ISAF-ისა და აშშ-ის მეთაურობით მოქმედებდა დაახლოებით 140,000 უცხოელი სამხედრო[77] საიდანაც 100 000 აშშ–დან იყვნენ.[78] 2011 წლის 1 მაისს, შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტებმა მოკლა ოსამა ბინ ლადენი პაკისტანში, აბოტაბადში. ნატოს ლიდერებმა 2012 წელს დაიწყეს გასვლის სტრატეგია მათი ძალების გაყვანისთვის,[79] და მოგვიანებით შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ მათი ძირითადი საბრძოლო მოქმედებები დასრულდება 2014 წლის დეკემბერში, ხოლო დარჩენილი ნარჩენი ძალა დარჩება ქვეყანაში.[80] 2014 წლის ოქტომბერში ბრიტანულმა ძალებმა ჰელმანდის ბოლო ბაზები გადასცეს ავღანელ სამხედროებს,ოფიციალურად დაასრულეს მათი მონაწილეობა ომის საბრძოლო მოქმედებებში.[81] 2014 წლის 28 დეკემბერს ნატომ ოფიციალურად დაასრულა ISAF–ის საბრძოლო მოქმედებები ავღანეთში და ოფიციალურად გადასცა უსაფრთხოების სრული პასუხისმგებლობა ავღანეთის მთავრობას. ნატოს ეგიდით ჩატარებული ოპერაცია „მტკიცე მხარდაჭერა“ შეიქმნა იმავე დღეს, როგორც ISAF–ის მემკვიდრე.[82][83]

ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ NATO-ს ლიდერებმა დაიწყეს ავრანეთის დატოვების სტრატეგიის ასრულება.[84][80] 2014 წლის 28 დეკემბერს NATO-მ ფორმალურად დაასრულა ISAF-ის ოპერაციები და უსაფრთხოების მოვალეობები გადასცა ავღანეთის მთავრობას. თალიბანის სამხედრო ძალით განადგურების გეგმის ჩავარდნის შემდეგ კოალიციის ძალებმა და პრეზიდენტ აშრაფ ღანის მთავრობამ ცალ-ცალკე დაიწყეს კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მცდელობები.[85] ეს მცდელობები დასრულდა 2020 წლის თებერვალში, როცა აშშ-მ და თალიბანმა დოჰაში ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებდა ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გასვლას 2021 წლის აპრილისათვის. თალიბანს კი დაევალა ავღანეთის ტერიტორიაზე აშშ-სა და მის მოკავშირეებზე განხორციელებული თავდასხმების აღკვეთა.[86][87] ავღაბეთის მტავრობამ მოლაპარაკებებში არ მიიღო მონაწილეობა და უარყო პატიმრების გათავისუფლების პირობა.[88][89]

აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის თარიღი გადაიდო 31 აგვისტომდე.[90] თალიბანმა თავდაპირველად დათქმული დროის გასვლის შემდეგ დაიწყო თავდასხმა, ზაფხულში, რომლის შედეგადაც დაიკავეს თითქმის მთლიანი ავღანეთი და ქაბული აიღეს 15 აგვისტოს, ამავე დღეს აშრაფ ღანმა დატოვა ქვეყანა და თალიბანმა გამარჯვება გამოაცხადა.[91] თალიბანური რეჟიმის აღდგენა დააფასტურა აშშ და 30 აგვისტოს უკანასკნელმა ამერიკულმა თვითმფრინავმა დატოვა ავღანეთი. 20 წლის შემდეგ ომი დასრულდა.[92][93]

ომის ფასის პროექტზე დაყრდნობით, ომში 176 000 ადამიანი დაიღუპა, 46 319 სამოქალქო პირი, 69 095 სამხედრო და 52 893 პარტიზანი.[94] გაეროზე დაყრდნობით, 2001 წლის შემდეგ 5.7 მილიონზე მეტი ლტოლვილი დაბრუბდა ავღანეთში,[95] თუმცა 2021 წლის შემდეგ კვლავ 2.6 მილიონი ადამიანი იქცა დევნიდალად,[96] უმეტესად ირანში და პაკისტანში და კიდევ 4 მილიონი ავღანელი ითვლება ქვეყნის საზღვრებს შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირად.[97][67]

სახელები

ომს ჰქვია ავღანეთის ომი 2001 წლიდან 2021 წლამდე, რათა იგი გამორჩეული იყოს სხვა ომებისგან, განსაკუთრებით სსრკ-ს ავღანეთში შეჭრისგან. დასავლური ხედვით ორი იყოფა ორ ნაწილად, პირველი – 2001-2014 წლები (ISAF მისია), როდესაც კოალიციის ოპერაციების უმეტესობა ჩატარდა, და მეორე – 2014 წლიდან 2021 წლამდე (RS მისია), როდესაც ბრძოლების უმეტესობას ავღანეთის შეიარაღებული ძალები აწარმოებდა. ომს აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში მიენიჭა კოდური სახელი ოპერაცია შეუზღუდავი თავისუფლება 2001-2014 წლებში და ოპერაცია თავისუფლების სენტინელი 2014-2021 წლებში. ალტერნატიულად ომს უწოდებენ „აშშ-ის ომს ავღანეთში“. თავად ავღანეთში ომს ეწოდება „ომი ავღანეთში“ (დარი. جنگ در افغانستان, იანგ დარ ავღანისტან; პუშტუ د افغانستان جګړه, და ავღანისტან იანგრა).

ომამდე

ავღანეთის სამოქალაქო ომის დაწყებამდე

1979 წლის ავღანური საფოსტო მარკა, რომელიც ასახავს მემარცხენე საურის რევოლუციას

ავღანეთის სტრატეგიული გეოგრაფიული პოზიცია აზიაში მუდმივად იწვევდა ავღანეთში წარუმატებელ შეჭრებს, რამაც ქვეყანას „იმპერიების სასაფლაოს“ სახელი შესძინა.[98] ბრიტანელებმა ავღანეთის გაკონტროლების მცდელობა დაიწყეს 1838 წლიდან, მათ ამაში ეცილებოდათ რუსეთის იმპერია, საბოლოოდ ბრიტანელებმა იმპერიათა ჭიდილში დაამარცხეს რუსეთი, თუმცა აღიარეს, რომ ავღანეთს პირდაპირ ვერ გააკონტროლებდნენ და ქვეყანაში ნახევრად მარიონეტული მთავრობა დასვეს. ავღანეთმა დამოუკიდებლობა დაიბრუნა 1919 წელს და გახდა მონარქია.[99]:15

ავღანეთის პოლიტიკურმა წესრიგმა რღვევა დაიწყო 1970-იან წლებში, თავდაპირველად, მუჰამედ დაუდ ხანმა აიღო ძალაუფლება 1973 წლის ივლისის გადატრიალებაში, როდესაც მონარქია ჩაანაცვლა ავტოკრატიულმა რესპუბლიკამ, დაუდ ხანი მოკლეს 1978 წლის აპრილის საურის რევოლუციაში, როდესაც ავღანეთის სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ (PDPA) ხელში ჩაიგდო ძალაუფლება და დაიწყო 40-წლიანი უწყვეტი კონფლიქტი.[100] PDPA-მ სცადა ქვეყნის სოციალისტური ტრანსფორმაცია გარიგებით ქორწინებების აკრძალვით, წერა-კითხვის მასობრივი გავრცელებით და მიწის მფლობელობის რეფორმით. ეს ავღანეთის ეწინააღმდეგებოდა ტრადიციულ წესრიგს და გამოიწვია დიდი წინააღმდეგობა ძნელად მისაღწევ ადგილებში. PDPA-ს რეპრესიებს და ათასობით პოლიტიკური პატიმრის სიკვდილით დასჯას მოჰყვა ღია აჯანყებები, 1979 წლის ჰერატის აჯანყების ჩათვლით.[101]:138 PDPA დაასუსტა შიდადაპირისპირებებმა პარტიის ლიდერებს შორის. პარტიაში მოხდა შიდაგადატრიალება, როდესაც ჰაფიზულა ამინმა ძალაუფლებას ჩამოაშორა ნურ მუჰამედ თარაქი. სსრკ, PDPA-ს სისუსტის გათვალისწინებით, ავღანეთში სამი თვის შემდეგ შეიჭრა, ამინის ჩამოსაგდებად.


1979 წლის დეკემბერში სსრკ-ის შეჭრამ ავღანეთში გაამწვავა ცივი ომი[102] და გამოიწვია სსრკ-ის მოწინააღმდეგეების, აშშ, პაკისტანი, საუდის არაბეთი და ჩინეთი, მხარდაჭერა ავღანელი მეამბოხეების მიმართ. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სეკულარული და სოციალისტური მთავრობა, რომელიც აკონტროლებდა ქალაქებს, და რელიგიურად მოტივირებული მოჯაჰიდი, რომელიც აკონტროლებდა სოფლებს და ძნელად მისაღწევ დასახლებებს. CIA მუშაობდა პაკისტანის დაზვერვასთან ერთად და მოჯაჰიდებს აწვდიდნენ უცხოურ დახმარებას. ომმა ასევე მიიზიდა არაბი მოხალისეები „ავღანელი არაბები“, ოსამა ბინ ლადენის ჩათვლით.

ავღანეთიდან სსრკ-ის გასვლის შემდეგ, 1989 წლის მაისში, PDPA-ს რეჟიმმა გაძლო 1992 წლამდე და უზბეკი გენერალ აბდულ რაშიდ დოსტუმის დახმარებით დატოვეს ქაბული. მოჯაჰიდმა აიღო ქაბული 1992 წლის 16 აპრილს და გამოაცხადეს ავღანეთის ისლამური სახელმწიფოს შექმნა.

სამოქალაქო ომი, მხედართმთავრების ერა (1992–1996)

1992 წელს მოჯაჰიდის მეთაური ბურჰანუდინ რაბანი ოფიციალურად გახდა ავღანეთის პრეზიდენტი, თუმცა მას მოუწია სხვა მხედართმთავრებთან ბრძოლა ქაბულის კონტროლისთვის. 1994 წლის ბოლოს რაბანის თავდაცვის მინისტრმა, აჰმად შახ მასუდმა, დაამარცხა ჰეკმატიარი ქაბულში და შეაჩერა დედაქალაქის დაბომბვა.[103][104][105] მასუდმა სცადა პოლიტიკური პროცესების წამოწყება ეროვნული კონსოლიდაციის მიზნით. სხვა მხედართმთავრები, დასავლეთში ისმაილ ხანისა და ჩრდილოეთში დუსტუმის ჩათვლით, ინარჩუნებდნენ ავტონომიას. მხედართმთავრებს შორის ბრძოლები ავღანეთის კონფლიქტის ყველაზე სასტიკი პერიოდი იყო. ქაბული, რომელიც ადრე ბრძოლებისგან შორს იყო, ახლა ეპიცენტრი გახდა და ქალაქში დაახლოებით 25 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ხშირი იყო მასობრივი მკვლელობები, გაუპატიურებები, წამებები და სხვა ომის დანაშაულები. აქედან აღზევდა თალიბანი.[99]:33

1994 წელს მუჰამედ ომარი, მოჯაჰიდი, რომელიც სწავლობდა პაკისტანის მადრესეში, დაბრუნდა კანდაჰარში და ჩამოაყალიბა უმეტესად პუშტუნებისგან შემდგარი თალიბანის მოძრაობა. მისი მიმდევრების უმეტესობა იყვნენ რელიგიური მოსწავლეები ცნობილნი, როგორც თალიბები, მათ სურდათ დაესრულებინათ მხედართმთავრების ერა შარიათის კანონის მეშვეობით. ქვეყანაში გავრცელებულმა ანარქიამ, განსაკუთრებით გაუპატიურებებმა, ძარცვებმა და მკვლელობებმა, განარისხა თალიბანი. 1994 წლის ნოემბრისთვის თალიბანი დაეპატრონა კანდარის პროვინციას. მათ უარყვეს შეთავაზება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ და 1995 წელს დაიძრნენ ქაბულისაკენ.[106][99]:36–37

1994 წელს თალიბანის გამარჯვებებს მალევე მოჰყვა მძიმე დამარცხებები.[107] პაკისტაინი „ძლიერ მხარდაჭერას უწევდა“ თალიბანს.[108][109] ანალიტიკოსებმა თალიბანი დაახასიათეს, როგორც პაკისტანის ინტერესების დამაკმაყოფილებელი დაჯგუფება.[108] თალიბანმა ქაბულის დაბომბვა დაიწყო 1995 წელს, თუმცა მალევე უკან დაახევინა მასუდმა.[104][110] 1996 წლის 27 სექტემბერს თალიბანმა, პაკისტანის დახმარებით და საუდის არაბეთის დაფინანსებით, აიღო ქაბული და გამოაცხადა ავღანეთის ისლამური საამირო.[111]

თალიბანის საამირო ჩრდილოეის ალიანსის წინააღმდეგ

ავღანეთის ისლამუტი საამირო აღიარა მხოლოდ პაკისტანმა, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა. თალიბანმა თავის კონტროლირებად განაწესა ისლამის ფუნდამენტალისტური ინტერპრეტაცია, ქალებს აეკრძალათ მუშაობა, სკოლაში სიარული და სახლის დატოვება მამაკაცი ნათესავის თანხლების გარეშე.[112] პაკისტანელ ექსპერტ აჰმედ რაშიდზე დაყრდნობით, „1994-1999 წლებში 80 000-100 000 პაკისტანელი ემზადებოდა და იბრძოდა ავღანეთში“ თალიბანის მხარეს.[113][114]

მასუდი და დოსტუმი, ყოფილი მოსისხლე მტრები, გაერთიანდნენ თალიბანის წინააღმდეგ და შექმნეს ჩრდილოეთის ალიანსი.[115] მასუდის ტაჯიკურ და დოსტუმის უზბეკურ ძალებთან ერთად, გაერთიანებაში შედიოდნენ ჰაზარული და პუშტუნი ძალები აბდულ ჰაქისა და ჰაჯი აბდულ ყადირის მეთაურობით. აბდულ ჰაქმა ასევე შეკრიბა თალიბანიდან დეფექტორი პუშტუნები.[116] ყველა მხარე შეთანხმდა თანამშრომლობაზე ავღანეთის დევნილ მეფე ზაჰირ შაჰთან ერთად.[114] ჩრდილოეთის ალიანსს მხარი დაუჭირა რუსეთმა, ირანმა, ტაჯიკეთმა და ინდოეთმა. 1998 წელს თალიბანმა მაზარ-ი-შარიფი აიღო და დოსტუმს დევნილობაში წასვლა აიძულა.

გაეროზე დაყრდნობით, თალიბანი ცდილობდა ძალაუფლების კონსოლიდაციას ჩრდილოეთ და დასავლეთ ავღანეთში და ხოცავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას. გაეროს წარმომადგენლება განაცხადეს, რომ 1996-2001 წლებში 15 ხოვცა-ჟლეტა ჩაიდინა თალიბანმა. თალიბანი განსაკუთრებით დევნიდა შიიტ ჰაზარელებს.[117][118] 1998 წელს 3 000 თალიბანი პატიმრის სიკვდილის დასჯის საპასუხოდ, თალიბანმა დახოცა 4 000 მშვიდობიანი მაცხოვრებელი მაზარ-ი-შარიფში 1998 წელს.[119][120]

2001 წლისთვის თალიბანი აკონტროლებდა ავღანეთის 90%-ს და ჩრდილოეთის ალიანსი შევიწროებული იყო ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთისკენ. თალიბანის მხაარეს იბრძოდა 28 000-30 000 პაკისტანელი (ასევე პუშტუნები) და 2000-3000 ალ-კაიდას მილიტანტი.[106][121][122][123] სხვა პაკისტანელები ფრონტის კორპუსიდან იბრძოდნენ ავღანეთში, პაკისტანის არმია ასევე პირდაპირ უჭერდა მხარს თალიბანს.[109][124]

ავღანელი პარტიზანების ლიდერი აჰმად შაჰ მასუდი (მარჯვნივ) და პუშტუნი ანტითალიბანი ლიდერი და შემდეგ ჰამიდ ქარზაის ვიცე-პრეზიდენტი, ჰაჯი აბდულ ყადირი
სამხედრო სიტუაცია ავღანეთის სამოქალაქო ომში 1996 წელს, თალიბანსა (წითელი) და ჩრდილოეთის ალიანსს (ლურჯი) შორის

ალ-კაიდა

1996 წლის აგვისტოს ოსამა ბინ ლადენი იძულებული გახდა დაეტოვებინა სუდანი და გადავიდა ჯალალაბადში, ავღანეთში. მან დააარსა ალ-კაიდას საერთაშორისო ქსელი 1980-იანი წლების მიწურულს, მოჯაჰიდის დასახმარებლად სსრკ-ს წინააღმდეგ, თუმცა მისი მიზნები მალე შეცვალა მთავარსარდლების დაპირისპირებებმა. იგი დაუახლოვდა მულა ომარს და ალ-კაიდას ოპერაციები გადაიტანა აღმოსავლეთ ავღანეთში, სადაც მას თალიბანი მფარველობდა.[125]

9/11-ის კომისიამ აშშ-ში დაადგინა, რომ თალიბანის მფრაველობის ქვეშ, ალ-კაიდა ავღანეთს იყენებდა საწვრთნელ, მოსამზადებელ, იარაღების საწყობ, სხვა ჯიჰადისტებთან საკოორდინაციო და ტერორისტული აქტების დასაგეგმავ ბაზად.[126] ალ-კაიდა ავღანეთში მხარს უჭერდა სხვა ორგანიზაიცებსაც. დაახლოებით 10 000-20 000 მამაკაცი გაიწვრთნა ალ-კაიდას ბაზაზე 11 სექტემბრის ტერაქტამდე, მათი უმეტესობა თალიბანის მხარეს იბრძოდა ჩრდილოეთის ალიანსის წინააღმდეგ, მცირე რაოდენობით შეუერთდნენ ალ-კაიდას.* [126]


1998 წლის აგვისტოს აშშ-ის საელჩოების დაბომბვის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტ ბილ კლინტონმა ალ-კაიდას ბაზებზე საჰაერო თავდასხმის ბრძანება გასცა. აშშ თალიბანს დიპლომატიური ზეწოლით აიძულებდა ბინ ლადენის დათმობას. 1999 წლეს საერთაშორისო საზოგადოებამ თალიბანს სანქციები დააწესა და ბინ ლადენის გადაცემა მოითოხვა. თალიბანმა უარყო მოთხოვნები.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) სპეციალური საქმიანობის დივიზიის პარტიზანული ჯგუფები აქტიური იყო ავღანეთში 1990-იან წლებში, ოსმა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ან დატყვევების მიზნით. ამ გუნდემა დაგეგმეს რამდენიმე ოპერაცია, თუმცა კლინტონისგან არ მიიღეს მათი გამოყენების ბრძანება. ავღანეთის ლიდერებთან ამ დროს ჩამოყალიბებული ურთიერთობები აუცილებელი გახდა 2001 წლის შეჭრისას.[127]

აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება

ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას აშშ უპირატესობას ანიჭებდა პაკისტანს და 1998-1999 წლებამდე არ ჰქონდა აშკარა პოლიტიკა ავღანეთის მიმართ. მაგალითად, 1997 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რობინ რაფაელმა მასუდს უთხრა, რომ დანებებულიყო თალიბანთან ბრძოლის მაგივრად. მასუდმა თქვა, რომ თუ ის გააკონტროლებდა თავისი ქუდის ზომის ტერიტორიას, მაშინ დაიცავდა მას თალიბანისგან.[106] ამავე დროს კლინტონის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი თანამდებობების პირები გაემგზავრნენ ჩრდილოეთ ავღანეთში, რათა დაერწმუნებინათ ჩრდილოეთის ფრონტი, არ გამოეყენებინათ მნიშვნელოვანი შანსი თალიბანის წინააღმდეგ. ისინი ითხოვდნენ ემბარგოსა და ცეცხლის შეწყვეტას, ამავე დროს პაკისტანმა დაიწყო ბერლინის საჰაერო მომარაგების მსგავსი მოქმედებები თალიბანის ძალების აღსადგენად, დაფინანსებული საუდების ფული.[128]

აშშ-ის პოლიტიკა ავღანეთის მიმართ შეიცვალა 1998 წელს აშშ-ის საელჩოს დაბომბვის შემდეგ. ოსამა ბინ ლადენს მიეწერა ტერაქტში მონაწილეობა. 1999 წელს აშშ-მ და გაერომ დაასანქცირეს თალიბანი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1267-ის მიხედვით, რომელიც ითხოვდა ოსამა ბინ ლადენის ექსტრადაციასა და ტერორისტების ყველა ბაზის დახურვას ავღანეთში.[129] ერთადერთი კოლაბორაცია აშშ-სა და მასუდს შორის გაიმართა სწორედ ამ დროს, როცა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ცდილობდა ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფელის დადგენას.[130] აშშ და ევროკავშირი არ დაეხმარნენ მასუდს თალიბანთან ბრძოლაში.

2001 წელს დაიწყო ცვლილებები აშშ-ის პოლიტიკაში CIA-ის ოფიცრების დამსახურებით, რომლებიც იცნობდნენ მასუდს.[131] CIA-ის ადვოკატებმა, ახლო აღმოსავლეთის დივიზიისა და კონტრტერორისტული ცენტრის ოფიცრებთან ერთად, დაიწყეს დოკუმენტების შედგენა პრეზიდენტი ბუშის ხელმოწერის მოსაპოვებლად, ფარული ქმედებების პროგრამისთვის ავღანეთში. ეს იყო აშშ-ის პირველი ქმედება ომის მასუდის სასარგებლოდ წასაყვანად.[111]

ცვლილებები დაიწყო 2001 წლის აგვისტოში.[111] ბუშის ადმინისტრაცია დათანხმდა მასუდის მხარდაჭერის გეგმას. ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი თანამდებობის პირების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ თალიბანს წარუდგენდნენ ულტიმატუმს ბინ ლადენისა და ალ-კაიდას სხვა ოპერატორების გადაცემის შესახებ. თუ თალიბანი უარს განაცხადებდა, აშშ ფარულ სამხედრო დახმარებას გაუწევდა ანტითალიბანურ დაჯგუფებებს. თუ ორივე მცდელობა წარუმატებელი იქნებოდა „აშშ თალიბანის რეჟიმს დამხობას ეცდებოდა უფრო პირდაპირი მოქმედებებით“.[132]

მასუდის მკვლელობა

აჰმად შაჰ მასუდი მოკლა ალ-კაიდამ ავღანეთის თახარის პროვინციაში 2001 წლის 9 სექტემბერს

აჰმად შაჰ მასუდი იყო გაერთიანებული ფრონტის (ჩრდილოეთის ალიანსი) ერთადერთი ლიდერი ავღანეთში 2001 წელს. ჩრდილოეთის ალიანსის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მასუდმა დააარსა დემოკრატიული ინსტიტუტები და ხელი მოაწერა ქალთა უფლებების დეკლარაციას.[133] მასუდის ტოლერანტმა მთავრობამ მილიონობით ლტოლვილი შეიფარა, რომლებიც თალიბანის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან გარბოდნენ.[134][135][136]

2001 წლის დასაწყისში მასუდმა და რამდენიმე სხვა ავღანელმა ლიდერმა მიმართეს ევროპის პარლამენტს ბრიუსელში და საერთაშორისო საზოგადოებას ჰუმანიტარული დახმარება სთხოვეს. ავღანეთის დელეგაციამ განაცხადა, რომ თალიბანი და ალ-კაიდა წარმოადგენდნენ „ისლამის ძალიან არასწორ აღთქმას“ და ასევე თქვეს, რომ პაკისტანისა და ოსამა ბინ ლადენის ალ-კაიდას მხარდაჭერის გარეშე მათი სამხედრო კამპანია შეუძლებელი გახდებოდა ერთ წელში. მასუდმა გამოსცა გაფრთხილება, რომ მისმა დაზვერვამ შეაგროვა ინფორმაცია გარდაუვალ მასშტაბურ თავდასხმაზე აშშ-ის გულში.[137]

2001 წლის 9 სექტემბერს ორი არაბი ბელგიური პასპორტებით, რომლებიც პოზირებდნენ, როგორც ჟურნალისტები, მოკლეს მასუდი თვითმკვლელ თავდასხმაში თახარის პროვინციაში. მასუდი დარდობდა თავის რეპუტაციაზე არაბულ და ისლამურ სამყაროებში და სურდა ოსამა ბინ ლადენის პროპაგანდის უკუგდება. ორი კაცი ადგილზე მივიდნენ მისასალმებელი წერილით ლონდონის ისლამური დაკვირვების ცენტრისგან და კონტაქტი დაამყარეს მოჯაჰიდის პარტიის ლიდერ აბდულ რასულ საიაფის მეშვეობით, რომელიც მასუდის მოკავშირე იყო. „ჟურნალისტებმა“ მიანიშნეს, რომ ისინი მასუდს დადებითად წარმოადგენდნენ. ინტერვიუს დაწყებიდან ცოტა ხანში ოპერატორმა გააქტიურა კამერაში დამალული ბომბი. აფეთქებამ მოკლა ოპერატორი და მეტალის ნაფლეთებმა მძიმედ დაჭრა მასუდი, რომელიც საავადმყოფოში თვითმფრინავით გადაყვანისას დაიღუპა. მეორე კაცი მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით გაქცევის მცდელობისა.[138][139]

ოსამა ბინ ლადენმა ბრძანა მასუდის მკვლელობა, რათა გაეხარებინა თალიბანის ლიდერები, რადგან აშშ-ზე მომავალი თავდასხმები დიდ პრობლემებს წარმოშობდა თალიბანისთვის. მოგვიანებით ალ-კაიდას ჟურნალმა საუდის არაბეთში გამოსცა სტატია, რომელიც ახასიათებდა ალ-კაიდას ჩართულობას მასუდის მკვლელობაში.[140] ორმა მკვლელმა წვრთნა გაიარა ბინ ლადენის ბანაკებში და ინტერვიუმდე წასვლამდე ოსამა ბინ ლადენმა და აიმან ალ-ზავაჰიმ გააცილეს.[141][142] წერილი ინტერვიუს თხოვნით იპოვეს ალ-ზავაჰირის კომპიუტერში, ქაბულში 2001 წლის ბოლოს ჩხრეკისას.[143] თალიბანმა უარყო მკვლელობაში მონაწილეობა.[144]

11 სექტემბრის ტერაქტები

თავდასხმის ეპიცენტრი ნიუ-იორკში

2001 წლის 11 სექტემბერს 19 არაბმა მამაკაცმა, რომელთაგან 15 იყო საუდის არაბეთიდან, განახორციელა შეთანხმებული თავდასხმები აშშ-ში. გაიტაცეს ოთხი კომერციული რეაქტიული თვითმფრინავი.[145][146] გამტაცებლებმა, ალ-კაიდას ჰამბურგის ქსელის წევრებმა,[126] განძრახ დააჯახეს ორი თვითმფრინავი მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის ტყუპ კოშკებს ნიუ-იორკში, დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი და დამატებით 2000 ადამიანზე მეტი შენებებში. ორივე შენობა დაინგრა შეჯახებიდან ორ საათში, დაინგრა და დაზიანდა ახლოს მყოფი სხვა შენობებიც. მესამე თვითმფრინავი დაეჯახა პენტაგონს, არლინგტონში, ვირჯინიაში, ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქთან ახლოს. მეოთხე თვითმფრინავი ჩამოვარდა მინდორში შანკსვილთან ახლოს, პენსილვანიის შტატში მას შემდეგ, რაც მგზავრებმა და ეკიპაჟმა თვითმფრინავზე კონტროლის დაბრუნება სცადეს. გამტაცებლებს ლაინერი ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქში მიჰყავდათ თეთრ სახლზე ან კაპიტოლიუმზე თავდასხმისთვის, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. პირველადი დახმარების პირებს შორის, მათ შორის მაშველი-მეხანძრეები და პოლიციელები, 836 ადამიანი დაიღუპა, 2009 წლის მონაცემებით.[147] საერთო ჯამში 11 სექტემბრის ტერაქტებს ემსხვერპლა 2996 ადამიანი, მათ შორის 19 გამტაცებელი ტერორისტი.[147]

თავდასხმებზე პასუხისმგებელია ოსამა ბინ ლადენი და აშშ-ის სურვილი, ტერაქტებზე პასუხიმგებელი ტერორისტების პასუხისგებაში მიცემისა, გახდა ომის casus belli. ისტორიკოსი კარტერ მალკასიანი წერს, რომ „უიშვიათესად ისტორიაში ერთი კაცი იწყებს ომს.“ ბინ ლადენს სურდა აშშ-ის ავღანეთში სსრკ-ს მსგავს ომში ჩათრევა სურდა.[99]:62–64 თალიბანმა სახალხოდ დაგმო 11 სექტემბრის ტერაქტები.[148] მათ ძალიან ცუდად შეაფასეს აშშ-ის ომში ჩართვის სურვილი. აშშ-ს სჯეროდა, რომ ალ-კაიდა და თალიბანი გაუცალკევებელი ორგანიზაციები იყო, როდესაც მათ სრულიად განსხვავებული მიზნები და ლიდერები ჰყავდათ.[99]:65–70

აშშ-ის ულტიმატუმი

11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭო შეთანხმდა, რომ სავარაუდოდ მათ დასჭირდებოდათ სამხედრო ოპერაციების ჩატარება ალ-კაიდასა და თალიბანის წინააღმდეგ, თუმცა დასაწყისისთვის ბუშმა გადაწყვიტა თალიბანისათვის ულტიმატუმის მიცემა.[99] პრეზიდენტის ულტიმატუმის მიხედვით თალიბანს „უნდა დაეკეტა ყველა ტერორისტების სამწვრთნელო ბანაკი, გადაეცათ ყველა ტერორისტი და მათი მხარდამჭერი და აშშ-სთვის მიეცათ წვდომა ხსენებულ ბანაკებზე, ინსპექციისათვის.“[148] იმავე დღეს ქაბულში შეიკრიბნენ სულიერი წინამძღვრები და გადაწყვიტეს აშშ-სთვის ბინ ლადენის გადაცემა, თუმცა მულა ომარმა გადაწყვიტა, რომ „ოსამას გადაცემა იქნება სამარცხვინო ჩვენთვის და ჩვენი ისლამური აზრისთვის“ და აშშ გააგრძელებდა მოთოვნებს ბინ ლადენის გადაცემის შემდეგ, რომელიც მისი თქვით უდანაშაულო იყო.[99] თალიბანმა უარყო ულტიმატუმი და განაცხადა, რომ ოსამა ბინ ლადენს იცავდა პუშტუნთა სტუმარ-მასპინძლობის კანონები.[149][150]

კვირების შემდეგ, აშშ-სა და ნატოს შეჭრის დასაწყისში, თალიბანმა მოითხოვა ბინ ლადენის ბრალის დამადასტურებელი სამხილები და განახადა, რომ ბინ ლადენს გადასცემდა მესამე სახელმწიფოს თუ აშშ შეწყვეტდა ავღანეთის დაბომბვას და დაადასტურებდა ბინ ლადენის ბრალეულობას.[151][152] ბუშს ადმინისტრაციამ მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა და თქვა, რომ „თალიბანმა უნდა იმოქმედოს ახლა.“[153] ფარული აშშ-ის სამხედრო ოპერაცია მალევე მალევე დაიწყო და ის ომში ოფიციალურად გადაიზარდა 2001 წლის 7 ოქტომბერს.[99]

ისტორია

ტაქტიკური მიმხილვა

ომში მონაწილეობდა ორი ფრაქცია, მათ შორის აშშ, მისი მოკავშირეები და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა, რომლებიც იბრძოდნენ თალიბანის, მისი მოკავშირეებისა და მილიციის წინააღმდეგ. სიტუაციას ართულებდა თალიბანის განშტოებების და სხვა ისეთი რადიკალური რელიგიური ჯგუფების არსებობაა, როგორებიცაა ალ-კაიდა და შემდგომ ისლამური სახელმწიფო, ეს ჯგუფები ხან თალიბანთან ერთად იბრძოდნენ, ხან თავიანთი მიზნებისთვის და ხან თალიბანისა და მთავრობის წინააღმდეგ.

ავღანეთის 33 მილიონიანი მოსახლეობის 80% სოფლად ცხოვრობს.[99]:12 რაც განაპირობებს, რომ ომი სასოფლო არეებში მიმდინარეობდა და ეს ასევე ტერორისტებსა და პარტიზანებს მრავალ სამალავ წერტილს აძლევდა. ქვეყანას მძიმე ზამრთრები აქვს, რაც სამხედრო ოპერაციების საშუალებას მხოლოდ ზაფხულსა და გაზაფხულზე იძლევა. ავღანეთის 99.7% მუსლიმია,[154] რასაც გავლენა აქვს როგორც თალიბანის, ისე მთავრობის იდეოლოგიებზე. ისტორიულად, ისლამი ავღან ლიდერებს ეხმარებოდა ტომთა დაპირისპირების დაძლევასა და უცხოელებისა და არამუსლიმთა წინააღმდეგ გაერთიანებაში. საუკუნეების განმავლობაში არამუსლიმთა ავღანეთში შეჭრამ განამტკიცა ავღანთა რელიგიური წინააღმდეგობის ხასიათი.[99]:17–19 ადგილობრივი ლიდერების (მოლების) გავლენა მნიშვნელოვანია ავღანეთში და ზეგავლენა აქვს როგორც ხალხზე, ისე მთავრობაზეც. მოლები ისტორიულად მნიშვნელოვანი არიან წინააღმდეგობის წარმართვაში ჯიჰადების გამოცხადებით.[99]:23–24

ავღანეთი უმეტესად ტომური წყობილებისაა, ტომურობა განსხვავებებისა და დაპირისპირებების დიდი წყაროა, ისლამისგან განსხვავებით. პუშტუნები ავღანეთის უდიდესი ეთნიკური ჯგუფია და ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 38%-50% პროცენტს შეადგენენ..[155] პუშტუნვალი, პუშტუნების ცხოვრების ტრადიციული წესი, მართავს ტომებში გადაწყვეტილებების მიღების წესებს. ტომური ერთობა ხშირად სუსტი იყო პუშტუნვალში შუღლების მოგვარების წესის გამო. ტრადიციულად, ავღანი ლიდერები დამოკიდებული იყვნენ ტომების მიერ სასოფლო რეგიონების კონტროლზე, რადგან მათთან თანამშრომლობის გარეშე მთავრობა სუსტი და არაეფექტური იყო. ავღანები ერთგულები იყვნენ თავიანთი ტომების მიმართ და არა სახელმწიფოს მიმართ, რაც ნიშნავს, რომ ტომები ან თალიბანის მხარს იჭერდნენ ან მთავრობის, იმის მიხედვით თუ რომელი უფრო სასარგებლო იქნებოდა.[99]:19–22

მნიშვნელოვანი განსხვავებები ძალაში მაღალტექნოლოგიურ კოალიციის ჯარებსა და პარტიზან თალიბანს შორის იწვევს ასიმეტრიულ ომს. თალიბანი 1980-იან წლებში ჩამოყალიბებულ პარტიზანულ ტაქტიკებს იყენებდნენ, რაც განპირობებულია მათი ფესვებისგან, რომლებიც ანტისაბჭოთა მოჯაჰიდებისგან. მოჯაჰიდები მოქმედებდნენ 10-50 კაცისგან შემდგარ პატარა ჯგუფებში, შეიარაღებული მოძველებული (უმეტესად მოპარული) თანამედროვე იარაღებით.[99]:31 თალიბანი იყენებდა თვითმკვლელურ, სამანქანო და საგზაო ბომბებს და ახორციელებდნენ მკვლელობებს.[156] 2009 წლისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობები გახდა თალიბანის მთავარი იარაღი.[157] თალიბანის წევრები ასევე უერთდებოდნენ ავღანეთის სამხედრო და საპოლიციო ძალებს და თან თავს შიგნიდან ესხმოდნენ.[158]

2001–2002: შეჭრა და ადრინდელი ოპერაციები

აშშ-ის არმიის სპეცდანიშნულების ძალები და აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კომბატ კონტროლერები ჩრდილოეთის ალიანსის მებრძოლებთან ერთად, ცხენებზე ამხედრებული, სამანგანის პროვინციაში

მიუხედავად იმისა, რომ აშშ ავღანეთში ოფიციალურად 2001 წლის 7 ოქტომბერს შეიჭრა, ფარული ოპერაციები დაწყებული იყო 11 სექტემბრის თავდასხმიდან 15 დღის შემდეგ, როცა აშშ-ის CIA-ის სპეციალური აქტივობის დივიზიის ოპერატორები შევიდნენ ჩრდილეთ ავღანეთში და იქ შექმნეს საკავშირო გუნდები.[159] ისინი დაუკავშირდნენ ჩრდილოეთის ალიანსს ფანჯშირის ხეობაში, ქაბულის ჩრდილოეთით.[160] ოქტომბერში ავღანეთში CIA-სთან და ჩრდილოეთის ალიანსთან სათანამშრომლოდ ჩავიდა აშშ-ის სპეცდანიშნულების ძალების 12-კაციანი ჯგუფი.[160] რამდენიმე კვირაში ჩრდილოეთის ალიანსმა, აშშ-ის სახმელეთო და საჰაერო ძალების დახმარებით, თალიბანი განდევნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქიდან.[161][162] თალიბანმა, რომელიც აშშ-ის საჰაერო მხარდაჭერის ძალებს ვერ უძლებდა, ყუნდუზის პროვინციაში გამაგრდა. ნოემბრისთვის თალიბანმა თითქმის მთლიანი ქვეყნის კონტროლი დაკარგა.[99]:70–75

აშშ შეჭრისას არ იყო მარტო, მას ეხმარებოდა გაერთიანებული სამეფო და კიდევ ათზე მეტი სახელმწიფო.[69][70][163] აშშ-მ და მოკავშირეებმა განდევნეს თალიბანი და ააშენეს სამხედრო ბაზები დიდ ქალაქებთან ახლოს მთლიანი ქვეყნის მასშტაბით. ალ-კაიდას და თალიბანის წევრების უმეტესობა ვერ დაიჭირეს, მათი ნაწილი მეზობელ პაკისტანში გაიქცა, დანარჩენებმა კი დაუსახლებელ და ნაკლებად დასახლებულ მთებს შეაფარეს თავი.[164] 2001 წლის 20 დეკემბერს გაერომ შექმნა საერთაშორისო უშიშროების მხარდაჭერის ძალა (ISAF), იმ მიზნით, რომ მშვიდობა და უშიშროება შეენარჩუნებინათ ქაბულსა და მიმდებარე ტერიტორიებზე.[165] ძალის მანდატი პირველ წლებში არ გასცდენია ქაბულის ტერიტორიას.[166] 18 სახელმწიფო იყო ჩართული ძალის შემადგენლობაში 2022 წლის თებერვალში.

ვინ გახდებოდა ავღანეთის პოლიტიკური ლიდერი გახდებოდა, გახდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი. ბონის კონფერენციაზე ავღანეთის დროებითი მთავრობის მეთაური გახდა ჰამიდ ქარზაი, რომელიც 2002 წლის ლოია ჯირგას შემდეგ გახდა ავღანეთის გარდამავალი მთავრობა. შეთანხმებამ შემოიტანა წესები, რომლებიც სახელმწიფოს დემოკრატიის გაზრდაში უნდა დახმარებოდა.[167]

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი