ასეული

ასეული — ძირითადი ტაქტიკური ქვედანაყოფი სახელმწიფოთა უმრავლესობის შეიარაღებულ ძალებში. არსებობს მსროლელი (მოტომსროლელი), ქვეითი (მოტოქვეითი), სატანკო, საავტომობილო, საზღვაო ქვეითი, დაცვის და სხვა ასეულები. შედის ბატალიონის (პოლკის) შემადგენლობაში ან წარმოადგენს ცალკეულ ფორმირებას. პირველი ასეულები შეიქმნა დასავლეთ ევროპის დაქირავებულ არმიებში XV საუკუნის ბოლოს – XVI საუკუნის დასაწყისში. XVIII საუკუნის დასაწყისში კავალერიაში ასეულები შეიცვალა ესკადრონებით, არტილერიაში — ბატარეებით. ქვეითი ასეულები შედგებოდა 4 ოცეულისგან, მშვიდობიან დროს მასში ირიცხებოდა 100–150 ადამიანი, ომის დროს — 200–250. თანამედროვე არმიებში ასეული, როგორც წესი, 3–4 ოცეულისგან შედგება.[1]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი