ბეირუთის ტერაქტი (2015)

ბეირუთის ტერაქტი — ტერორისტული აქტი ბეირუთში, რომელიც განხორციელდა 2015 წლის 12 ნოემბერს ბურჯ-ალ-ბარაჯნეს რაიონის ტერიტორიაზე, ბეირუთი, ლიბანი. რაიონის მოსახლეობის უმეტესობას შეადგენენ შიიტები[1]. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 43 ადამიანი. 240-ზე მეტმა კი მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანებები. ტერაქტის მიზეზად დასახელდა ჰეზბოლა მონაწილეობა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლებში[2]. საერთაშორისო დამკვირვებლები ტერაქტში ხედავდნენ ლიბანში ისლამური სახელმწიფოს გაფართოების ნიშნებს[2]. აღნიშნული ტერაქტი გახდა ყველაზე სისხლიანი არსებულ ტერაქტებს შორის.

ბეირუთის ტერაქტი

ბურჯ-ალ-ბარაჯნეს რაიონი
მდებარეობა ბეირუთი, ბურჯ-ალ-ბარაჯნეს რაიონი, ლიბანი
თარიღი 12 ნოემბერი, 2015
დაღუპულები 43 ადამიანი
არასასიკვდილო დაზიანებები
240+
ორგანიზატორები ისლამური სახელმწიფო
თავდამსხმელები ბილალ ალ-ბაქარა
მონაწილეების რაოდენობა
3

ტერაქტის შესახებ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო ისლამურმა სახელმწიფომ[1].

აფეთქება

სამი ტერორისტი გადაადგილდებოდა სკუტერებით და შეჩერდნენ აინ-ეს-სიქის მოედანზე, სავაც მდებარეობდა მეჩეთი და სავაჭრო ცენტრი „ალ-მანსური“[3]. ორმა თვითმკვლელმა აფეთქება განახორციელა სავაჭრო რაიონ ბურჯ-ალ-ბარაჯნეში, რომელსაც აკონტროლებდა „ჰეზბოლა“. პირველი აფეთქება მოხდა შიიტების მეჩეთთან, ხოლო მეორე მეზობლად მდებარე საფუნთუშეში[4][5]. მესამე აფეთქება არ განხორციელებულა, რადგან თვითმკვლელი ტერორისტო დროულად გააუვნებელყვეს[5]. დაიღუპა 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ჰეზბოლას ერთ-ერთი ლიდერი აბუ მურდატი[6].

გამოძიება

ლიბანის სპეცსამსახურების ოპერაციის შემდეგ დააკავეს სირიის შვიდი და ლიბანის ორი მოქალაქე, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო თვითმკვლელი-ტეორისტი. ბინაში სადაც ცხოვრობდნენ ტერაქტის ორგანიზატორები იპოვეს შაჰიდის ქამრები[7].

2015 წლის 26 ნოემბრის სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც ტერორისტების ტრანსპორტირებაზე იყო პასუხისმგებელი[8].

2015 წლის 13 დეკემბერს ლიბანში დააკავეს ტერორისტი ბილალ ალ-ბაქარა ისლამური სახელმწიფოს ლიბანის[9] დივერსიული[10] ნაწილის ხელმძღვანელი, რომელმაც დაგეგმა აფეთქებები[10].

რეაქცია

ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით სამძიმარი გამოთქვეს მთელი რიგი ქვეყნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, მათ შორის ჩეხეთმა, საფრანგეთმა, ირანმა, იტალიამ, ქუვეითმა, კატარმა, რუსეთმა და აშშ-მა[11][12][13][14][15].

13 ნოემბერი ლიბანში გლოვის დღედ გამოაცხადეს.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი