ბრიტანი მერფი

ბრიტანი ენ მერფი-მონჯეკი[2] (ინგლ. Brittany Anne Murphy-Monjack; დაბადების სახელი ბრიტანი ენ ბერტოლოტი (ინგლ. Brittany Anne Bertolotti; დ. 10 ნოემბერი, 1977, ატლანტა — გ. 20 დეკემბერი, 2009, ლოს-ანჯელესი) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი.

ბრიტანი მერფი

მერფი 2006 წელს
მშობლიური სახელი Brittany Murphy
დაბადების სახელი ბრიტანი ენ ბერტოლოტი[1]
დაბადების თარიღი 10 ნოემბერი, 1977
ატლანტა, ჯორჯია, აშშ
გარდაცვალების თარიღი 20 დეკემბერი, 2009 (32 წლის)
ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
დაკრძალულია ჰოლივუდ-ჰილზი
34°08′39″N 118°19′11″W / 34.14414° ჩ. გ. 118.31979° დ. გ. / 34.14414; -118.31979
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა
  • მსახიობი
  • მომღერალი
აქტიური 1991–2009
მეუღლე(ები) საიმონ მონჯეკი (იქ. 2007)

ბრიტანი მერფი დაიბადა ატლანტაში, ჯორჯიის შტატში,[3] შერონ კეთლინ მერფისა[2] და ანჯელო ჯოსეფ ბერტოლოტის ოჯახში.[4] მერფის დედ-მამა ერთამანეთს გაშორდნენ როდესაც იგი 6 წლის იყო. ბავშვი დედასთან ერთად ედისონში, ნიუ-ჯერსის შტატში იზრდებოდა. 1991 წელს მერფი სამსახიობო კარიერის დასაწყებად ლოს-ანჯელესში გადავიდა.[5][6] მან სახელი გაითქვა ტეი ფრეიზერის როლით ფილმში „სულელი“ (1995), ამას მოჰყვა მეორეხარისხოვანი როლები დამოუკიდებელ ფილმებში: „გზატკეცილი“ (1996) და „ნარკოტიკების ტალღებში“ (1998). მერფის დებიუტი ბროდვეიზე შედგა 1997 წელს, ართურ მილერის სპექტაკლში „ხედი ხიდიდან“.[7] მისი სხვა ცნობილი ადრეული ფილმებია: გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს (1997) და „მომაკვდინებელი ლამაზმანები“ (1999).

2001 წელს მერფიმ მაიკლ დუგლასთან ერთად მონაწილეობდა ფილმში „არაფერი თქვა“. კიდევ უფრო მეტი აღიარება ჰპოვა ემინემთან განხორციელებული როლისთვის ფილმში „მერვე მილი“ (2002).[8] მისი სხვა ცნობილი ფილმებია: „ძლიერი ქალი“ (2001), „უმაღლესი პილოტაჟი“ (2002), „ქალაქელი გოგონები“ (2003), „ცოდვათა ქალაქი“ (2005) და „მოკურცხლე“ (2006). მან აგრეთვე გაახმოვანა ლუენ პლეტერი ანიმაციურ ტელესერიალში „მთის მეფე“ (1997–2009). უკანასკნელი ფილმი მერფის მონაწილეობით გამოვიდა 2014 წლის აპრილში სახელწოდებით „ყურადღებას ნუ მიაქცევ“ (2014). მიღებული აქვს სატელიტის, ახალგაზრდა მსახიობის, Spike Video Game Awards-ისა და Teen Choice Awards-ის ნომინაციები.

2007 წელს დაქორწინდა ბრიტანელ სცენარისტზე საიმონ მონჯეკზე.[9] ბრიტანი მერფი გარდაიცვალა 2009 წლის 20 დეკემბერს, 32 წლის ასაკში პნევმონიით.[10] დაკრძალულია ჰოლივუდ-ჰილზის სასაფლაოზე, ლოს-ანჯელესში.[11] ამ მოვლენიდან ხუთი თვის შემდეგ იმავე ვითარებაში გარდაიცვალა მსახიობის მეუღლე საიმონ მონჯეკი.[12]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი