ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები — კონტროლირებადი ბულგარეთის ფეხბურთის კავშირის მიერ. ყველაზე დიდი წარმატება ნაკრების არის 1994 წელს აშშ-ში მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 ადგილზე გასვლა.

ბულგარეთი
ემბლემა
ასოციაცია ბულგარეთის საფეხბურთო კავშირი
კონფედერაცია უეფა
მთავარი მწვრთვნელი ბულგარეთის დროშა პლამენ მარკოვი
კაპიტანი იველინ პოპოვი
ფიფა-ს კოდი BUL
პირველი საერთაშორისო
ავსტრიის დროშა ავსტრია 6 - 0 ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
(ვენა, ავსტრია; 21 მაისი, 1924)
უდიდესი გამარჯვება
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 7 - 0 ნორვეგიის დროშა ნორვეგია
(სოფია, ბულგარეთი; 1957)
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 7 - 0 ტაილანდის დროშა ტაილანდი
(მეხიკო, მექსიკა; ოქტომბერი, 1968)
ბულგარეთის დროშა ბულგარეთი 7 - 0 მალტის დროშა მალტა
(სოფია, ბულგარეთი; 14 ოქტომბერი, 1982)
უდიდესი დამარცხება
ესპანეთის დროშა ესპანეთი 13 - 0 ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
(მადრიდი, ესპანეთი; 21 მაისი, 1933)
გამოსვლა (პირველად 1962)
საუკეთესო შედეგი მეოთხე ადგილი, 1994
გამოსვლა (პირველად 1996)
საუკეთესო შედეგი პირველი რაუნდი, 1996, 2004

ისტორია

ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრები 1922 წელს იყო ფორმირებული, ხოლო ბულგარეთის ფეხბურთის კავშირი კი 1923 წელს. პირველი მატჩი ნაკრებმა ვენაში ავსტრიის წინააღმდეგ ჩაატარეს, სადაც 6:0 დამარცხდნენ. ბულგარეთი პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე 1930 წელს მოხვდა, თუმცა იმის გამო რომ ფრენა შეფერხდა შტორმების გამო, მათი ჩასვლა გამოირიცხა ურუგვაიში.1962 წელს ჩილეში მსოფლიო ჩემპიონატზე ბულგარეთი კვლავ მოხვდა დიდ ტურნირზე, თუმცა ფლეი-ოფამდე ვერ გააღწია. ანალოგიური მოუვიდათ 66, 70 და 74 წლებში. ხოლო 86-ში მათ შეძლეს გასვლა ჯგუფიდან, მაგრამ 1/8-ფინალში დამარცხდნენ. ბულგარული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი თარიღი 1993 წლის 17 ნოემბერია, როცა ემილ კოსტადინოვმა პარიზში საფრანგეთს დუბლი შეუსრულა და ნაკრები 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა აშშ-ში. ეს პერიოდი იყო ბულგარული ფეხბურთის ოქროს ხანა, რადგან იმ პერიოდში ისეთმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი როგორიც ხრისტო სტოიჩკოვი, კრასიმირ ბალაკოვი და იორდან ლეჩკოვი, რომელბმაც იმ მსოფლიოზე ნაკრები საბოლოოდ მე-4 ადგილზე გაიყვანეს, ხოლო სტოიჩკოვი კი სალენკოსთან ერთად საუკეთესო ბომბარდირი გახდა 6 გოლით.

1996 წელს ბულგარეთი პირველად ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, თუმცა ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა, არადა ძლიერ კოლექტივად ითვლებოდა. 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთში ბულგარეთიც მონაწილეობდა, თუმცა მანდაც ჯგუფში ჩარჩა, რის მერეც ის ოქროს თაობა ბულგარეთის ნელ-ნელა წავიდა.ამის შემდეგ ნაკრები ვერც ევროპის ჩემპიონატზე გავიდა 2000 წელს და ვერც მსოფლიო ჩემპიონატზე 2002 წელს. 2004 წელს ევროპის ჩემპიონატზე კი შეძლეს ბულგარელებმა გასვლა, თუმცა იქ ყველაფერი ფიასკოდ დასრულდა მათთვის. ეს იყო მათთვის ჯერჯერობით ბოლო დიდი ტურნირი, რადგან მათ ვერც მსოფლიო ჩემპიონატზე (2006, 2010) და ვერც ევროპის ჩემპიონატზე (2008) ვეღარ გავიდნენ.

მსოფლიო 2014-ის კვალიფიკაცია

მსოფლიოს შესარჩევის კვალიფიკაციაზე ბულგარეთი B-ჯგუფში მოხვდა, სადაც მოწინააღმდეგედ იტალია, დანია, ჩეხეთი, სომხეთი და მალტა ამოუვიდათ. ლუბო პენევი ახალი დანიშნული იყო ნაკრებში და მასზე დიდი იემდები მყარდებოდა, რასაც მისი ამხანაგურ მატჩეშბი დადებითი შედეგებიც მეტყველებდა, განსაკუთრებით როცა ჰოლანდიას გასვლაზე 1:2 მოუგეს.ჯგუფური ეტაპი 7 სექტემბერს დაიწყო როდესაც სოფიაში იტალიის ნაკრები ჩამოვიდა. ბულგარეთმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და იღბალის საკითხია რომ სამი ქულა ვერ აიღეს. თამაში ფრედ 2:2 დასრულდა. გოლები კი მანოლევმა და შესვლაზე შემოსულმა გიორგი მილანოვმა გაიტანეს.შემდეგი მატჩი ნაკრებმა სომხეთის წინააღმდეგ გამართეს ისევ სახლში სოფიაში და ამჯერად სამი ქულა თავისუფლად ჩაიწერეს. თუმცა აღსანიშნავია რომ თამაში მძიმედ მიმდინარეობდა, რაზეც სამი წითელი ბარათი და რვა ყვითელი ბარათი მეტყველებს.12 ოქტომბერს სოფიაში უკვე დანიის ნაკრები ჩამოვიდა და ბულგარეთმა აქაც კარგად ითამაშა და იგებდა კიდეც 1:0-ს თუმცა ბანდალოვსკის უხეში თამაშის გამო გუნდი ათი კაცით დარჩა და საბოლოოდ ანგარიში 1:1 დამთავრდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ათი კაცითაც ძლიერად თამაშობდა ბულგარეთი.შემდეგი თამაში კი ნაკრებმა ჩეხეთის წინააღმდეგ ჩაატარა გასვლაზე, სადაც თანაბარი ბრძოლის შედეგად თამაში ფრედ 0:0 დასრულდა. ბულგარეთი ჯერჯერობით მე-2 ადგილზეა 6 ქულით, ერთი მოგებით და 3 ფრით, პირველზე კი იტალიის ნაკრებია 10 ქულით.მომდევნო მატჩი 2013 წლის 22 მარტს სოფიაში გაიმართება, სადაც ბალკანელებს მალტელები ესტუმრებიან.

მონაწილეობის ისტორია

მსოფლიო ჩემპიონატი

YearResultPositionGPWDLGSGA
1930არ გამოცხადდა-------
1934კვალიფიკაცია ვერ გაიარა-------
1938კვალიფიკაცია ვერ გაიარა-------
1950არ გამოცხადდა-------
1954კვალიფიკაცია ვერ გაიარა-------
1958კვალიფიკაცია ვერ გაიარა-------
1962პირველი რაუნდი15301217
1966პირველი რაუნდი15300318
1970პირველი რაუნდი13301259
1974პირველი რაუნდი12302125
1978კვალიფიკაცია ვერ გაიარა-------
1982კვალიფიკაცია ვერ გაიარა-------
19861/8-ფინალი12402226
1990კვალიფიკაცია ვერ გაიარა-------
1994მე-4 ადგილი473131011
1998პირველი რაუნდი29301217
2002კვალიფიკაცია ვერ გაიარა-------
2006კვალიფიკაცია ვერ გაიარა-------
2010კვალიფიკაცია ვერ გაიარა-------
სულ7/192838171953

ევროპის ჩემპიონატი

YearRoundPositionGPWD*LGSGA
1960კვალიფიკაცია ვერ გაიარა
1964
1968
1992
1996ჯგუფური ეტაპი11th311134
2000კვალიფიკაცია ვერ გაიარა
2004ჯგუფური ეტაპი16th300319
2008კვალიფიკაცია ვერ გაიარა
2012
სულჯგუფური ეტაპი2/146114413

ვასილი ლევსკის სტადიონი

ბულგარეთი საშინაო მატჩებს ვასილი ლევსკის სახელობის სტადიონზე ატარებს, რომელიც 43,632K ადამიანს იტევს. სტადიონი ოფიციალურად 1953 წელს იყო გახსნილი, ხოლო 1966 და 2002 წელს კი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. თავისუფლად შეულია სტადიონს ევროპა ლიგის ფინალის მიღება. 2006-07 სეზონში კი სოფიის ლევსკი მანდ ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ატარებდა, ისეთ სერიოზულ გუნდებთან როგორებიცაა ბარსელონა, ჩელსი და ვერდერი.ასევე ამ სტადიონზე ტარდება ბულგარეთის სუპერ-თასი ფეხბურთში და სხვა სპორტულ-ათლეტური ღონისძიებები.2011 წელს 4 ნოემბერს სპორტის მინისტრმა სვილენ ნეიკოვმა განაცხადა რომ იგი აპირებს სოფიაში, ვრაჟძებნას გარეუბანში ახალი სტადიონის აშენებას, რომელიც ნაკრების ახალი სტადიონი იქნება.ახალ სტადიონს "Arena of the Rose" (ვარდის არენა) ერქმევა, რომელიც 60.000 ადამიანს დაიტევს და იგი სოფიის აეროპორტის ახლოს იქნება გაშენებული, ვრაჟძებნას გარეუბანში.სტადიონის ეს სახელი კი იმიტომ შეურჩიეს რომ თითქოს და ვარდს ემგვანება ახალი სტადიონი.

შემადგენლობა

შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 2014-ზე.

0#0პოზიციამოთამაშედაბადების თარიღი (ასაკი)მატჩიგოლიკლუბი
ვლადისლავ სტოიანოვი6 აგვისტო, 1987 (1987-08-06) (36 წლის)50 შერიფი
სტოიან კოლევი2 მარტი, 1976 (1976-03-02) (48 წლის)150 ჩერნომორეცი ბურგასი
ნიკოლაი მიჰაილოვი6 აპრილი, 1988 (1988-28-06) (35 წლის)190 ტვენტე
სტანისლავ მანოლევი12 აპრილი, 1985 (1985-16-12) (38 წლის)252 პსვ
ალექსანდარ ალექსანდროვი4 იანვარი, 1986 (1986-13-04) (37 წლის)00 ჩერნო მორე
პეტარ ზანევი10 ივნისი, 1985 (1985-18-10) (38 წლის)180 ვოლინი
ნიკოლაი ბოდუროვი5 ივნისი, 1986 (1986-30-05) (37 წლის)120 ლიტექსი
იორდან მინევი10 თებერვალი, 1980 (1980-14-10) (43 წლის)40 ლუდოგორეცი
ვესელინ მინევი11 ნოემბერი, 1986 (1986-23-11) (37 წლის)120 ანთალიასფორი
ივან ბონდალოვსკი11 ნოემბერი, 1986 (1986-23-11) (37 წლის)120 ცსკა სოფია
ივან ივანოვი2 იანვარი, 1988 (1988-25-02) (35 წლის)311 პარტიზანი
ილია მილანოვი2 ივლისი, 1992 (1992-19-02) (31 წლის)20 ლიტექსი
გეორგი ილიევი9 მაისი, 1981 (1981-05-09) (42 წლის)151 ჩერნო მორე
ვლადიმერ გაჯევი7 ივნისი, 1987 (1987-18-07) (36 წლის)120 ლევსკი
გეორგი სარმოვი9 ივლისი, 1985 (1985-07-09) (38 წლის)110 კასიმპასა
გიორგი მილანოვი2 ივლისი, 1992 (1992-19-02) (31 წლის)91 ლიტექსი
ალექსანდარ ტონევი2 მარტი, 1990 (1990-03-02) (34 წლის)90 ლეხი პოზნანი
სვეტოსლავ ძიაკოვი5 ივლისი, 1984 (1984-31-05) (39 წლის)80 ლუდოგორეცი
მარკინიოსი4 ივნისი, 1982 (1982-30-04) (41 წლის)40 ჩანგჩუნ იატაი
ვალერი ბოჟინოვი2 მარტი, 1986 (1986-15-02) (37 წლის)406 ვერონა
იველინ პოპოვი10 თებერვალი, 1987 (1987-26-10) (36 წლის)396 ყუბანი
დიმიტარ რანგელოვი3 ივლისი, 1987 (1987-07-03) (36 წლის)263 ლუცერნი
ივან ცვეტკოვი8 ივლისი, 1979 (1979-31-08) (44 წლის)10 ბოტევი პლოვდივი

მიღწევები

  • ზაფხულის ოლიმპიადა ფეხბურთში
    • მე-2 ადგილი (1): 1968
    • მე-3 ადგილი (1): 1956
  • ევროპის ჩემპიონატი
    • 1/4-ფინალი (1): 1968
  • ბალკანეთის თასი
    • გამარჯვებული (3): 1931, 1932, 1973/76
    • მე-2 ადგილოსანი (2): 1935, 1936


🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი