გრდემლი

ტერმინს „გრდემლი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გრდემლი (მრავალმნიშვნელოვანი).

გრდემლი — ლითონისაგან ჩამოსხმული და კუნძზე დამაგრებული გლუვზედაპირიანი ლითონის საკვერავი დაზგა.

პატარა გრდემლი

პატარა გრდემლებს იყენებენ ოქრომჭედლები და მესაათეები. საქართველოში ძველთაგანვე იყო ცნობილი სხვადასხვა მოყვანილობის და ზომის ფოლადის და ქვის გრდემლები. ქართულ მითოლოგიაში გრდემლი დაკავშირებულია ამირანის თქმულებასთან (ამირანის კლდეზე მიჯაჭვა, ხმლის გაჭედვა; ყოველ დიდ ხუთშაბათს მჭედელები გრდემლებს უბრად სამჯერ დაჰკრავენ უროს, ამირანმა არ აიშვასო). ქართველი ხალხის ძველ რელიგიურ წარმოდგენებში გრდემლი წმინდა („ნაწილიან“) საგნად ითვლებოდა და მას მჭედლები ყოველ შაბათს სანთელს უნთებდნენ. ძველადვე სცოდნიათ დამნაშავის გრდემლზე „გადაცემა“ დასასჯელად და მისი „ახსნაც“ (ცოდვის მიტევება). მოხსენებულია რუსთაველთან („გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა“).

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი