იანვარი

წლის პირველი თვე იულიუსის და გრიგოლიანურ კალენდრებში

იანვარი (ლათ. Ianuarius) — გრიგორიანული კალენდრის პირველი თვე. იანვარში 31 დღეა.

<< იანვარი >>
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
2024

ასე უწოდეს მას იანუსის, შესასვლელთა და გამოსასვლელთა, ყოველგვარი საწყისის რომაული ღმერთის მიხედვით. იანვარი და თებერვალი არიან კალენდრის ბოლო დამატებული თვეები, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. რადგან, ტრადიციულად, კონსულებს იანვარში ირჩევდნენ, ეს თვე გახდა წლის პირველი თვე, შეცვალა ამ მიმართებით მარტი. იანვრის ძველქართული სახელწოდებაა აპანი, აპნისი.

აპნისი

კორნელი კეკელიძე აპნისს 4 დეკემბერი — 2 იანვრით საზღვრავდა[1].

კ. კეკელიძის აზრით[2] „აპნისი“ არის ნათესაობითი ბრუნვა (თთუე აპნისი, აპნისაჲ), სახელობითი ბრუნვა იქნება „აპანი“, რაც იგივე ავესტური აპამ, ფალაური ავან ან ახალ-სპარსული აბან არის (აქედან გამოყავთ ებრაული აბ-იც). ეს სახელი თუ მის ეტიმოლოგიას მივაქცევთ ყურადღებას (ძველ ირანულში მდინარისა და წყლის სახელთანაა დაკავშირებული[3]), უნდა მივიჩნიოთ იმ თვის სახელთა დუბლიკაციად, რომლესაც სურწყანი ეწოდება.

„და არს დასაბამი ტანჯვათა მათ წმიდისა შუშანიკისაჲ თთუესა აპნისისასა, მერვესა თთჳსასა და დღესა ოთხშაბათსა[4].“
„მეშჳდესა წელსა სუფევისა კონსტანტინჱს დიდისა მეფისასა, თთუესა აპნისისა, შეკრბა ერი დიდძალი წარმართთაჲ მდინარესა ზედა, რომელსა ჰრქჳან დანუბი[5].“
„დღჱ, რომელი განთენდებოდა პარასკევად, აპნისისა თთუესა სამსა, ჟამსა მას მეათხუთმეტესა ინდიქტიონსა, მეათესა მას ჳპატონსა [ონორის კეისრისასა], და მეექუსესა მას წელსა თევდოსისა, უფალთა მათ ჩუენთა თჳთმპყრობელთა შარავანდედთასაჲ[6].“

იანვრის მნიშვნელოვანი მოვლენები

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი