დიდი აუზი

დიდი აუზი (ინგლ. Great Basin; ესპ. Gran Cuenca) — მთიანეთი აშშ-ში. ადმინისტრაციულად ვრცელდება ნევადის, ორეგონის, იუტის, კალიფორნიის, აიდაჰოსა და უაიომინგის შტატების ტერიტორიაზე. მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის კორდილიერის შიდა სარტყელში. ჭარბობს ნახევარუდაბნოსა და უდაბნოს ლანდშაფტები.

დიდი აუზი
დიდი აუზის რელიეფური რუკა
დიდი აუზის რელიეფური რუკა
კოორდინატები: 40°40′ ჩ. გ. 117°40′ დ. გ. / 40.667° ჩ. გ. 117.667° დ. გ. / 40.667; -117.667
ქვეყანააშშ-ის დროშა აშშ
ტერიტორიული ერთეულინევადა
ორეგონი
იუტა
კალიფორნია
აიდაჰო
უაიომინგი
უმაღლესი წერტილიუიტნი
სიმაღლე4421 
ფართობი541,730 კმ²
დიდი აუზი — ჩრდილოეთი ამერიკა
დიდი აუზი
სურათები ვიკისაწყობში

აღმოსავლეთით შემოსაზღვრულია უოსაჩის ქედითა და კოლორადოს პლატოთი, დასავლეთით სიერა-ნევადისა და კასკადოვანი ქედით, ჩრდილოეთით კოლუმბიის პლატოთი, ხოლო სამხრეთით მოხავეს უდაბნოთი. ფართობი 541,730 კმ². მაქსიმალური სიმაღლე 4421 მ (მთა უიტნი).[1] უკავია ვრცელი გაუდინარი არე, ბიომები, ეკორეგიონები და უდაბნოები.[2]

დიდი აუზი წარმოდგენილია მოკლე და ფართო მერიდიანული კლდოვანი ქედებით, რომლებიც დაყოფილია ვრცელი, ერთმანეთთან დაკავშირებული ტაფისებრი ქვაბულებით ანუ აუზებით. ქედების სიგრძე 95–190 კმ, ხოლო სიგანე 5–24 კმ-ია. მთის კალთები ვიწრო ხერხისებრი კლდოვანი თხემებით ჩაჭრილია ღრმა ხეობებით, რომლებიც ჩვეულებრივ, ქედებთან შედარებით რამდენადმე ფართოა და უმეტესწილად უდაბნოებია, რომელთა სიმაღლე 300–1800 მ ფარგლებშია. ქედების მწვერვალების სიმაღლე საშუალოდ 2750 მ-ია. სიერა-ნევადა რეგიონის შიგნით წვიმის ჩრდილს წარმოქმნის.[3]

არიდულ რელიეფწარმომქმნელ პირობებში დიდ აუზში მიმდინარეობს ინტენსიური ფიზიკური გამოფიტვა და მძლავრი ჩამონაშალის წარმოშობა. მათი ნაზღვლევი ქედებს შორის ხშირად ზღუდარს წარმოქმნის და ქვაბულებს ჯამისებრი ღრმულის მწკრივებად გარდაქმნის. დიდი მლაშე ტბის უდაბნოში დიუნებია გავრცელებული. ჩამონადენისა და ქედების ნგრევის პროდუქტების გამოზიდვის არარსებობამ გამოიწვია ქვაბულების ქვიანი და ქვიშიან-თიხიანი მძლავრი წყებით ამოვსება, რომლებმაც ნაწილობრივ დამარხეს პირველადი მთის რელიეფი.[4]

დიდი აუზის კლიმატი მკვეთრად კონტინენტურია, დიდწილად გაბატონებულია სუბტროპიკული, ჩრდილოეთით ზომიერი ჰავა. ზაფხული ცხელია, უღრუბლო, ზამთარი გრილია, ხშირი ნისლით. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 20–22 °C (მაქსიმალური 56,7 °C), იანვრის 0–2 °C (მინიმალური –30 °C, მთებში –60 °C-მდე). ატმოსფერული ნალექების რაოდენობა დაახლოებით 200 მმ წელიწადში, ცალკეულ ქვაბულებში 100 მმ-ზე ნაკლებია, მთების დასავლეთ კალთებზე 500 მმ.[5]

ტერიტორიის დიდი ნაწილი გაუდინარია; არის მოკლე ეპიზოდური ნაკადები, რომლებიც აუზს არ სცილდება. მთავარი მდინარეა ჰუმბოლდტი. ტბებიდან აღსანიშნავია: დიდი მლაშე ტბა, პირიმიდი, სევირი და იუტა. ტბების დიდ ნაწილს უკავია პლეისტოცენში არსებული უფრო ვრცელი წყალსატევების ადგილი. ამ კუთხით გამოსაყოფია ტბა ბონევილი. მორწყვის მთავარი წყაროა არტეზიული ჭები, რომლებიც უმეტესწილად ქვაბულების განაპირა მხარესაა განლაგებული.[6]

ქვაბულებში ფართოდაა გავრცელებული მურა, რუხი, მლაშობი და ბიცობი ნიადაგი, ხოლო მთებში გვხვდება ყავისფერი და რუხ-ყავისფერი ნიადაგი. ტერიტორიის დიდი ნაწილი ნახევარუდაბნოს მცენარეულობას უკავია, ჩრდილოეთით მარცვლოვან-ავშანია, სამხრეთით ბუჩქნარ-სუკულენტურები, კაქტუსები, აგავა და სხვა. უფრო ნოტიო კალთები შემოსილია ფიჭვნარ-ღვიანებით. ცხოველთა სამყარო სახეობრივი შედგენილობით ღარიბია. ბევრია ქვეწარმავალი.[7]

კვლევის ძველ ანგარიშებში დიდი აუზის ქედები მიმსგავსებული იყო მუხლუხოების გროვასთან. ტერმინი „დიდი აუზი“ გამოიყენება ჰიდროგრაფიაში, ეკოლოგიაში, ფლორისტიკაში, ფიზიოგრაფიაში, ტოპოგრაფიასა და ეთნოგრაფიაში.[8][9]

ჯედედაია სმითმა პირველმა გადაკვეთა დიდი აუზი 1824 წელს, თუმცა აღნიშნული მოგზაურობა დოკუმენტურად არ დაუდასტურებია. დიდი აუზის აღმოსავლეთ ნაწილი შეისწავლა ჯონ ფრიმონტმა 1846 წელს, თუმცა რეგიონი არ გადაუკვეთავს. დიდი აუზის ფარგლებშია დიდი აუზის ეროვნული პარკი, სიდარ-ბრეიქსის ეროვნული ძეგლი და სხვა.[3]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი