ევა კესიდი

ევა მერი კესიდი (ინგლ. Eva Marie Cassidy; დ. 2 თებერვალი, 1963, ვაშინგტონი, აშშ ― გ. 2 ნოემბერი, 1996, ბოუი, მერილენდი, აშშ) — ამერიკელი ვოკალისტი, რომელიც ბრიტანულმა გაზეთმა „The Guardian“ „მისი თაობის უდიადესი ხმის პატრონად” შერაცხა. მისი მრავალფეროვანი რეპერტუარი ჯაზისაგან, ბლუზისაგან, ფოლკისაგან, გოსპელისაგან და პოპისაგან შედგებოდა. ევას მის მშობლიურ ქალაქ ვაშინგტონი, აშშ-ის გარეთ თითქმის არავინ იცნობდა, როდესაც ის 1996 წელს მელანომით გარდაიცვალა. თუმცა, მისი გარდაცვალების შემდეგ გამოცემული სიმღერათა კრებულების გაყიდვის რაოდენობამ ოთხ მილიონს გადააჭარბა, ხოლო 2001 წლის დასაწყისში გამოცემულმა ალბომმა Songbird ინგლისის ალბომთა რეიტინგში პირველ ადგილს მიაღწია.

ევა კესიდი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 2 თებერვალი, 1963(1963-02-02)[1] [2]
დაბ. ადგილი Washington Hospital Center
გარდ. თარიღი 2 ნოემბერი, 1996(1996-11-02)[1] [2] (33 წლის)
გარდ. ადგილი Bowie
საიტი evacassidy.org

ბიოგრაფია

ევა კესიდი ჰიუ და ბარბარა კესიდების ოთხშვილიან ოჯახში მესამე იყო. ის პატარაობიდანვე ამჟღავნებდა არტისტულ და მუსიკალურ ნიჭს. ცხრა წლის რომ გახდა, მამამ გიტარაზე დაკვრა ასწავლა და მანაც საოჯახო წვეულებებზე დაიწყო დაკვრა.

მიუხედავად იმისა, რომ ევა ახალგაზრდობის პერიოდში სრულად ვერ იცნობიერებდა თავისი ნიჭს, ამას ხელი არ შეუშლია სკოლის პერიოდში მონაწილეობა მიეღო ადგილობრივი ბენდ Stonehenge-ში, რამაც გარკვეული აღიარება მოუტანა.

თვრამეტი წლისამ კი პროფესიული კარიერა დაიწყო. იგი უკრავდა ვაშინგტონის ერთ-ერთ ბენდში „იზი სთრით” (Easy Street). ბენდი სხვადასხვა სტილის მუსიკას უკრავდა და სიმღერებს ქორწილებზე, კორპორაციულ წვეულებებზე და გაბოლილ ბარებში ასრულბდა. ევა ასევე ბოუიში, მერილენდის შტატში, მღეროდა.

1982 წლის ზაფხულში ევა კვირაში ექვსი დღე უკრავდა, მერილენდის „Wild World” პარკში. ბენდში მისი ძმაც მონაწილეობდა. ამ დროისათვის ევა კესიდის უკვე ჩაწერილი ჰქონდა ის სიმღერები, რომლებმაც მას გარდაცვალების შემდეგ სახელი გაუთქვა მსოფლიოში.

1980-იან წლებში ევა სხვადასხვა ბენდებში მონაწილეობდა , მათ შორის სოულისა და მოტოუნის სტილზე ორიენტირებულ ბენდში „The Honeybees”, ასევე ტექნო-პოპის ორიგინალურ ბენდში „Characters Without Names” (მოგვიანებით ამ ბენდს „Method Actor” ეწოდა).

ამ პერიოდის განმავლობაში ევა ასევე მუშაობდა პროოაგატორად ავეჯის დიზაინერად ანაპოლისში, მერილენდის შტატში. 1986 წელს ევამ გაიცნო ბასისტი და ხმოვანი ჩანაწერების ინჟინერი კრის ბიონდო. იგი დაეხმარა ევას რამდენიმე შოუში შემცვლელ მომღერლის სამუშაოზე მოწყობაში. 1990 წელს დაიქირავა ე.წ. „ევა კესიდის ბენდი”, რომელიც შედგებოდა კრის ბიონდოსაგან, ლენი უილიამსისგან, ქეით გრაიმისგან (Keith Grimes) და რეის მაკლეოდისგან და ვაშინგტონის რეგიონში ხშირი გამოსვლები დაიწყო.

1992 წელს კრის ბიონდომ ევას ჩანაწერები ჩაკ ბრაუნს მოასმენინა. ბრაუნი, რომელიც ყველაზე მეტად „go-go” მომღერლის სტატუსით არის ცნობილი, წარმატებული ჯაზის და ბლუზის ვოკალისტია. ამან შედეგად ევას პირველი კომერციული ჩანაწერის შექმნას დაუდო საფუძველი: ევა კესიდისა და ჩაკ ბრაუნის დუეტური ალბომი The Other Side; ალბომში შედიოდა ისეთი კლასიკური სიმღერების შესრულებები, როგორიცაა "Fever", ბილი ჰოლიდეის „God Bless the Child” და ევა კესიდის ყველაზე გახმაურებული ინტერპრეტაცია სიმღერისა „Over the Rainbow”. დამოუკიდებლად გამოცემულმა ამ ალბომმა სხვადასხვა ჩამწერი კომპანიების ყურადღება მიიზიდა, თუმცა ყველა შემოთავაზება ევა კესიდისაგან ერთ გარკვეულ სტილში კონცენტრირებას ითხოვდა (მაგ. პოპი ან ჯაზი), რაზეც იგი გადაჭრით ამბობდა უარს.

1996 წლის იანვარში ევამ ჩაწერა ალბომი „Live at Blues Alley”, რომლის შესახებაც მოგვიანებით გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი” წერდა: „მისი შესრულებით ნებისმიერი სიმღერა საუკეთესოდ მოგეჩვენებათ”. ევა კესიდის ალბომი არ მოეწონა და დაუყოვნებლივ განაგრძო მუშაობა სტუდიურ ალბომზე, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ 1997 წელს გამოვიდა, სახელით „Eva by Heart”.

1996 წლის ივლისში, „Live at Blues Alley” ალბომის წარსადგენ ერთ-ერთ გამოსვლისას ევას ბარძაყები ატკივდა, რაც მძიმე სამღებრო სამუშაოებით იყო გამოწვეული. მას ტკივილი გაუძლიერდა და რამდენიმე კვირის შემდეგ მელანომას, კანის სიმსივნის იშვიათი ფორმის დიაგნოზი დაუსვეს. დიაგნოზის დასმის დროს დაავადების მკურნალობა სამწუხაროდ უკვე გვიანი იყო. ევას ჯანმრთელობა თანდათან უარესდებოდა და მისი ბოლო გამოსვლა 1996 წლის სექტემბერში შედგა, სადაც მან მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს „What a Wonderful World” უმღერა.

როდესაც მოგვიანებით ევა ჯონს ჰოპკინზის ჰოსპიტალში მოათავსეს, მნახველი მეგობრების ნაკადი არ წყდებოდა. მათ ევასთან ყვავილები და ხილი მოჰქონდათ. ვინაიდან ევას ყველა მნახველის პირადად მიღება ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვეღარ შეეძლო, მან ფურცელი და ფანქრები მოითხოვა. ამგვარად ყველა სტუმარს შეეძლო მისთვის მიეწერა ან დაეხატა რამე. ლიფტიდან გადმოსვლისას ჰოსპიტალის პერსონალს თვალწინ ლამაზი სურათი გადაეშალა: დერეფნები სასვე იყო ევას მეგობრებითა და თაყვანისმცემლებით, რომლებიც მიწაზე ისხდნენ, ევას სურათებს უხატავდნენ და ერთმანეთს ეცნობიერებოდნენ. ევა კი ყველა ნაჩუქარ ნახატს საწოლის ბოლოს დიდ კედელზე კიდებდა, რათა ყოველთვის შეძლებოდა მათი დანახვა. მოგვიანებით, როდესაც რომელიმე მეგობარი მის პალატაში შედიოდა, ევა მუდამ სამადლობელი ბარათების წერით გართული ხვდებოდა. ეს ევას დიდ ძალისხმევად უჯდებოდა, მაგრამ მას არ დაზარებია ყველასთვის სამადლობელო წერილი მიეწერა. ევა კესიდი 1996 წლის 2 ნოემბერს აღესრულა. იგი მხოლოდ 33 წლის იყო.

აკომპანიმენტები და დუეტები

ევა კესიდის სამომღერლო კარიერის მეორე ეტაპზე მას შემდეგი მუსიკოსები ახლდა:

  • ქეით გრაიმსი - გიტარა
  • ლენი ვილიამსი - იონიკა
  • კრის ბიონდო - ბას-გიტარა
  • რეის მაკლეოდი - დრამერი

აღიარება და პოპულარობა გარდაცვალების შემდეგ

1998 წელს გამოვიდა ევას სიმღერათა კრებული „Songbird”. ეს ალბომი რამდენიმე წელი მსმენელის ყურადღების მიღმა დარჩა, სანამ ბი-ბი-სის „Radio Two”-ს წამყვანმა ტერი ვოგანმა (Terry Wogan) მისი პროდიუსერის პოლ ვოლტერსის რჩევით სიმღერები რადოში არ გააჟღერა. 2001 წელს, მას შემდეგ რაც ბი-ბი-სის სატელევიზიო შოუში „Top Of The Pops 2“ ევას შესრულებული სიმღერა „Over The Rainbow”-ს კლიპი ფართო აუდიტორიას გააცნო, ალბომმა გაერთიანებული სამეფოს ალბომების რეიტინგში პირველ ადგილს მიაღწია. სტინგმა, (კომპოზიტორი და მომღერალი, რომელმაც „Fields of Gold“ დაწერა) როგორც ამბობენ მისი სიმღერის ევასეული შესრულების მოსმენისას ცრემლები ვერ შეიკავა. საჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} ! ალბომმა Songbird ევროპაშიც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, ხოლო შეერთებულ შტატებში ოქროს სტატუსი მიიღო.

ამის შემდეგ გამოვიდა რამდენიმე CD: Time After Time (2000), Imagine (2002) და "American Tune" (2003). 2001 წელს გაერთიანებლ სამეფოში გამოიცა წიგნი Songbird, სადაც მოთხრობილია ევას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. წიგნი ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების მონათრობს ეფუძნება. წიგნის ყდიანი გამოცემის გაყოდვათა რაოდენომამ 100,000 გადააჭაბა. 2003 წლის ბოლოს ასეცე გამოიცა წიგნის ამერიკული გამოშვება (რბილი ყდით, გამომცემლობა: Gotham Books, a division of Penguin Group USA). ამერიკულ გამოშვებაში რამდენიმე დამატებითი თავი შევიდა.

2001 წლის მარტში ABC-ს შოუმ Nightline შეერთებულ შტატებში გახმაურებული [1] მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გაუშვა ევა კესიდის შესახებ. იგივე ფილმი გადაიცა ინგლისური ტელეარხის ITV-ს ეთერში 2001 წლის მაისში.

2002 წელს ფიგურულმა მოცეკვავე მიშელ კვანმა ევას კესიდის მუსიკა ახალ აუდიენციას გააცნო. მან თავისი გამოსვლა 2002 წლის ზამთრის ოლიმპიადის გალაზე ევა კესიდის „Fields of Gold”-ის ფონზე შეასრულა (მიშელმა იგივე გაიმეორა 2002 წლის „ჩრდილოეთ ზაფხულის ტურნეზე”). ამისათვის მიშელი ჩამწერმა კომპანიამ ოქროს ჩანაწრით დააჯილდოვა. ევას შესრულებული სიმღერა „Kathy's Song” გამოყენებულია მხატვრულ ფილმში „მანჰეტენელი მოახლე” (Maid in Manhattan). ეს ფილმიც 2002 წელს გამოვიდა. ფილმში სიმღერა სცენარისტის პოლ საიმონის რეკომენდაციით მიიღეს.

2003 წელს ინგლისში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ქეთი მელუამ თავისი სიმღერა „Faraway Voice” ევა კესიდის ხსოვნას მიუძღვნა. ქეთი მელუამ კონცერტზე ასევე შეასრულა „Anniversary Song” ევასეული არანჟირებით. 2006 შობის ღამეს BBC1-მა გაუშვა გადაცემა „impossible duets”, სადაც ქეთი მელუა ევას კესიდისთან ერთად Over The Rainbow-ს ასრულებს.

2003 წელს ალბომი „American Tune” ევას მესამე ალბომი გახდა, რომელმაც გაერთიანებულ სამეფოში პირველ ადგილს მიაღწია. თანამედროვე მუსიკის ისტორიაში გარდაცვალების შემდეგ არც ერთ შემსრულებელს არ მიუღწევია ასეთი პოპულარობისათვის, ელვის პრესლის ჩათვლით. ევას სიმღერა „Songbird” გამოიყენეს მხატვრულ ფილმში „Love Actually”, რომელიც 2003 წლის შემოდგომაზე გამოვიდა.

ირლანდიელმა მომღერალმა კრის დე ბურგმა განაცხადა, რომ მის ალბომში „The Road to Freedom” შემავალი სიმღერა „Songbird” ევა კესიდის ხსოვნას ეძღვნება.

მხატვრული ფილმის შექმნის შესაძლებლობა

ევას მშობლებმა nbc4.com-თან ინტერვიუში განაცხადეს, რომ შესაძლებელია მალე ევას შესახებ დოკუმენტური და მხატვრული ფილმი გადაიღონ, ხოლო როლებში კირსტინ დანსტი და ემილი ვოტსონი მოიაზრებიან. [2] დაარქივებული 2008-01-03 საიტზე Wayback Machine.

დისკოგრაფია

  • The Other Side (1992) ჩაკ ბრაუნთან ერთად
  • Eva by Heart (1997) - ევას ერთადერთი სტუდიოური ალბომი
  • Live at Blues Alley (1997)
  • Songbird (1998) - წინა სამი ალბომის სიმღერების ნაკრები - ნომერი 1 ალბომი დიდ ბრიტანეთში
  • Time After Time (2000) ნომერი 25 ალბომი დიდ ბრიტანეთში
  • No Boundaries (2000)
  • Method Actor (2002)
  • Imagine (2002) ნომერი 1 ალბომი დიდ ბრიტანეთში
  • American Tune (2003) ნომერი 1 ალბომი დიდ ბრიტანეთში
  • Wonderful World (2004) - სიმღერათა ნაკრები მისი წინა ხუთი ალბომიდან - ნომერი 1 ალბომი დიდ ბრიტანეთში

ვიდეოგრაფია

  • Eva Cassidy Sings (2004) - ერთი კამერით გადაღებული მუსიკალური ვიდეო, რომელიც ჩაწერილია Blues Alley-ში, live ალბომის ჩაწერის ღამეს.

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი