ვეფხვი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვეფხვი (მრავალმნიშვნელოვანი).

ვეფხვი (ლათ. Panthera tigris) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელი.

ვეფხვი

უსურიის ვეფხვი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  კატისებრნი
გვარი:  პანტერები
სახეობა:  ვეფხვი
ლათინური სახელი
Panthera tigris (Linnaeus, 1758)[1]
ქვესახეობები
P. t. tigris
P. t. sondaica
P. t. trinilensis
P. t. acutidens
P. t. soloensis
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 15955
გავრცელება

გავრცელების არეალი წლების მიხედვით (1900, 1990)

ვეფხვი კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, სხეულის სიგრძე 1,4–2,8 მ, კუდის — 0,6–1,1 მ, წონა 100–300 კგ. წაგრძელებული სხეული მოხატული აქვს განივი ზოლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, ჩინეთში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, მალაის არქიპელაგზე, ჩრდილოეთ ირანში, უსურისა და ამურის მხარეებში, თალიშში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად თურქმენეთში. ვეფხვი ნადირობს მსხვილ ძუძუმწოვრებზე, იშვიათად ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და სხვა. თავს ესხმის ადამიანსაც. ვეფხვი 2–3 წელიწადში ერთხელ შობს თვალაუხილავ, უსუსურ 2–4 ბოკვერს (მაკეობა 105 დღემდეა).2 წლის ასაკიდან უკვე საკმაო ძალა აქვს დამოუკიდებლად სანადიროდ, სქესობრივ სიმწიფეს აღქევს 4–5 წლისა, ცოცხლობს საშუალოდ 8–10 წელს. აქვს 6–7 მ სიგრძის ნახტომი.[2]

ქართულ ზეპირსიტყვიერებაში და ძვ. მწერლობაში სიტყვა „ვეფხვი“ აღნიშნავდა ჯიქს (ლეოპარდს ანუ პანთერას — Panthera pardus), დღევანდელი გაგებით კი მხოლოდ XX საუკუნეში დამკვიდრდა.[2]

ვეფხვი საქართველოში

საქართველოში ვეფხვი არ ბინადრობს. პირველად იგი XVIII საუკუნის დამლევს სოფელ ახმეტის მახლობლად მოკლეს. ეს ფაქტი აღნიშნული აქვს დავით მესხიშვილს. მონადირეებს იგი მეფე ერეკლესთვის მიურთმევიათ.[3]

მეორედ 1922 წლის 4 დეკემბერს თბილისის მახლობლად, სოფელ ლელობთან მოკლეს. საქართველოში იგი აზერბაიჯანიდან მოხვდა. ვარაუდობენ, რომ ასეთი დიდი მანძილი ძუ ვეფხვის ძებნაში გაიარა. აზერბაიჯანიდან გარდაბნის ტყეში უნდა მოხვედრილიყო, შემდეგ — მანგლისში, მოგვიანებით ვეფხვმა მტკვრის მიდამოები დატოვა და მდინარე ხრამს ან ალგეთს მაღლა აუყვა. ამგვარად აღმოჩნდა თბილისიდან 23 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ლელობთან, სადაც გლეხების საქონელს ესხმოდა თავს[3]. ოთხმა ადგილობრივმა მონადირემ: გიორგი წითურიშვილმა, ალექსი წიკლაურმა, იოსებ წიკლაურმა და სიმონ ბექაურმა დიდი ძებნის შემდეგ მის ბუნაგს მიაკვლია და მოკლეს. მოკლული ვეფხვის ეგზემპლიარის დათვალიერებისას, მისი ტყავის ფერით, ნახატითა და აგრეთვე მესამე ღრძილის ე. წ. სიმხეცის კბილის არსებობით დადგინდა რომ ის ეკუთვნოდა კასპიურ ვეფხვს (Septeutrioriales). ეგზემპლიარი გადაეცა საქართველოს მუზეუმის ტაქსიმედრიულ ლაბორატორიას ფიტულის გასაკეთებლად[4].

ქვესახეობები

ტრადიციულად ვეფხვის მრავალ ქვესახეობას გამოყოფდნენ (ამურის, კასპიური, ბენგალური და სხვ.), თუმცა 2015 წელს ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლინდა ვეფხვის განვითარების ორი ხაზი — კონტინენტური და ზონდის კუნძულების.[5] 2017 წელს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის სპეციალისტების მიერ შემოთავაზებული კლასიფიკაციის თანახმად, დღეისათვის არსებული ვეფხვის პოპულაციები მიეკუთვნება ორ ქვესახეობას — Panthera tigris tigris და Panthera tigris sondaica. უწინ გამოყოფილი ქვესახეობები კი ცალკეულ პოპულაციებად განიხილება.[6]

Panthera tigris tigris
სახელიშენიშვნაფოტო
ბენგალური ვეფხვიბინადრობს ინდოეთში.
ამურის ვეფხვიბინადრობს რუსეთის უკიდერეს სამხრეთ-აღმოსავლეთში.
კასპიური ვეფხვიცხოვრობდა შუა აზიაში (კავკასიიდან ტიან-შანამდე), უკანასკნელად იგი შეამჩნიეს 1968 წელს.
ჩინური ვეფხვიბუნებაში უკანასკნელი ჩინური ვეფხვი მოკლეს 1994 წელს, ამჟამად ზოოპარკებში რამდენიმე ათეული ვეფხვია.
ინდოჩინური ვეფხვიგავრცელება: კამბოჯა, ლაოსი, მალაიზია, ტაილანდი, ვიეტნამი (ინდოჩინეთი) და ჩინეთის სამხრეთი რაიონები.
მალაიზიური ვეფხვიგავრცელებულია მალაკის ნახევარკუნძულზე.
Panthera tigris sondaica
სახელიშენიშვნაფოტო
იავური ვეფხვიისტორიული გავრცელება: კუნძული იავა (ინდონეზია), უკანასკნელად იგი შეამჩნიეს 1979 წელს.
ბალის ვეფხვიისტორიული გავრცელება: კუნძული ბალი (ინდონეზია), უკანასკნელი ვეფხვი მოკლეს 1937 წლის 27 სექტემბერს.
სუმატრის ვეფხვიბინადრობს მხოლოდ კუნძულ სუმატრაზე (ინდონეზია), იგი ვეფხვის ყველაზე პატარა ქვესახეობაა: ზრდასრული მამრი 140 კგ-ს აღწევს.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი