ვირტუალური რეალობა

ვირტუალური რეალობა — კომპიუტერული გამოსახულებებითა და ხმებით სამყაროს მოდელირების (ხელახლა შექმნის) ხერხი. ამ ვირტუალურ სამყაროში შესასვლელად საგანგებო ჩაფხუტი უნდა დაიხუროთ, რომელიც მომცრო ზომის ტელეეკრანებზე სამგანზომილებიან გამოსახულებებს გიჩვენებთ, ხოლო ყურსასმენებში ხმებს გასმენიებთ. ვირტუალური რეალობა ისეთ შეგრძნებას იწვევს, თითქოს კომპიუტერის მიერ შექმნილ სამყაროში იმყოფებით. ვირტუალურ რეალობას ჩინებულად იყენებენ წვრთნისა და სწავლებისთვის. მას შეუძლია თითქმის ნებისმიერი ვითარების მოდელირება მოახდინოს. მაგალითად, ვირტუალური თვითმფრინავი მფრინავებს საწვრთნელად გამოიყენება, ხოლო ვირტუალური ავტომანქანა — მძღოლებისა. ვირტუალური წრვთნა რეალურ პირობებში მეცადინეობაზე უფრი იაფი და უსაფრთხოა.

მეცნიერებმა შექმნეს პროგრამები, რომლებიც ეკრანზე გვიჩვენებს, როგორ წარმოიქმნება ქიმიური შენაერთები უზარმაზარო ზომის ატომებისგან. მწარმოებლებს შეუძლიათ ავტომანქანის სერიული წარმოების დაწყებამდე ვირტუალური ავტომანქანა შექმნან, რომელსაც გამოცდა ჩაუტარდება.

ვირტუალური სამყაროს შექმნა

ვირტუალურ სამყაროს ნებისმიერ სისტემას მძლავრი კომპიუტერი აქვს, რომელიც სწრაფად ხატავს სამგანზომილებიან სურათებს. კომპიუტერს ჩაფხუტი და ხელის მანიპულატორი უერთდება. კომპიუტერის მეხსიერებაში დამახსოვრებული მონაცემები ვირტუალური სამყაროს თითოეული ობიექტის ფორმას, ზომას, ფერსა და მდებარეობას აღწერს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, კომპიტერში ვირტაულური სამყარო იქმნება. და ბოლოს, კომპიუტერული პროგრამა განსაზღვრავს, რა მოვლენები ხდება ასეთ სამყაროში.

ლიტერატურა

  • ოქსფორდის დიდი საბავშვო ენციკლოპედია, ქართული გამოცემა შევსებული და განახლებული 2011 წელს, ISBN 978-99940-34-47-5
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი