ვულვერჰემპტონ უონდერერსი

საფეხბურთო კლუბი ვულვერჰემპტონ უონდერერსი (ინგლ. Wolverhampton Wanderers F.C., Listeni/ˌwʊlvərˈhæmptən/), ასევე ცნობილი, როგორც ვულვზი („მგლები“) — პროფესიული საფეხბურთო კლუბი ქალაქ ვულვერჰემპტონიდან, უესტ-მიდლენდი, ინგლისი. 1877 წელს კლუბი დაარსდა, როგორც წმინდა ლუკას საფეხბურთო კლუბი, 1899 წლიდან ვულვერჰემპტონის საშიანო არენა მოლინიუქსის სტადიონია, 2018 წელს ჩემპიონშიპის მოგების შემდეგ კლუბი ინგლისის პრემიერლიგის წევრია. ამჟამად კლუბისთვის უმაღლეს დივიზიონში ყოფნის 66-ე სეზონია.

ვულვზი ინგლისის საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთი დამაარსებელი კლუბია, 1888 წელს. და 26 სეზონი 1932 წლიდან 1965-მდე უმაღლეს დივიზიონში გამოდიოდა[შენ. 1], ინგლისის ჩემპიონი გახდა სამჯერ (1953–54, 1957–58 და 1958–59, ყველა ამ სეზონში მწვრთნელი იყო სტენ კალისი) და მეორე ადგილზე გავიდა ხუთჯერ, ბოლოს 1959–60 სეზონში.

ვულვზმა ინგლისის ასოციაციის თასის მოიგო ოთხჯერ, ბოლოს 1960 წელს, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა ოთხჯერ. ორჯერ მოიგეს ლიგის თასი 1974 და 1980 წელს. ვულვზს ნათამაშები აქვს ინგლისის საფეხბურთო ლიგის ოთხივე დივიზიონში და ყველა მათგანში პირველი ადგილი აქვს აღებული.

ვულვზმა თავის სტადიონზე ერთ-ერთმა პირველმა დააყენა პროჟექტორები,[1] და ჩაატარა ამხანაგური მატჩები 1953 და 1956 წელს, ისინი ტელევიზიით გადაიცა, როგორც "პროჟექტორის შუქით განათებული მეგობრული თამაშები".[2][3] ვულვზი 1959–60 სეზონის ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში გავიდა, მომდევნო წელს 1960–61 ევროპის თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში, 1972 წელს კი უეფას თასის ფინალში. 39 წლიანი პაუზის შემდეგ 2019 წელს ვულვზი ევროტურნირებზე დაბრუნდა და ევროპა ლიგის მეოთხედფინალამდე მიაღწია.

ტრადიციულად კლუბის ფორმის ფერებია, მაისური და წინდები ოქროსფერში, შორტები კი შავში. 1979 წლის შემდეგ მაისურზე გამოსახულია კლუბის ლოგო მგლის თავი. ვულვზს დიდხნიანი მეტოქეობა აქვს უესტ-მიდლენდის სხვა კლუბებთან, მათ შორის, ყველაზე გამორჩეულია დაპირისპირება ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან მათი თამაში შავი ქალაქის დერბის სახელით არის ცნობილი.[4]

ფეხბურთელები

ძირითადი შემადგენლობა

განახლდა: 19 სექტემბერი 2020[5]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანამოთამაშე
2მცველი  ნიდერლანდებიკი იან ჰოვერი
5მცველი  ბრაზილიამარსალი
7ნახევარმცველი  პორტუგალიაპედრო ნეტუ
8ნახევარმცველი  პორტუგალიარუბენ ნევეში (ვიცე-კაპიტანი)
9თავდამსხმელი  მექსიკარაულ ხიმენესი
10ნახევარმცველი  პორტუგალიადანიელ პოდენსე
11მეკარე  პორტუგალიარუი პატრისიო
15მცველი  საფრანგეთივილი ბოლი
16მცველი  ინგლისიკონორ კოუდი (კაპიტანი)
17თავდამსხმელი  პორტუგალიაფაბიო სილვა
19მცველი  ესპანეთიჯონი
20ნახევარმცველი  პორტუგალიავიტინა (განათხოვრებული პორტუში)
პოზიცია ქვეყანამოთამაშე
21მეკარე  ინგლისიჯონ რუდი
22მცველი  პორტუგალიანელსონ სემედო
27მცველი  მაროკორომან საისი
28ნახევარმცველი  პორტუგალიაჟოაო მოუტინიო
29მცველი  პორტუგალიარუბენ ვინაგრე
32მცველი  ბელგიალინდენ დონდონკერი
37ნახევარმცველი  ესპანეთიადამა ტრაორე
49მცველი  ინგლისიმაქს კიმანი
59მცველი  დანიაოსკარ ბური
მცველი  ინგლისირაიან ბენეტი
მცველი  პორტუგალიაროდერიკი

შენიშვნები

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი