ინგლისის პრემიერლიგა

ინგლისის პრემიერლიგა (ინგლ. Premier League) — პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა ინგლისური კლუბებისთვის. წარმოადგენს ინგლისის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას. გათამაშებაში ასპარეზობს 20 გუნდი. ჩემპიონატი მიმდინარეობს აგვისტოდან მაისის ჩათვლით. ყოველი გუნდი თამაშობს 38 მატჩს, ჩემპიონატი მოიცავს 380 მატჩს ჯამში. მატჩების უმეტესობა ტარდება შაბათ-კვირას.

ინგლისის პრემიერლიგა
ქვეყანა ინგლისის დროშა ინგლისი
უელსის დროშა უელსი
კონფედერაცია უეფა
დაარსდა 20 თებერვალი, 1992
დივიზიონები 1
კლუბ. რაოდენობა 20 (1995–96 სეზონიდან)
ქვეითდება საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი
საშინაო თასები ინგლისის თასი
ინგლისის ლიგის თასი
ინგლისის სუპერთასი
საერთაშ. თას(ებ)ი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა
უეფა-ს ევროპა ლიგა
უეფა-ს კონფერენს ლიგა
მოქ. ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ (7-ჯერ)
ყველაზე ტიტულოვანი „მანჩესტერ იუნაიტედი“ (13-ჯერ)
ტვ პარტნიორები Sky Sports
BT Sport
BBC Sport
საიტი ოფიციალური
2022-23

ჩემპიონატი „პრემიერლიგად“ ჩამოყალიბდა 1992 წლის 20 თებერვალს, პირველი დივიზიონის კლუბების გადაწყვეტილებით, რომელიც დაარსებული იყო 1888 წელს. მათი მიზანი იყო ფინანსური მოგების მიღება სატელევიზიო ტრანსლაციების უფლებების გაყიდვიდან[1]. ლიგა ყოველწლიურად გამოიმუშავებს 2.2 მილიარდ ევროს, რაც 975 მილიონით მეტია მეორე ადგილზე მყოფ იტალიის სერია ა-თან შედარებით[2]. 2015–16 წლების სეზონში პრემიერლიგის მატჩებზე საშუალო დასწრება იყო 36.452[3], რითიც მეორე ადგილზე გავიდა გერმანიის ბუნდესლიგის შემდეგ[4]. უეფა-ს კოეფიციენტების რეიტინგში ჩემპიონატებს შორის, პრემიერლიგა მესამე ადგილს იკავებს ესპანეთის პრიმერა დივიზიონის და გერმანიის ბუნდესლიგის შემდეგ[5].

1888 წლის შემდეგ ინგლისის ჩემპიონის ტიტულს ფლობდა 24 კლუბი. 1992 წლიდან პრემიერლიგაში იასპარეზა 47-მა კლუბმა, აქედან ექვსმა მოიპოვა ჩემპიონის ტიტული: „მანჩესტერ იუნაიტედი“ (13 ტიტული), „მანჩესტერ სიტი“ (6), „ჩელსი" (5), „არსენალი“ (3), „ბლეკბერნ როვერსი“ (1), „ლესტერ სიტი“ (1) და „ლივერპული“ (1). პრემიერლიგის მოქმედი გამარჯვებულია „მანჩესტერ სიტი“.

ისტორია

წარმოშობა

1970-იანი წლებიდან მოყოლებული 80-იანი წლების პირველი ნახევრის ჩათვლით, ინგლისური კლუბები ევროთასებზე წარმატებას რეგულარულად აღწევენ. თუმცა 80-იანი წლების მეორე ნახევარში იწყება დაღმასვლა. სტადიონები ცუდ მდგომარეობაში იყო, გავრცელებული იყო საფეხბურთო ხულიგნობა. 1985 წელს მომხდარი ეიზელის ტრაგედიის შემდეგ ინგლისური კლუბები ევროთასებიდან 5 წლით მოკვეთეს[6]. ფეხბურთის პირველი ლიგა, რომელიც ინგლისში უმაღლესი ლიგა იყო 1988 წლისთვის, დონით საგრძნოლად ჩამორჩებოდა იტალიისა და ესპანეთის ჩემპიონატებს, რის გამოც წამყვანი ბრიტანელი ფეხბურთელები სწორედ ამ ქვეყნებში წავიდნენ სათამაშოდ. 1990 წლიდან იწყება ინგლისური ფეხბურთის აყვავება. ინგლისის ნაკრები 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. 5 წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისური კლუბები დაუშვეს ევროპის ტურნირებზე. 1991 წელს მანჩესტერ იუნაიტედმა მოიგო თასების მფლობელთა თასი. 1986 წელს ფეხბურთის ლიგამ ტრანსლაციების გაყიდვით 6.3 მლნ. ფუნტი გამოიმუშავა. ორ წელიწადში კი წლიური შემოსავალი ტელევიზიებიდან საგრძნობლად გაიზარდა. 1988 წელს ფეხბურთის ლიგას 44 მლნ. ფუნტი შეუვიდა.

დაარსება

1990–91 წლის სეზონის დასრულების შემდეგ კლუბების ხელმძღვანელების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება შეექმნათ ახალი ლიგა და ამით კლუბები უფრო მეტ ფინანსურ სარგებელს ნახავდნენ. 1991 წლის 17 ივლისს საფეხბურთო ლიგის პირველი დივიზიონის კლუბების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ახალი ორგანიზაცია (FA Premier League). ახლად შექნილ უმაღლეს დივიზიონს მიენიჭა კომერციული დამოუკიდებლობა ფეხბურთის ასოციაციისგან და ფეხბურთის ლიგიდან და თავად შეეძლო დამოუკიდებლად დაეწყო მოლაპარაკებები ტელეტრანსლაციების გაყიდვაზე, ასევე სპონსორებთან დამოუკიდებლად შეთანხმებულიყო. განიხილებოდა, რომ ეს გადაწყვეტილება გაზრდიდა ინგლისური კლუბების დონეს და ისინი წარმატებით გამოვიდოდნენ ევროთასებზე.

1992 წელს ყველა, 22-ივე გუნდი შევიდა ფეხბურთის ლიგის შემადგენლობაში. ამავე წლის 27 მაისს კი შეიქმნა ფეხბურთის ასოციაცია - პრემიერლიგა. პრემიერლიგის შექმნის შემდეგ ის უმაღლესი დივიზიონი იყო, ხოლო ფეხბურთის ლიგაში ისევ 3 დივიზიონი დარჩა, ტურნირის ფორმატი კი არ შეცვლილა.

პრემიერლიგის დამაარსებელი 22 კლუბი: „არსენალი“, „ასტონ ვილა“, „„ბლეკბერნ როვერსი“, „ევერტონი“, „იფსუიჩ თაუნი“, „ქოვენთრი სიტი“, „კრისტალ პალასი“, „ლიდზ იუნაიტედი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მიდლზბრო“, „ნორვიჩ სიტი“, „ნოტინგემ ფორესტი“, „ოლდემ ატლეტიკი“, „საუთჰემპტონი“, „ტოტენჰემ ჰოტსპური“, „უიმბლდონი“, „ქუინს პარკ რეინჯერსი“, „შეფილდ იუნაიტედი“, „შეფილდ უენსდეი“ და „ჩელსი“.

დაარსების შემდეგ

ამ მომენტისთვის პრემიერლიგაში ჩატარებულია 24 სეზონი. პირველ 1992–93 წლების სეზონში გათამაშებაში მონაწილეობას იღებდა 22 გუნდი. პირველი გოლი პრემიერლიგის ისტორიაში შეფილდ იუნაიტედის ფეხბურთელმა ბრაიან დინმა გაიტანა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარში. ფიფას ბრძანებით უმაღლეს დივიზიონში 20 კლუბზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, ამიტომ 1995 წლიდან პრემიერლიგის გუნდების რაოდენობა 20-მდე შემცირდა. 2006 წლის 8 ივნისს ფიფას სურდა, რომ ახალი სეზონი ყველა წამყვან ევროპულ ჩემპიონატში მათ შორის პრიმერა დივიზიონსა და სერია ა-შიც 18 გუნდით დაწყებულიყო. თუმცა ამ ინიციატივაზე პრემიერლიგამ უარი განაცხადა[7]. ახალი სეზონი ჩვეულებრივ 20 გუნდით დაიწყო. ახალი სეზონიდან კი ტურნირის ოფიციალური სახელი FA Premier League-ის ნაცვლად Premier League გახდა.

კორპორაციული სტრუქტურა

პრემიერლიგა ფუნქციონირებს როგორც კორპორაცია, რომელსაც აკონტროლებს 20 მფლობელი, თითოეული კლუბიდან 1 წარმომადგენელი. ამ წარმომადენლებს რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად 1 ხმის უფლება აქვთ, მაგალითად სპონსორთან ხელშეკრულების გაფორმებაზე ან ტურნირის წესების ცვლილებაზე. ხმათა უმრავლესობა გადაწყვეტს უნდა მოხდეს თუ არა ესა თუ ის ცვლილება. მართვისთვის პრემიერლიგის კლუბები ირჩევენ თავმჯდომარეს და დირექტორთა საბჭოს. ფეხბურთის ასოციაცია პირდაპირ არ ერევა მათ გადაწყვეტილებაში, თუმცა მას აქვს უფლება დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს.

პრემიერლიგა თავის წარმომადგენლებს გზავნის უეფას ფორუმებზე დასასწრებად და მათი რაოდენობაა განისაზღვრება ცხრილში უეფას კოეფიციენტების მიხევით. ევროპული კლუბები უეფას ფორუმზე ირჩევენ 3 წევრს, რომლებიც ხელმძღვანელობენ ისეთი ტურნირის ფუნქციონირებას, როგორიცაა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა და უეფა-ს ევროპა ლიგა.

ტურნირის ფორმატი და სპონსორები

შეჯიბრების ფორმატი

ამჟამად პრემიერლიგაში 20 კლუბი გამოდის. სეზონის მიმდინარეობისას, რომელიც აგვისტოდან მაისამდე გრძელდება, ყოველი კლუბი ორჯერ ხვდება დანარჩენ კლუბებს: ერთხელ საკუთარ მოედანზე და მეორეჯერ მეტოქის მინდორზე. ასეთი წესით თითო კლუბს სეზონში 38 მატჩის ჩატარება უწევს. გამარჯვებაზე გუნდს 3 ქულა, ფრეზე 1 და წაგებაზე 0 ქულა ეწერება. სეზონის დასრულების შემდეგ, რომელ კლუბსაც ექნება ყველაზე მეტი ქულა, ის იქნება გამარჯვებული. მსგავსი ქულების დაგროვების შემთხვევაში იმ გუნდს ენიჭება უპირატესობა, რომელსაც უკეთესი აქვს ბურთების შეფარდება. თუ ბურთების შეფარდებაც ერთნაირია და ამანაც ვერ გამოარკვია გამარჯვებული, ან თუ საქმე ეხება გასავარდნ ზონას ან ევროთასებზე გამსვლელ ადგილებს, მაშინ ეს გუნდები "პლეი-ოფის" ფორმატით გაარკვევენ საუკეთესოს ვინაობას. 3 გუნდი რომლებიც ყველაზე ნაკლებ ქულას დააგროვებენ ქვედა დივიზიონში გავარდებიან, ხოლო იქიდან კი 3 საუკეთესო შეუერთდება პრემიერლიგას.

კვალიფიკაცია ევროთასებზე

სეზონის 4 საუკეთესო გუნდი ერთვება ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე ხვდებიან, მეოთხე ადგილზე გასული გუნდი კი პლეი-ოფიდან ჩაერთვება ასპარეზობაში. პლეი-ოფის ორ მატჩიან შეხვედრაში გამარჯვების შემთხვევაში გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავა, დამარცხების შემთხვევაში კი ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს.

გუნდი, რომელიც პრემიერლიგაში დაიკავებს მე-5 ადგილს, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ავტომატურად ხვდება. ხოლო ინგლისის თასის და ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებულები კი ტურნირში მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვებიან.

2005 წელს, როდესაც ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ის პრემიერლიგაში მე-5 ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა. ამ წლის შემდეგ "უეფამ" შემოიღო წესი, რომლის მიხედვითაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფრ ეტაპზე პირდაპირ გადის წინა წლის ლიგის გამარჯვებული. 2008 წლის შემოდგომაზე "უეფამ" გამოაქვეყნა რეიტინგი, რომლის მიხედვითაც პრემიერლიგა პირველ ადგილს იკავებდა, როგორც ევროპის საუკეთესო ეროვნული ჩემპიონატი. ის ამ ტიტულს 5 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. 5 წლის შემდეგ მან ადგილი ესპანურ ლა ლიგას დაუთმო.

სპონსორები

1993-დან 2016 წლამდე პრემიერლიგამ 2 სპონსორი გამოიცვალა. კომპანია Barclays-თან კონტრაქტი 2015–16 სეზონის ბოლოს ამოიწურა. 2015 წლის 4 ივნისს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ განაცხადა, რომ ისინი მომავალში აღარ გააფორმებენ ამ ტიპის ხელშეკრულებას და 2016–17 სეზონიდან ჩემპიონატს ერქმევა - The Premier League[8].

პერიოდისპონსორისახელი
1992–1993FA Premier League
1993–2001CarlingFA Carling Premiership
2001–2004BarclaycardFA Barclaycard Premiership
2004–2007BarclaysFA Barclays Premiership
2008–2016Barclays Premier League
2016–Premier League

თასი

პრემიერლიგის ოქროს თასი, რომელიც ლონდონის „არსენალს“ 2003–04 სეზონის წაუგებლად მოგებისთვის გადაეცა.

პრემიერლიგა ორ თასს ინარჩუნებს – ნამდვილს, რომელიც მოქმედ ჩემპიონს აქვს და მის კლონს. ორივე თასი წარმოდგენილია მაშინ, როდესაც ბოლო ტურამდე არ არის გადაწყვეტილი ჩემპიონის ვინაობა. იმ შემთხვევაში, თუ ორზე მეტი კლუბს აქვთ ჩემპიონობის შანსი ბოლო ტურისთვის, მაშინ ერთ-ერთი წინა ჩემპიონის თასიც გამოიყენება[9].

პრემიერლიგის თასი ლონდონში დამზადდა. ის შედგება მოოქროვილი გვირგვინისგან და მალაქიტის ფუძისგან. თასი 25 კილოგრამს იწონის და 76 სანტიმეტრი სიმაღლისაა, 43 სმ სიგანეში და 25 სმ სიღრმეში. თასის დიზაინი ეფუძნება სამი ლომის სიმბოლოს, რომელიც ინგლისურ ფეხბურთთანაა დაკავშირებული. ტიტულის სხვადასხვა მხარეს ორი ლომია, ხოლო მესამეს კი გამოხატავს იმ კლუბის კაპიტანი, რომელიც მოიგებს პრემიერლიგას და აღმართავს თასს. ტიტულს ასევე ემატება ჩემპიონი კლუბის ფერების ლენტები.

2004 წელს, სპეციალური ოქროს თასი დამზადდა ლონდონის „არსენალისთვის“, რომელმაც პრემიერლიგა წაუგებლად მოიგო[10].

კლუბები

1992 წლიდან 2016–17 წლების სეზონამდე პრემიერლიგაში ჯამში 47 კლუბს უთამაშია. 6 კლუბი პრემიერლიგის დაარსებიდან მუდმივად ასპარეზობს გათამაშებაში. ესენია: „არსენალი“, „ევერტონი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ტოტენჰემ ჰოტსპური“ და „ჩელსი“.

2016–17 სეზონი

კლუბიპოზიცია 2015–16 წლებშიპირველი სეზონი უმაღლეს ლიგაშისეზონების რაოდენობა უმაღლეს ლიგაშისეზონების რაოდენობა პრემიერლიგაშიუმაღლესი ლიგის ტიტულებიბოლო ტიტული
არსენალია,ბმე-21904–0510025132003–04
ბარნლი1-ლი ინგლისის საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატში1888–8954321959–60
ბორნმუთიმე-162015–16220
ევერტონია,ბ,გმე-111888–891142591986–87
ვესტ ბრომვიჩ ალბიონიმე-141888–89801111919–20
ვესტ ჰემ იუნაიტედიმე-71923–2459210
კრისტალ პალასიმე-151969–701780
ლესტერ სიტი1-ლი1908–09481112015–16
ლივერპულია,ბმე-81894–9510225181989–90
მანჩესტერ იუნაიტედია,ბმე-51892–939225202012–13
მანჩესტერ სიტიaმე-41899–1900882042013–14
მიდლზბრომე-2 ინგლისის საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატში1902–0361150
სანდერლენდიმე-171890–91861661935–36
საუთჰემპტონიმე-61966–6740180
სტოკ სიტიბ,გმე-91888–896190
სუონსი სიტიბ,დმე-121981–82860
ტოტენჰემ ჰოტსპურია,ბმე-31909–10822521960–61
უოტფორდიმე-131982–831440
ჩელსია,ბმე-101907–08822552014–15
ჰალ სიტიმე-4 ინგლისის საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატში2008–09550

: პრემიერლიგის დამფუძნებელი გუნდი
: არასდროს გავარდნილა პრემიერლიგიდან
: ერთ-ერთი საფეხბურთო ლიგის 12 გუნდიდან
: უელსური კლუბი

პრემიერლიგის ჩემპიონები

ალექს ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელის რანგში 13-ჯერ მოიგო პრემიერლიგა.
სეზონიგამარჯვებული[11]მეორე ადგილოსანიმესამე ადგილოსანი
1992–93მანჩესტერ იუნაიტედი (1)ასტონ ვილანორვიჩ სიტი
1993–94მანჩესტერ იუნაიტედი (2)ბლეკბერნ როვერსინიუკასლ იუნაიტედი
1994–95ბლეკბერნ როვერსი (1)მანჩესტერ იუნაიტედინოტინგემ ფორესტი
1995–96მანჩესტერ იუნაიტედი (3)ნიუკასლ იუნაიტედილივერპული
1996–97მანჩესტერ იუნაიტედი (4)ნიუკასლ იუნაიტედიარსენალი
1997–98არსენალი (1)მანჩესტერ იუნაიტედილივერპული
1998–99მანჩესტერ იუნაიტედი (5)არსენალიჩელსი
1999–2000მანჩესტერ იუნაიტედი (6)არსენალილიდზ იუნაიტედი
2000–01მანჩესტერ იუნაიტედი (7)არსენალილივერპული
2001–02არსენალი (2)ლივერპულიმანჩესტერ იუნაიტედი
2002–03მანჩესტერ იუნაიტედი (8)არსენალინიუკასლ იუნაიტედი
2003–04არსენალი (3)ჩელსიმანჩესტერ იუნაიტედი
2004–05ჩელსი (1)არსენალიმანჩესტერ იუნაიტედი
2005–06ჩელსი (2)მანჩესტერ იუნაიტედილივერპული
2006–07მანჩესტერ იუნაიტედი (9)ჩელსილივერპული
2007–08მანჩესტერ იუნაიტედი (10)ჩელსიარსენალი
2008–09მანჩესტერ იუნაიტედი (11)ლივერპულიჩელსი
2009–10ჩელსი (3)მანჩესტერ იუნაიტედიარსენალი
2010–11მანჩესტერ იუნაიტედი (12)ჩელსიმანჩესტერ სიტი
2011–12მანჩესტერ სიტი (1)მანჩესტერ იუნაიტედიარსენალი
2012–13მანჩესტერ იუნაიტედი (13)მანჩესტერ სიტიჩელსი
2013–14მანჩესტერ სიტი (2)ლივერპულიჩელსი
2014–15ჩელსი (4)მანჩესტერ სიტიარსენალი
2015–16ლესტერ სიტი (1)არსენალიტოტენჰემ ჰოტსპური
2016–17ჩელსი (5)ტოტენჰემ ჰოტსპურიმანჩესტერ სიტი
2017–18მანჩესტერ სიტი (3)მანჩესტერ იუნაიტედიტოტენჰემ ჰოტსპური
2018–19მანჩესტერ სიტი (4)ლივერპულიჩელსი
2019-20ლივერპული (1)მანჩესტერ სიტიმანჩესტერ იუნაიტედი
2020-21მანჩესტერ სიტი (5)მანჩესტერ იუნაიტედილივერპული
2021-22მანჩესტერ სიტი (6)ლივერპულიჩელსი
2022-23მანჩესტერ სიტი (7)არსენალიმანჩესტერ იუნაიტედი

სტატისტიკა კლუბების მიხედვით

ტიტულების რაოდენობა დათვლილია 1993 წლიდან, ანუ პრემიერლიგის დაარსების წლიდან

კლუბიჩემპიონიმე-2 ადგილიჩემპიონობის წლები
მანჩესტერ იუნაიტედი1361993, 1994, 1996, 1997, 1999, 2000, 2001, 2003, 2007, 2008, 2009, 2011, 2013
მანჩესტერ სიტი722012, 2014, 2018, 2019, 2021, 2022, 2023
ჩელსი542005, 2006, 2010, 2015, 2017
არსენალი371998, 2002, 2004
ლივერპული142020
ბლეკბერნ როვერსი111995
ლესტერ სიტი102016
ნიუკასლ იუნაიტედი02
ასტონ ვილა01
ტოტენჰემ ჰოტსპური01

ბომბარდირები სეზონების მიხედვით

სეზონიეროვნებამოთამაშე[12]კლუბიგოლების რაოდენობა
1992–93 ტედი შერინგემიტოტენჰემ ჰოტსპური22
1993–94 ენდი კოულინიუკასლ იუნაიტედი34
1994–95 ალან შირერიბლეკბერნ როვერსი34
1995–96 ალან შირერი (2)ბლეკბერნ როვერსი31
1996–97 ალან შირერი (3)ნიუკასლ იუნაიტედი25
1997–98 კრის სატონიბლეკბერნ როვერსი18
დიონ დაბლინიქოვენთრი სიტი
მაიკლ ოუენილივერპული
1998–99 მაიკლ ოუენი (2)ლივერპული18
დუაიტ იორკიმანჩესტერ იუნაიტედი
ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკილიდზ იუნაიტედი
1999–2000 კევინ ფილიპსისანდერლენდი30
2000–01 ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი (2)ჩელსი23
2001–02 ტიერი ანრიარსენალი24
2002–03 რუდ ვან ნისტელროიმანჩესტერ იუნაიტედი25
2003–04 ტიერი ანრი (2)არსენალი30
2004–05 ტიერი ანრი (3)არსენალი25
2005–06 ტიერი ანრი (4)არსენალი27
2006–07 დიდიე დროგბაჩელსი20
2007–08 კრიშტიანუ რონალდუმანჩესტერ იუნაიტედი31
2008–09 ნიკოლა ანელკაჩელსი19
2009–10 დიდიე დროგბა (2)ჩელსი29
2010–11 კარლოს ტევესიმანჩესტერ სიტი20
დიმიტარ ბერბატოვიმანჩესტერ იუნაიტედი
2011–12 რობინ ვან პერსიარსენალი30
2012–13 რობინ ვან პერსი (2)მანჩესტერ იუნაიტედი26
2013–14 ლუის სუარესილივერპული31
2014–15 სერხიო აგუერომანჩესტერ სიტი26
2015–16 ჰარი კეინიტოტენჰემ ჰოტსპური25
2016–17 ჰარი კეინი (2)ტოტენჰემ ჰოტსპური29
2017–18 მოჰამედ სალაჰილივერპული32
2018–19 პიერ-ემერიკ ობამეიანგიარსენალი22
სადიო მანელივერპული
მოჰამედ სალაჰი (2)ლივერპული
2019-20 ჯეიმი ვარდილესტერ სიტი23
2020-21 ჰარი კეინი (3)ტოტენჰემ ჰოტსპური23
2021-22 მოჰამედ სალაჰი (3)ლივერპული23
სონ ჰინ მინიტოტენჰემ ჰოტსპური
2022-23 ერლინგ ჰოლანდიმანჩესტერ სიტი36

რეკორდები

ყველაზე მეტი გოლი

(მხოლოდ პრემიერლიგა)

ალან შირერი
ადგილიფეხბურთელი[13]წლებიგოლი
1 ალან შირერი1992–2006260
2 უეინ რუნი2002–2018208
3 ჰარი კეინი2012-198
4 ენდი კოული1992–2008187
5 სერხიო აგუერო2011-2021184
6 ფრენკ ლემპარდი1995-2015177
7 ტიერი ანრი1999–2007, 2012175
8 რობი ფაულერი1993–2007, 2008163
9 ჯერმეინ დეფო2001–2003,

2004–2014, 2015–2019

162
10 მაიკლ ოუენი1996–2004,

2005–2013

150

ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი

(მხოლოდ პრემიერლიგა)

გარეთ ბარი
ადგილიფეხბურთელი[14]წლებიმატჩი
1 გარეთ ბარი1998-2020653
2 რაიან გიგზი1990–2014632
3 ფრენკ ლემპარდი1995–2015609
3 ჯეიმზ მილნერი2002-600
5 დეივიდ ჯეიმსი1992–2010572
6 გარი სპიდი1992–2008535
7 ემილ ჰესკი1994–2012516
8 მარკ შვარცერი1996–2016514
9 ჯეიმი კარაგერი1996–2013508
10 ფილ ნევილი1994–2013505

პრემიერლიგის ჩემპიონი მწვრთნელები

(მხოლოდ პრემიერლიგა)

მწვრთნელიჩემპიონიჩემპიონობის წლები
ალექს ფერგიუსონი131993, 1994, 1996, 1997, 1999, 2000, 2001, 2003, 2007, 2008, 2009, 2011, 2013
პეპ გვარდიოლა52018, 2019, 2021, 2022, 2023
არსენ ვენგერი31998, 2002, 2004
ჟოზე მოურინიო2005, 2006, 2015
კენი დალგლიში11995
კარლო ანჩელოტი2010
რობერტო მანჩინი2012
მანუელ პელეგრინი2014
კლაუდიო რანიერი2016
ანტონიო კონტე2017
იურგენ კლოპი2020

სხვა რეკორდები

  • ყველაზე მეტი მოგებული თამაში სეზონში: 32, "მანჩესტერ სიტი" (2017–18), "ლივერპული" (2019-20)
  • ყველაზე ცოტა მოგებული თამაში სეზონში: 1, "დერბი ქაუნთი" (2007–08)
  • ყველაზე ცოტა წაგებული მატჩი სეზონში: 0 "არსენალი" (2003–04)
  • ყველაზე მეტი დაგროვებული ქულა სეზონში: 100 "მანჩესტერ სიტი" (2017–18)
  • ყველაზე ცოტა დაგროვებული ქულა სეზონში: 11 "დერბი ქაუნთი" (2007–08)
  • ყველაზე მეტი გატანილი გოლი სეზონში: 106 "მანჩესტერ სიტი" (2017–18)
  • ყველაზე მეტი გაშვებული გოლი სეზონში: 100 "სუინდონ თაუნი" (1993–94)
  • ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი სეზონში: 15 "ჩელსი" (2004–05)
  • ყველაზე დიდი მოგება სახლში: "მანჩესტერ იუნაიტედი" 9–0 "იფსვიჩ თაუნი" (4 მარტი, 1995)
  • "მანჩესტერ იუნაიტედი" 9-0 " საუთჰემპტონი" (2 თებერვალი, 2021)
  • "ლივერპული" 9-0 "ბორნმუთი" (27 აგვისტო, 2022)
  • ყველაზე დიდი მოგება გასვლაზე: "საუთჰემპტონი" 0–9 "ლესტერ სიტი" (25 ოქტომბერი, 2019)
  • ყველაზე მეტი გატანილი გოლი მატჩში: "პორტსმუთი" 7–4 "რედინგი" (29 სექტემბერი, 2007)

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი